მამა გაბრიელი მიძახდა დაბლიდან: მამა სოგრატი, შენ უკვე ჯვარი ატანილი გაქვს გოლგოთაზეო!

მამა გაბრიელი მიძახდა დაბლიდან: მამა სოგრატი, შენ უკვე ჯვარი ატანილი გაქვს გოლგოთაზეო!

ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.

ვაგრძელებთ საუბარს არქიმანდრიტ სოგრატთან (ჭულუხაძე):

- მამაო, თქვენ ბევრჯერ ყოფილხართ ცუდად და ბევრჯერ გამოსულხართ მდგომარეობიდან, ეს რითი შეგიძლიათ ახსნათ?

- მე, იცოდე, ისე ვარ დაღლილი და მერე ვავადმყოფობ, მაგრამ ამ ავადმყოფობაში ხომ ვისვენებ? და ისევ მიბრუნდება ენერგია. კარგი პასუხია?

- დიახ, მამაო, კარგი პასუხია.

- ხო, მორჩა, მეტს არ გეტყვი არაფერს (საუბარში ჩაიცინა).

- მარადიულ ცხოვრებაზე რას გვეტყვით?

- მარადიული ცხოვრება უცვლელია და ვინც მოხვდება ღმერთთან თავისი სიყვარულითა, საქმით და ყველაფრით, ღმერთთან იქნება. სახარებაში წერია, გამოვიდა მთესავი და დათესა ხორბალი, საღამოს მიეძინა, მერე გავიდა ღამე და დათესა ბოროტმა ღვარძლი, იმ ნათელში. ამოვიდა ორთავენი. ჰოდა, ეს იძახის, რომ "მე უფალოო, არ დამითესია ღვარძლი და რატომ ამოვიდაო. მიბრძანე და მოვთხაროთ ღვარძლიო. არაო, აცადეო. მოვიდეს და როცა მოიმკება, გაილეწებაო, გადაირჩევაო და ხორბალი ბეღელში შეინახე და ბზე - ღვარძლი დაიწვესო,- იყო პასუხი. ეს არის ადამიანზე ნათქვამი. დიდი სიბრძნეა ამაში ჩადებული. ზოგი პირადაპირ, ზოგი არაპირდაპირ, ყველაფერი ჩვენი ჭკუის სასწავლებელია, მაგრამ ჩვენი ჭკუა გაყინულია, ბევრს გონება არ გაეხსნა, რომ მიხვდეს რას ლაპარაკობს ღმერთი.

- კიდევ რას გვეტყვით მამაო?

- თქვენ რა გაინტერესებთ?

- მამო, რატომ არის ხოლმე ზოგჯერ, რომ ვლოცულობთ და თითქოს ღმერთი არ ისმენს ჩვენს თხოვნას?

- ჩვენ რომ ვლოცულობთ, მერე ვიძახით, შეისმინე ღმერთოო. ლოცვა არის თხოვნა, რომ შეისმინოს. მაგრამ მიიღებს თუ არა, ეს უფლის ნებაა. თუ შენი გული არის წმინდა, სუფთა, თხოვნა მიღებულია, თუ არა და არ ღებულობს. თუ მოშხამულია, შენი სინანული ღვარძლითა და შხამითაა სავსე, ღმერთი არ ღებულობს.

- გამოსავალი რა არის?

- სასჯელი (ჩაიცინა მამაომ).

- მამაო, გული ხომ უნდა განვიწმინდოთ?

- მომისმინეთ, მე გეტყვით ახლა გულზე. მე 1977 წელში ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი ვიყავი და იქ ვმსახურობდი. ამ პერიოდში მცხეთაში ვასწავლიდი სტუდენტებს. ჰოდა, 1977 წელია, კვირა დღე არის, კვირას საღამოთი ძალიან ვიღლებოდი: ეკლესია, მერე სამჯერ ჩასვლა- მოსვლა მცხეთაში, ეს ძალიან მღლიდა. ერთ საღამოს დავწექი და ჩემებს ვეუბნები, ახლა მე ვწვები და ღრმად არ ჩამეძინოს, დილას ისეთ დროს უნდა ავდგე, რომ 9 საათზე მზად ვიყო-მეთქი, მანქანა მოვა და წამიყვანს-მეთქი. გამეღვიძა, დრო არ ვიცი, შუაღამეა და ისე ვწევარ, რომ ტანი ვერ გავანძრიე. ძილი არის ნიშანი დასვენებისა და ენერგიის აღდგენისა. ენერგია აღარ მქონდა, დავიცალე. ვფიქრობ, მე არ ვიცი, რა დროა. რომელი საათია. ვერ ვდგები. ვფიქრობ, დილამდე რომ არავინ მოვიდეს, არ მოვკვდები-მეთქი და მერე რომ მოვლენ, ჩაკეტილ ჭიშკარს შემოამტვრევენ და მნახავენ მკვდარს-მეთქი. ღმერთს ვეხვეწები, ღმერთო, ეს თუ ასეა, ისეთი სიტყვა მათქმევინე, რომ ხალხმა წაიკითხოს - უკანასკნელი სიტყვა, გამოსათხოვარი სიტყვა მომივიდა აზრად. ასე ვიწყებ, უსათაურო ლექსია:

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია