პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგზაო წესების დარღვევები, რომელთა გამოც მართვის მოწმობის ჩამორთმევა აღარ მოხდება
საგზაო წესების დარღვევები, რომელთა გამოც მართვის მოწმობის ჩამორთმევა აღარ მოხდება

საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის დად­გე­ნი­ლი მარ­თვის მოწ­მო­ბის ჩა­მორ­თმე­ვის სან­ქცია, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, ფუ­ლა­დი ჯა­რი­მე­ბით იც­ვლე­ბა.

ამას "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" და­გეგ­მი­ლი ის ცვლი­ლე­ბე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბამ პარ­ლა­მენტს გან­სა­ხილ­ვე­ლად საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სხვა­დას­ხვა კა­ნონპ­რო­ექ­ტებ­თან ერ­თად წა­რუდ­გი­ნა.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გან­მარ­ტავს, მძო­ლე­ბის­თვის მარ­თვის მოწ­მო­ბის ჩა­მორ­თმე­ვის ნაც­ვლად, ფუ­ლა­დი ჯა­რი­მე­ბის და­კის­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა, ქუ­ლა­თა სის­ტე­მის და­ნერგვით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

კერ­ძოდ, "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სით" და­მუ­ქე­ბუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის გამო, მძღო­ლე­ბი მე­სა­მე და ყო­ველ შემ­დგომ ჯერ­ზე მარ­თვის უფ­ლე­ბის 6-თვით შე­ჩე­რე­ბით ჯა­რიმ­დე­ბი­ან, რაც 300-ლა­რი­ა­ნი ფუ­ლა­დი ჯა­რი­მით იც­ვლე­ბა.

მოქ­მე­დი კო­დექ­სით, მარ­თვის უფ­ლე­ბის 6-თვით შე­ჩე­რე­ბას იწ­ვევს ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე­თი დარ­ღვე­ვა, რო­გო­რიც არის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი ციმ­ცი­მა სიგ­ნა­ლის, ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლის ან სპე­ცი­ა­ლუ­რი ხმა­მაღ­ლა­მო­ლა­პა­რა­კე ხელ­სა­წყოს და­ყე­ნე­ბა, ასე­ვე ოპე­რა­ტი­უ­ლი ან სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სათ­ვის გან­სა­ზღვრუ­ლი შე­ფე­რი­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნი­ლი ეს ქმე­დე­ბა მძღო­ლის 300-ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

იმ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბა, რო­მელ­ზეც ჩარ­თუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი სიგ­ნა­ლი ან რო­მე­ლიც ეს­კორ­ტს ახორ­ცი­ე­ლებს, ან რო­მელ­საც მი­ა­ცი­ლე­ბენ, სა­დღე­ი­სოდ მარ­თვის უფ­ლე­ბის ერთი წლით შე­ჩე­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რაც პრო­ექ­ტით, 100-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მით იც­ვლე­ბა.

ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბი კი, რო­მელ­საც სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის, ტვირ­თის, გზის, საგ­ზაო თუ სხვა ნა­გე­ბო­ბის, ქო­ნე­ბის ან ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა მოჰ­ყვა – გა­მო­ი­წე­ვევს მძღო­ლის 700 ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბას, მის­თვის მარ­თვის უფ­ლე­ბის 1-წლით შე­ჩე­რე­ბის ნაც­ვლად.

გარ­და ამი­სა, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გა­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ იმ პო­ლი­ცი­ე­ლის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის მო­ნა­წი­ლე­თა უსაფრ­თხო­ე­ბას და ზე­დამ­ხედ­ვე­ლობს საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დაც­ვას უზ­რუნ­ველ­ყოფს, მარ­თვის უფ­ლე­ბის 1-წლით შე­ჩე­რე­ბის ნაც­ვლად, 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

მძღო­ლის მიერ მოძ­რა­ო­ბის დად­გე­ნი­ლი სიჩ­ქა­რის 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩ­ქა­რით გა­და­ჭარ­ბე­ბა, რა­საც შე­დე­გად სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის, ტვირ­თის, გზის, საგ­ზაო თუ სხვა ნა­გე­ბო­ბის, ქო­ნე­ბის ან ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა მოჰ­ყვა, სა­დღე­ი­სოდ მარ­თვის უფ­ლე­ბის 1-წლით შე­ჩე­რე­ბას იწ­ვევს. აღ­ნიშ­ნუ­ლი სან­ქცია პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, 500-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მით იც­ვლე­ბა.

მარ­თვის უფ­ლე­ბის 1-წლით შე­ჩე­რე­ბა, ასე­ვე 500-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მით იც­ვლე­ბა ისე­თი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი დარ­ღვე­ვის ჩა­დი­ნი­სათ­ვის, რო­გო­რი­ცაა, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად გზის გა­და­კეტ­ვა, ჯგუ­ფურ მოძ­რა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ქა­ლაქ­ში ან სხვა და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში, რა დრო­საც სრუ­ლა­დაა და­კა­ვე­ბუ­ლი გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი.

პარ­ლა­მენ­ტი ავ­ტო­მო­ბი­ლებ­თან და საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის გან­ხილ­ვის და­წყე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ამ თე­მა­ზე პირ­ვე­ლი სა­კო­მი­ტე­ტო სხდო­მა დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტეტ­მა და­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც 21 იან­ვარს გა­ი­მარ­თე­ბა.

"საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­სა და რამ­დე­ნი­მე სხვა კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბა მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი და სა­ჭე­გა­და­ტა­ნი­ლი მან­ქა­ნე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის აკ­რძალ­ვას და მარ­თვის მოწ­მო­ბებ­ზე ქუ­ლა­თა სის­ტე­მის და­წე­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გარ­და ამი­სა, სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტით 3-დან 6-წლამ­დე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი შე­ღა­ვა­თი­ა­ნი და­ბეგ­ვრის რე­ჟიმ­ში ექ­ცე­ვა, ხოლო მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზ­რდე­ბა აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დი 9 წელ­ზე მეტი ასა­კის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის. შე­ღავ­თი­ან რე­ჟიმ­ში გა­და­დის მო­პე­დე­ბი­სა და მო­ტო­ციკ­ლე­ბის აქ­ცი­ზით და­ბეგ­ვრაც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საგზაო წესების დარღვევები, რომელთა გამოც მართვის მოწმობის ჩამორთმევა აღარ მოხდება

საგზაო წესების დარღვევები, რომელთა გამოც მართვის მოწმობის ჩამორთმევა აღარ მოხდება

საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დადგენილი მართვის მოწმობის ჩამორთმევის სანქცია, რიგ შემთხვევებში, ფულადი ჯარიმებით იცვლება.

ამას "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ის ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს განსახილველად საგზაო მოძრაობის მიმართულებით, სხვადასხვა კანონპროექტებთან ერთად წარუდგინა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, მძოლებისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაცვლად, ფულადი ჯარიმების დაკისრების ინიციატივა, ქულათა სისტემის დანერგვით არის განპირობებული.

კერძოდ, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით" დამუქებული სატრანსპორტო საშუალების მართვის გამო, მძღოლები მესამე და ყოველ შემდგომ ჯერზე მართვის უფლების 6-თვით შეჩერებით ჯარიმდებიან, რაც 300-ლარიანი ფულადი ჯარიმით იცვლება.

მოქმედი კოდექსით, მართვის უფლების 6-თვით შეჩერებას იწვევს ერთი წლის განმავლობაში ისეთი დარღვევა, როგორიც არის სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის, ხმოვანი სიგნალის ან სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება, ასევე ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება. პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, განმეორებით ჩადენილი ეს ქმედება მძღოლის 300-ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზეც ჩართულია სპეციალური სიგნალი ან რომელიც ესკორტს ახორციელებს, ან რომელსაც მიაცილებენ, სადღეისოდ მართვის უფლების ერთი წლით შეჩერებას ითვალისწინებს, რაც პროექტით, 100-ლარიანი ჯარიმით იცვლება.

ზემოთაღნიშნული სამართალდარღვევები კი, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა – გამოიწევევს მძღოლის 700 ლარით დაჯარიმებას, მისთვის მართვის უფლების 1-წლით შეჩერების ნაცვლად.

გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას უზრუნველყოფს, მართვის უფლების 1-წლით შეჩერების ნაცვლად, 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება, რასაც შედეგად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, სადღეისოდ მართვის უფლების 1-წლით შეჩერებას იწვევს. აღნიშნული სანქცია პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, 500-ლარიანი ჯარიმით იცვლება.

მართვის უფლების 1-წლით შეჩერება, ასევე 500-ლარიანი ჯარიმით იცვლება ისეთი ადმინისტრაციული დარღვევის ჩადინისათვის, როგორიცაა, სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა, ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულადაა დაკავებული გზის სავალი ნაწილი.

პარლამენტი ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის დაწყებისთვის ემზადება. ამ თემაზე პირველი საკომიტეტო სხდომა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დანიშნა, რომელიც 21 იანვარს გაიმართება.

"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონსა და რამდენიმე სხვა კანონში დაგეგმილი ცვლილება მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას და მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემის დაწესებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, საკანონმდებლო პაკეტით 3-დან 6-წლამდე ავტომობილები შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის. შეღავთიან რეჟიმში გადადის მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრაც.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია