საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აანონსებს, რომ საქმე გამოუძიებელი დარჩება" - გივი თარგამაძე არჩილ თალაკვაძის განცხადებას ბოდვას უწოდებს
"აანონსებს, რომ საქმე გამოუძიებელი დარჩება" - გივი თარგამაძე არჩილ თალაკვაძის განცხადებას ბოდვას უწოდებს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი გივი თარ­გა­მა­ძე პრო­კუ­რორ ვახ­ტანგ ქი­რი­ას მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებ­ზე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა:

"აი ეს სა­ვა­ლა­ლო ტიპი მიჰ­ყავთ ოც­ნე­ბის სი­ა­ში, რო­გორც ახა­ლი, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სახე. მო­უს­მი­ნეთ, რე­ებს ბო­დავს იმი­სათ­ვის, რომ ტყუ­ი­ლე­ბი გა­ა­სა­ღოს პრო­ფე­სი­ულ გა­მო­ძი­ე­ბად. მკვლელ­მა ყვე­ლა­ფე­რი ზედ­მი­წევ­ნით და­გეგ­მა, გვა­მი და­სა­ნა­წევ­რებ­ლად გა­ამ­ზა­და, ამის მა­გივ­რად თავი და­ი­ნა­წევ­რა, ფეხ­ზე ცე­ლო­ფა­ნი და მოკ­ლუ­ლის ფეხ­საც­მე­ლი ჩა­იც­ვა, მი­სი­ვე შარ­ვა­ლი ამო­იც­ვა, ჯი­ბე­ში სის­ხლი­ა­ნი პას­პორ­ტი ჩა­ი­დო და და ისე და­ი­წყო უც­ნობ პი­რებ­თან ერ­თად ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ჯი­რი­თი... აი ეს ბოდ­ვა არის გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სია... აქვე ჭა­ბუ­კი ყო­ველ­გვა­რი და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე ძირ­ში­ვე კლავს ვერ­სი­ას მკვლე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის მო­ტი­ვით, მაგ­რამ, ხვდე­ბა რა, რამ­დე­ნად სა­ში­შია პრო­კუ­რო­რის მკვლე­ლო­ბის ამ­გვა­რი გა­ბა­ი­ბუ­რე­ბა, ყვე­ლას აფრ­თხი­ლებს, პრო­კუ­რო­რე­ბი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო არ მოკ­ლათ, აზრი არ აქ­ვსო. აქვე წი­ნას­წარ აა­ნონ­სებს, რომ საქ­მე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი დარ­ჩე­ბა, ამ­ბობს რა, რომ მო­ტი­ვი მხო­ლოდ იმ ორმა ადა­მი­ან­მა იცო­და, რომ­ლე­ბიც ცო­ცხლე­ბი აღარ არი­ან. შემ­დეგ ტრა­დი­ცი­უ­ლად გვა­მი­სა­მარ­თებს 2005-2009 წლებ­ში, რო­მელ­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, თით­ქოს, კუ­ჭა­ვა მუდ­მი­ვად სას­ტიკ და­ნა­შა­უ­ლებს სჩა­დი­ო­და, რომ­ლებ­საც არ იძი­ებ­დნენ და ამის მა­გა­ლი­თად მისი დის გაქ­რო­ბა მოჰ­ყავს. შვი­ლო, კუ­ჭა­ვას და 2012 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გაქ­რა, ამი­ტომ, თუ გა­მო­ძი­ე­ბას ითხოვ, სა­კუ­თარ კო­ლე­გებ­თან მო­ი­კი­თხე. და ისიც ახ­სე­ნი, პრო­კუ­რო­რის მკვლე­ლო­ბა­ზე არ­ცერ­თი ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი, პრო­კუ­რა­ტუ­რის პირ­ვე­ლი პი­რიც კი რა­ტომ არ აკე­თებს გან­ცხა­დე­ბას და შენ რა­ტომ გა­ბო­დი­ა­ლე­ბენ. უკულ­ტუ­რო­ბა კი, რო­მელ­საც ოპო­ზი­ცი­ას ედა­ვე­ბი, თა­ვად შსს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ შენი, წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ფსი­ქი­ატ­რის, მუ­შა­ო­ბაა. ქარ­თუ­ლო ოც­ნე­ბავ, ღმერ­თმა ეს ბი­ჭუ­ნა 2016 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე წა­გე­ბა­ში მო­გახ­მა­როთ.

P.S. მოს­კოვ­ში კუ­ჭა­ვას უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი კახა თარ­გა­მა­ძეა. ისე, ცნო­ბი­სათ­ვის", - წერს თარ­გა­მა­ძე.

იხი­ლეთ ასე­ვე: გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი და, გე­რის, ცოლ-ქმარ ნი­ნუ­ე­ბი­სა და გოჩა მა­ღალ­თა­ძის მკვლე­ლო­ბა - რა აკავ­ში­რებს კუ­ჭა­ვას ამ საქ­მე­ებ­თან

არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე - სა­ვა­რა­უ­დოდ გვა­მი ჩა­მო­კი­და, სის­ხლის­გან და­ცა­ლა და შე­უდ­გა მის და­ნა­წევ­რე­ბას

რა აკავ­ში­რებ­და აზარ­ტუ­ლი მო­თა­მა­შის მკვლე­ლო­ბას­თან პრო­კუ­რო­რის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას?!

"სა­ნამ ცო­ცხა­ლი იყო, ამ­ბობ­და ჩემი ვალი აქ­ვსო" - 2007 წელს თბი­ლის­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში კუ­ჭა­ვას ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე ღიად სა­უბ­რო­ბენ

sponsored by ContentRoom

"აანონსებს, რომ საქმე გამოუძიებელი დარჩება" - გივი თარგამაძე არჩილ თალაკვაძის განცხადებას ბოდვას უწოდებს

"აანონსებს, რომ საქმე გამოუძიებელი დარჩება" - გივი თარგამაძე არჩილ თალაკვაძის განცხადებას ბოდვას უწოდებს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის დეტალებზე არჩილ თალაკვაძის განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება:

"აი ეს სავალალო ტიპი მიჰყავთ ოცნების სიაში, როგორც ახალი, კვალიფიციური სახე. მოუსმინეთ, რეებს ბოდავს იმისათვის, რომ ტყუილები გაასაღოს პროფესიულ გამოძიებად. მკვლელმა ყველაფერი ზედმიწევნით დაგეგმა, გვამი დასანაწევრებლად გაამზადა, ამის მაგივრად თავი დაინაწევრა, ფეხზე ცელოფანი და მოკლულის ფეხსაცმელი ჩაიცვა, მისივე შარვალი ამოიცვა, ჯიბეში სისხლიანი პასპორტი ჩაიდო და და ისე დაიწყო უცნობ პირებთან ერთად ქალაქის ცენტრში ჯირითი... აი ეს ბოდვა არის გამოძიების ვერსია... აქვე ჭაბუკი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ძირშივე კლავს ვერსიას მკვლელობის სამსახურებრივი საქმიანობის მოტივით, მაგრამ, ხვდება რა, რამდენად საშიშია პროკურორის მკვლელობის ამგვარი გაბაიბურება, ყველას აფრთხილებს, პროკურორები საქმიანობის გამო არ მოკლათ, აზრი არ აქვსო. აქვე წინასწარ აანონსებს, რომ საქმე გამოუძიებელი დარჩება, ამბობს რა, რომ მოტივი მხოლოდ იმ ორმა ადამიანმა იცოდა, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან. შემდეგ ტრადიციულად გვამისამართებს 2005-2009 წლებში, რომელთა განმავლობაში, თითქოს, კუჭავა მუდმივად სასტიკ დანაშაულებს სჩადიოდა, რომლებსაც არ იძიებდნენ და ამის მაგალითად მისი დის გაქრობა მოჰყავს. შვილო, კუჭავას და 2012 წლის ოქტომბერში გაქრა, ამიტომ, თუ გამოძიებას ითხოვ, საკუთარ კოლეგებთან მოიკითხე. და ისიც ახსენი, პროკურორის მკვლელობაზე არცერთი ქვეყნის პირველი პირი, პროკურატურის პირველი პირიც კი რატომ არ აკეთებს განცხადებას და შენ რატომ გაბოდიალებენ. უკულტურობა კი, რომელსაც ოპოზიციას ედავები, თავად შსს მინისტრის მოადგილედ შენი, წარუმატებელი ფსიქიატრის, მუშაობაა. ქართულო ოცნებავ, ღმერთმა ეს ბიჭუნა 2016 წლის არჩევნებზე წაგებაში მოგახმაროთ.

P.S. მოსკოვში კუჭავას უახლოესი მეგობარი კახა თარგამაძეა. ისე, ცნობისათვის", - წერს თარგამაძე.

იხილეთ ასევე: გაუჩინარებული და, გერის, ცოლ-ქმარ ნინუებისა და გოჩა მაღალთაძის მკვლელობა - რა აკავშირებს კუჭავას ამ საქმეებთან

არჩილ თალაკვაძე - სავარაუდოდ გვამი ჩამოკიდა, სისხლისგან დაცალა და შეუდგა მის დანაწევრებას

რა აკავშირებდა აზარტული მოთამაშის მკვლელობასთან პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულ ბიძინა კუჭავას?!

"სანამ ცოცხალი იყო, ამბობდა ჩემი ვალი აქვსო" - 2007 წელს თბილისში მომხდარ მკვლელობაში კუჭავას ბრალეულობაზე ღიად საუბრობენ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს