პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძველით ახალ წელს მე და ბიძინა ერთად შევხვდით - რას იხსენებს კუჭავას მეუღლე ტრაგიკული ღამის შესახებ
ძველით ახალ წელს მე და ბიძინა ერთად შევხვდით - რას იხსენებს კუჭავას მეუღლე ტრაგიკული ღამის შესახებ

გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას მე­უღ­ლე ადას­ტუ­რებს, რომ მისი ქმა­რი მიმ­დი­ნა­რე თვე­ში ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აფ­რი­კა­ში გამ­გზავ­რე­ბას გეგ­მავ­და.

მა­რი­ნა ნი­კო­ლო­ზაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვა აფ­რი­კა­ში უნდა შეხ­ვედ­რო­და მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლებ­თა­ნაც ჰქონ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი.

"სულ ამის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და. სულ ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში იყო. ამ თვე­ში უნდა წა­სუ­ლი­ყო. ახლა გა­ვი­გე, რომ სამ დღე­ში უნდა წა­სუ­ლი­ყო. მისი კომ­პა­ნი­ო­ნი უკვე ნამ­ყო­ფი იყო აფ­რი­კა­ში", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ნი­კო­ლო­ზაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვა თვით­მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტში, ორ პირ­თან, პო­პო­ვებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში, მა­რი­ნა ნი­კო­ლო­ზაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ამ პი­რე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცის.

გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე აცხა­დებს, რომ სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვამ პრო­კუ­რო­რი პა­ა­ტა ქი­რია ძვე­ლით ახა­ლი წლის ღა­მეს მოკ­ლა და ხმა­ურს და­ამ­თხვია.

"ჩემი მე­უღ­ლე ჩემ­თან ერ­თად იყო სახ­ლში. ერ­თად შევ­ხვდით ძვე­ლით ახალ წელს. ზუს­ტად იმ დროს შე­მო­ვი­და, რო­დე­საც იწყე­ბო­და ახა­ლი წელი", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ნი­კო­ლო­ზაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას სხე­ულ­ზე აღ­მო­ჩენ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა სახ­ლი­დან გას­ვლის შემ­დეგ აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

"იგი 16 იან­ვარს სახ­ლი­დან გა­ვი­და გა­მოპ­რან­ჭუ­ლი, მი­დი­ო­და საქ­მი­ან შეხ­ვედ­რა­ზე. ეცვა მოტ­კე­ცი­ლი შუ­ზე­ბი, რო­მელ­საც ნატ­კენ ფეხ­ზე ვერ ჩა­იც­ვამ­და. მე გა­ვა­ცი­ლე ის. არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ხა­სი­ათ­ზე იყო. ვინ და­უ­რე­კა და სად მი­დი­ო­და არ ვიცი. მას შემ­დეგ, კი­დევ ერთხელ ვე­ლა­პა­რა­კე ტე­ლე­ფონ­ზე, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე სა­ათ­ნა­ხევ­რით ადრე. თუ სად­მე გაჟ­ღერ­და ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას სა­ხე­ლი, ცდი­ლო­ბენ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ახ­ვი­ონ რამ­დე­ნი­მე მკვლე­ლო­ბა, რომ­ლის სა­ხე­ლიც მას და­უ­კავ­ში­რეს, ამა­ზე ხომ უკვე ვი­ღა­ცე­ბი იხ­დი­ან სას­ჯელს", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ნი­კო­ლო­ზაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, კუ­ჭა­ვას ჰქონ­და მი­ნის­ტრე­ბის და დე­პუ­ტა­ტე­ბის ნომ­რე­ბი.

"მას ჰქონ­და ასეთ ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტი. მო­ი­თხო­ვეთ მისი ბლოკ­ნო­ტი, ყვე­ლას ნო­მე­რი აქვს", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ნი­კო­ლო­ზაშ­ვილ­მა.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას პრო­კუ­რორ პა­ა­ტა ქი­რი­ას ვალი ჰქონ­და, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

კუ­ჭა­ვას მე­უღ­ლე მოკ­ლუ­ლი პრო­კუ­რო­რის ვახ­ტანგ ქი­რი­ას ოჯახს უსამ­ძიმ­რებს და გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. კუ­ჭა­ვას მე­უღ­ლემ აღ­ნიშ­ნა, რომ ვახ­ტანგ (პა­ა­ტა) ქი­რი­ა­სა და ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ოჯა­ხებს შო­რის, რომ­ლე­ბიც მე­გობ­რობ­დნენ, შუღ­ლი არ უნდა გაღ­ვივ­დეს.

"დიდ სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ ამ ტკბილ ხალ­ხს, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ კარ­გი და ტკბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო პა­ა­ტა ქი­რია. ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს, ეს არის სა­ერ­თო ტრა­გე­დია. გთხოვთ, გა­ვერ­თი­ან­დეთ ჩვე­ნი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის გა­სა­პა­ტი­ოს­ნებ­ლად. ჩვენ უნდა გავ­ზარ­დოთ შვი­ლე­ბი, აქ არის შუღ­ლი ჩა­დე­ბუ­ლი და ჩვენს შო­რის, რო­გორც ნა­თე­სა­ვებს შო­რის ეს არ უნდა არ­სე­ბობ­დეს. ჩვენ უკვე ჩა­ვა­ტა­რეთ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ზა და მო­ვუ­წო­დებთ პა­ა­ტა ქი­რი­ას ოჯახს იქ­ნებ თა­ვა­დაც და­ინ­ტე­რეს­დნენ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტის ჩარ­თვით ამ საქ­მე­ში, რათა გა­ვა­პა­ტი­ოს­ნოთ ჩვე­ნი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი. პა­ა­ტა ქი­რი­ას და ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას, ორი­ვეს კარ­გად იც­ნობ­დნენ ზუგ­დიდ­ში. პა­ა­ტა ქი­რია იყო პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პრო­კუ­რო­რი და არ არ­სე­ბობ­და, იგი აუ­ცი­ლებ­ლად გა­იც­ნობ­და ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ხა­სი­ათს და თუკი ის მა­ნი­ა­კა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბა იყო, მას­თან საქ­მეს არ და­ი­ჭერ­და", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ნი­კო­ლო­ზაშ­ვილ­მა.

ძველით ახალ წელს მე და ბიძინა ერთად შევხვდით - რას იხსენებს კუჭავას მეუღლე ტრაგიკული ღამის შესახებ

ძველით ახალ წელს მე და ბიძინა ერთად შევხვდით - რას იხსენებს კუჭავას მეუღლე ტრაგიკული ღამის შესახებ

გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას მეუღლე ადასტურებს, რომ მისი ქმარი მიმდინარე თვეში ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, აფრიკაში გამგზავრებას გეგმავდა.

მარინა ნიკოლოზაშვილის ინფორმაციით, ბიძინა კუჭავა აფრიკაში უნდა შეხვედროდა მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებთანაც ჰქონდა მოლაპარაკებები.

"სულ ამისთვის ემზადებოდა. სულ ამ საქმიანობაში იყო. ამ თვეში უნდა წასულიყო. ახლა გავიგე, რომ სამ დღეში უნდა წასულიყო. მისი კომპანიონი უკვე ნამყოფი იყო აფრიკაში", - განაცხადა მარინა ნიკოლოზაშვილმა.

მისი თქმით, რაც შეეხება გამოძიების ინფორმაციას, რომ ბიძინა კუჭავა თვითმკვლელობის მომენტში, ორ პირთან, პოპოვებთან ერთად იმყოფებოდა ავტომანქანაში, მარინა ნიკოლოზაშვილი აცხადებს, რომ ამ პირების შესახებ არაფერი იცის.

გარდაცვლილის მეუღლე აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება შს მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაცია, რომ ბიძინა კუჭავამ პროკურორი პაატა ქირია ძველით ახალი წლის ღამეს მოკლა და ხმაურს დაამთხვია.

"ჩემი მეუღლე ჩემთან ერთად იყო სახლში. ერთად შევხვდით ძველით ახალ წელს. ზუსტად იმ დროს შემოვიდა, როდესაც იწყებოდა ახალი წელი", - განაცხადა მარინა ნიკოლოზაშვილმა.

მისი თქმით, ბიძინა კუჭავას სხეულზე აღმოჩენლი დაზიანება სახლიდან გასვლის შემდეგ აქვს მიყენებული.

"იგი 16 იანვარს სახლიდან გავიდა გამოპრანჭული, მიდიოდა საქმიან შეხვედრაზე. ეცვა მოტკეცილი შუზები, რომელსაც ნატკენ ფეხზე ვერ ჩაიცვამდა. მე გავაცილე ის. არაჩვეულებრივ ხასიათზე იყო. ვინ დაურეკა და სად მიდიოდა არ ვიცი. მას შემდეგ, კიდევ ერთხელ ველაპარაკე ტელეფონზე, გარდაცვალებამდე საათნახევრით ადრე. თუ სადმე გაჟღერდა ბატონი ბიძინა კუჭავას სახელი, ცდილობენ, რომ საზოგადოებას მოახვიონ რამდენიმე მკვლელობა, რომლის სახელიც მას დაუკავშირეს, ამაზე ხომ უკვე ვიღაცები იხდიან სასჯელს", - განაცხადა მარინა ნიკოლოზაშვილმა.

მისი თქმით, კუჭავას ჰქონდა მინისტრების და დეპუტატების ნომრები.

"მას ჰქონდა ასეთ ადამიანებთან კონტაქტი. მოითხოვეთ მისი ბლოკნოტი, ყველას ნომერი აქვს", - განაცხადა მარინა ნიკოლოზაშვილმა.

მისი ინფორმაციით, რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიძინა კუჭავას პროკურორ პაატა ქირიას ვალი ჰქონდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

კუჭავას მეუღლე მოკლული პროკურორის ვახტანგ ქირიას ოჯახს უსამძიმრებს და გაერთიანებისკენ მოუწოდებს. კუჭავას მეუღლემ აღნიშნა, რომ ვახტანგ (პაატა) ქირიასა და ბიძინა კუჭავას ოჯახებს შორის, რომლებიც მეგობრობდნენ, შუღლი არ უნდა გაღვივდეს.

"დიდ სამძიმარს ვუცხადებ ამ ტკბილ ხალხს, იქიდან გამომდინარე, რომ კარგი და ტკბილი ადამიანი იყო პაატა ქირია. ვუსამძიმრებ ოჯახს, ეს არის საერთო ტრაგედია. გთხოვთ, გავერთიანდეთ ჩვენი მიცვალებულების გასაპატიოსნებლად. ჩვენ უნდა გავზარდოთ შვილები, აქ არის შუღლი ჩადებული და ჩვენს შორის, როგორც ნათესავებს შორის ეს არ უნდა არსებობდეს. ჩვენ უკვე ჩავატარეთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მოვუწოდებთ პაატა ქირიას ოჯახს იქნებ თავადაც დაინტერესდნენ დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვით ამ საქმეში, რათა გავაპატიოსნოთ ჩვენი მიცვალებულები. პაატა ქირიას და ბიძინა კუჭავას, ორივეს კარგად იცნობდნენ ზუგდიდში. პაატა ქირია იყო პატიოსანი ადამიანი, პროფესიონალი პროკურორი და არ არსებობდა, იგი აუცილებლად გაიცნობდა ბიძინა კუჭავას ხასიათს და თუკი ის მანიაკალური პიროვნება იყო, მასთან საქმეს არ დაიჭერდა", - განაცხადა მარინა ნიკოლოზაშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ