პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამას შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ მინდა დავემსგავსო" - მოსკოვის სასამართლომ ბენდუქიძის ქალიშვილი მის მემკვიდრედ ცნო
"მამას შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ მინდა დავემსგავსო" - მოსკოვის სასამართლომ ბენდუქიძის ქალიშვილი მის მემკვიდრედ ცნო

მოს­კო­ვის გა­გა­რი­ნის სა­სა­მარ­თლომ, 25 წლის ანას­ტა­სია გონ­ჩა­რო­ვა კახა ბენ­დუ­ქი­ძის ქა­ლიშ­ვი­ლად სცნო და მის მემ­კვიდ­რედ გა­მო­ა­ცხა­და.

2015 წლის დე­კემ­ბერ­ში სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ გონ­ჩა­რო­ვა­სა და ბენ­დუ­ქი­ძის დნმ-ის ნი­მუ­შე­ბი 99,9996%-ით და­ე­თხვა ერ­თმა­ნეთს. ამის შემ­დეგ, თბი­ლი­სის სა­სა­მარ­თლო­მაც სცნო გონ­ჩა­რო­ვა "თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის" დამ­ფუძ­ნებ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლად. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ ბენ­დუ­ქი­ძის ქო­ნე­ბა მის ქვრივს - ნა­ტა­ლია ზო­ლო­ტა­ვა­სა და ქა­ლიშ­ვილს - ანას­ტა­სია გონ­ჩა­რო­ვას შო­რის გა­ნა­წილ­დე­ბა. ზო­ლო­ტო­ვა სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს არ დას­წრე­ბია, მის­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა კი სხდო­მის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­დეს, რომ არ არი­ან წი­ნა­აღ­მდეგ­ნი, გონ­ჩა­რო­ვა ბენ­დუ­ქის ქა­ლიშ­ვი­ლად აღი­ა­რონ. ზა­ფხულ­ში მოს­კო­ველ­მა ანას­ტა­სი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო, თე­ბერ­ვალ­ში კი თბი­ლის­ში სა­მუ­და­მოდ აპი­რებს და­სახ­ლე­ბას. სწავ­ლობს ქარ­თულს და სურს ორ­მა­გი გვა­რი აი­ღოს. ანას­ტა­სი­ას "ფე­ის­ბუქ­ზე" მის სა­ხელ­სა და გვარს კი­დევ ერთი და­ე­მა­ტა - ბენ­დუ­ქი­ძე.

ანას­ტა­სია ბენ­დუ­ქი­ძე-გონ­ჩა­რო­ვას­თან ინ­ტერ­ვიუ რუ­სუ­ლი "კო­მერ­სან­ტის" ჟურ­ნა­ლის­ტმა ია ბა­რა­თელ­მა ჩა­წე­რა. ინ­ტერ­ვი­უ­ში ბრი­ტა­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი ანას­ტა­სია ყვე­ბა, თუ რო­გორ მო­ა­ხერ­ხა სა­სა­მარ­თლო­ში სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა ქო­ნე­ბა­ზე, რო­მელ­საც ექ­სპერ­ტე­ბი ერთ მი­ლი­არდ დო­ლა­რად აფა­სე­ბენ.

- 10 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც კახა გა­მაც­ნეს. მა­შინ რუ­სეთ­ში ცხოვ­რობ­და, რუ­სულ სკო­ლა­ში უმაღ­ლეს ეკო­ნო­მი­კას ას­წავ­ლი­და, მთავ­რო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. რო­დე­საც 14-ის გავ­ხდი, და­ი­ჟი­ნა, რომ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი და სკო­ლა-ინ­ტერ­ნატ Clifton Collage-ში მეს­წავ­ლა. 18 წლის რომ გავ­ხდი, ვი­სა­უბ­რეთ და მი­თხრა, რომ ჩემი მამა იყო. სკო­ლის შემ­დეგ მა­მამ ლონ­დო­ნის King’s College of London-ში ჩემი სწავ­ლაც და­ა­ფი­ნან­სა, შემ­დეგ ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გის კურ­სი ნიუ იორ­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მის­თვის ყო­ველ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი იყო, მაგ­რამ სხვა მხრივ ცდი­ლობ­და არ გა­ვე­ნე­ბივ­რე­ბი­ნე. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლი­სას ან სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ვცხოვ­რობ­დი, ან მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვქი­რა­ობ­დი ბი­ნას. ერ­თად ბევრ დროს ვა­ტა­რებ­დით და ძა­ლი­ან და­ვახ­ლოვ­დით: ერ­თად დავ­დი­ო­დით და­სას­ვე­ნებ­ლად, მუ­დამ გვქონ­და მი­მო­წე­რა, ყო­ველ­თვის იცო­და, რას ვა­კე­თებ­დი. კარ­გი მამა იყო, თუმ­ცა საკ­მა­ოდ მკაც­რი და მომ­თხოვ­ნი, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა ჩემ­თვის შოკი იყო, მო­რა­ლუ­რად მზად ვი­ყა­ვი მებ­რძო­ლა მისი ქა­ლიშ­ვი­ლის სა­ხე­ლის­თვის.

-რო­გორ აპი­რებ ბენ­დუ­ქი­ძის მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­კუ­თა­რი ნა­ხევ­რის გან­კარ­გვას?

- ახლა ჩემ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია გა­ვაგ­რძე­ლო მა­მის საქ­მი­ა­ნო­ბა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო მისი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. მას­თან ამა­ზე ხში­რად მი­სა­უბ­რია, გან­ვი­ხი­ლავ­დით, ვინ უნდა შე­სუ­ლი­ყო დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭო­ში, რო­გორ უნდა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, ვა­და­რებ­დით და­სავ­ლურ ანა­ლო­გებს. ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და, რომ თა­ვის ქო­ნე­ბის დიდ ნა­წილს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­ხარ­ჯავ­და, ამი­ტომ ლო­გი­კუ­რია რომ მისი საქ­მე გა­ვაგ­რძე­ლო. 2007 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მა­მამ ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში პი­რა­დი სახ­სრე­ბი­დან 50 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ჩადო. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეს კერ­ძო კა­პი­ტა­ლის უპ­რე­ცე­დენ­ტო ინ­ვეს­ტი­ცი­აა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში, მი­თუ­მე­ტეს, ეს არა­კო­მერ­ცი­უ­ლი პრო­ექ­ტია. მამა ათი წელი მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ფორ­მებ­ზე და ხვდე­ბო­და, რომ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ქვეყ­ნის შე­ნე­ბის­თვის ადა­მი­ა­ნე­ბის აზ­როვ­ნე­ბის შეც­ვლა იყო. რო­გორც კა­ხას შვი­ლი, მე ვა­პი­რებ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მმარ­თვე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას. კახა ბენ­დუ­ქი­ძის შეც­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ მინ­და მას და­ვემ­სგავ­სო და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის გუნ­დი შე­ი­ნარ­ჩუ­ნო.

-რა გა­ა­კე­თე პირ­ვე­ლი, რო­დე­საც ექ­სპერ­ტი­ზის და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი გა­ი­გე?

-ბე­ბი­ას­თან ერ­თად ტა­ი­ლან­დში წა­ვე­დი, რომ ცოტა და­მეს­ვე­ნა და მო­მა­ვალ­ზე დავ­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყა­ვი. მძი­მე, და­ძა­ბუ­ლი წელი იყო. დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ვალ, უკვე ვე­ძებ ბი­ნას თბი­ლის­ში. ამას გარ­და, შემ­დეგ თვეს ფი­ნან­სე­ბის მარ­თვის შეს­წავ­ლას ვი­წყებ, კა­პი­ტა­ლის გაზ­რდაა სა­ჭი­რო, რომ მო­მა­ვალ­ში უნი­ვერ­სი­ტეტს ფი­ნან­სუ­რად და­ვეხ­მა­რო. მამა ყო­ველ­თვის მირ­ჩევ­და ბიზ­ნე­სით და­კა­ვე­ბას, ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯმენ­ტის შეს­წავ­ლას. მა­შინ ვერ ვხვდე­ბო­დი რაში მჭირ­დე­ბო­და ეს, ჩემი საქ­მე ხომ მარ­კე­ტინ­გი და ციფ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბია. ახლა ვხვდე­ბი, რომ ის სა­კუ­თა­რი საქ­მის გად­მო­სა­ცე­მად მამ­ზა­დებ­და.

-რო­გორ აპი­რებ სა­ქარ­თვე­ლოს ცხოვ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, აპი­რებ პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლას?

-ჯერ­ჯე­რო­ბით, არ მაქვს პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი, მაგ­რამ მინ­და სა­ქარ­თვე­ლო წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა იყოს, რო­გო­რა­დაც ის მა­მა­ჩე­მის რე­ფორ­მებ­მა აქ­ცია. მა­მას მხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლად არ ვგა­ვარ, მეც მა­სა­ვით პირ­და­პი­რი, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და სა­კუ­თა­რი აზ­რის დამ­ცვე­ლი ვარ. სწო­რედ ეს თვი­სე­ბე­ბი და­მეხ­მა­რა ოფი­ცი­ა­ლუ­რი აღი­ა­რე­ბის მი­ღე­ბა­ში. მთა­ვა­რია, რისი სურ­ვი­ლი მაქვს და რა შე­მიძ­ლია გა­ვა­კე­თო ახლა - ეს ეხე­ბა მა­მა­ჩე­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, იქ ხომ სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი თა­ო­ბა სწავ­ლობს, მათ­ში მამა ქვეყ­ნის მო­მა­ვალს ხე­დავ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Коммерсант.ru-ს მი­ხედ­ვით

"მამას შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ მინდა დავემსგავსო" - მოსკოვის სასამართლომ ბენდუქიძის ქალიშვილი მის მემკვიდრედ ცნო

"მამას შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ მინდა დავემსგავსო" - მოსკოვის სასამართლომ ბენდუქიძის ქალიშვილი მის მემკვიდრედ ცნო

მოსკოვის გაგარინის სასამართლომ, 25 წლის ანასტასია გონჩაროვა კახა ბენდუქიძის ქალიშვილად სცნო და მის მემკვიდრედ გამოაცხადა.

2015 წლის დეკემბერში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებმა აჩვენა, რომ გონჩაროვასა და ბენდუქიძის დნმ-ის ნიმუშები 99,9996%-ით დაეთხვა ერთმანეთს. ამის შემდეგ, თბილისის სასამართლომაც სცნო გონჩაროვა "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებლის ქალიშვილად. სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბენდუქიძის ქონება მის ქვრივს - ნატალია ზოლოტავასა და ქალიშვილს - ანასტასია გონჩაროვას შორის განაწილდება. ზოლოტოვა სასამართლო პროცესს არ დასწრებია, მისმა წარმომადგენლებმა კი სხდომის დაწყებამდე განაცხადეს, რომ არ არიან წინააღმდეგნი, გონჩაროვა ბენდუქის ქალიშვილად აღიარონ. ზაფხულში მოსკოველმა ანასტასიამ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, თებერვალში კი თბილისში სამუდამოდ აპირებს დასახლებას. სწავლობს ქართულს და სურს ორმაგი გვარი აიღოს. ანასტასიას "ფეისბუქზე" მის სახელსა და გვარს კიდევ ერთი დაემატა - ბენდუქიძე.

ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვასთან ინტერვიუ რუსული "კომერსანტის" ჟურნალისტმა ია ბარათელმა ჩაწერა. ინტერვიუში ბრიტანული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ანასტასია ყვება, თუ როგორ მოახერხა სასამართლოში საკუთარი უფლებების დაცვა ქონებაზე, რომელსაც ექსპერტები ერთ მილიარდ დოლარად აფასებენ.

- 10 წლის ვიყავი, როდესაც კახა გამაცნეს. მაშინ რუსეთში ცხოვრობდა, რუსულ სკოლაში უმაღლეს ეკონომიკას ასწავლიდა, მთავრობაში მუშაობდა. როდესაც 14-ის გავხდი, დაიჟინა, რომ დიდ ბრიტანეთში წავსულიყავი და სკოლა-ინტერნატ Clifton Collage-ში მესწავლა. 18 წლის რომ გავხდი, ვისაუბრეთ და მითხრა, რომ ჩემი მამა იყო. სკოლის შემდეგ მამამ ლონდონის King’s College of London-ში ჩემი სწავლაც დააფინანსა, შემდეგ ციფრული მარკეტინგის კურსი ნიუ იორკის უნივერსიტეტში. კარგი განათლება მისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო, მაგრამ სხვა მხრივ ცდილობდა არ გავენებივრებინე. უნივერსიტეტში სწავლისას ან საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი, ან მეგობრებთან ერთად ვქირაობდი ბინას. ერთად ბევრ დროს ვატარებდით და ძალიან დავახლოვდით: ერთად დავდიოდით დასასვენებლად, მუდამ გვქონდა მიმოწერა, ყოველთვის იცოდა, რას ვაკეთებდი. კარგი მამა იყო, თუმცა საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი, მისი გარდაცვალება ჩემთვის შოკი იყო, მორალურად მზად ვიყავი მებრძოლა მისი ქალიშვილის სახელისთვის.

-როგორ აპირებ ბენდუქიძის მემკვიდრეობის საკუთარი ნახევრის განკარგვას?

- ახლა ჩემთვის პრიორიტეტულია გავაგრძელო მამის საქმიანობა და მონაწილეობა მივიღო მისი უნივერსიტეტების განვითარებაში. მასთან ამაზე ხშირად მისაუბრია, განვიხილავდით, ვინ უნდა შესულიყო დირექტორთა საბჭოში, როგორ უნდა გაერთიანებულიყვნენ უნივერსიტეტები, ვადარებდით დასავლურ ანალოგებს. ყოველთვის ამბობდა, რომ თავის ქონების დიდ ნაწილს უნივერსიტეტების განვითარებაში დახარჯავდა, ამიტომ ლოგიკურია რომ მისი საქმე გავაგრძელო. 2007 წლიდან მოყოლებული მამამ ამ უნივერსიტეტებში პირადი სახსრებიდან 50 მილიონი დოლარი ჩადო. საქართველოსთვის ეს კერძო კაპიტალის უპრეცედენტო ინვესტიციაა განათლების სფეროში, მითუმეტეს, ეს არაკომერციული პროექტია. მამა ათი წელი მუშაობდა საქართველოში რეფორმებზე და ხვდებოდა, რომ ყველაზე რთული ქვეყნის შენებისთვის ადამიანების აზროვნების შეცვლა იყო. როგორც კახას შვილი, მე ვაპირებ უნივერსიტეტების მმართველობაში მონაწილეობის მიღებას. კახა ბენდუქიძის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ მინდა მას დავემსგავსო და მისი თანამოაზრეების გუნდი შეინარჩუნო.

-რა გააკეთე პირველი, როდესაც ექსპერტიზის დადებითი პასუხი გაიგე?

-ბებიასთან ერთად ტაილანდში წავედი, რომ ცოტა დამესვენა და მომავალზე დავფიქრებულიყავი. მძიმე, დაძაბული წელი იყო. დაბრუნების შემდეგ საქართველოში ჩავალ, უკვე ვეძებ ბინას თბილისში. ამას გარდა, შემდეგ თვეს ფინანსების მართვის შესწავლას ვიწყებ, კაპიტალის გაზრდაა საჭირო, რომ მომავალში უნივერსიტეტს ფინანსურად დავეხმარო. მამა ყოველთვის მირჩევდა ბიზნესით დაკავებას, ფინანსური მენეჯმენტის შესწავლას. მაშინ ვერ ვხვდებოდი რაში მჭირდებოდა ეს, ჩემი საქმე ხომ მარკეტინგი და ციფრული კომუნიკაციებია. ახლა ვხვდები, რომ ის საკუთარი საქმის გადმოსაცემად მამზადებდა.

-როგორ აპირებ საქართველოს ცხოვრებაში მონაწილეობას, აპირებ პოლიტიკაში წასვლას?

-ჯერჯერობით, არ მაქვს პოლიტიკური ამბიციები, მაგრამ მინდა საქართველო წარმატებული ქვეყანა იყოს, როგორადაც ის მამაჩემის რეფორმებმა აქცია. მამას მხოლოდ გარეგნულად არ ვგავარ, მეც მასავით პირდაპირი, მიზანდასახული და საკუთარი აზრის დამცველი ვარ. სწორედ ეს თვისებები დამეხმარა ოფიციალური აღიარების მიღებაში. მთავარია, რისი სურვილი მაქვს და რა შემიძლია გავაკეთო ახლა - ეს ეხება მამაჩემის უნივერსიტეტების განვითარებას, იქ ხომ საქართველოს ახალი თაობა სწავლობს, მათში მამა ქვეყნის მომავალს ხედავდა.

მომზადებულია Коммерсант.ru-ს მიხედვით

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 33 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 3 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია ინფიცირების მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით?

"ასე მგონია, ფიროსმანის მეეზოვე ვარ" - უშგულელი გენიოსი, მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე გარდაიცვალა