საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაგთი" ამ სქემით ვეღარ გაგღლეტთ! - როგორ გააბა კომპანიამ ფინანსურ მახეში 50 ათასი აბონენტი
"მაგთი" ამ სქემით ვეღარ გაგღლეტთ! - როგორ გააბა კომპანიამ ფინანსურ მახეში 50 ათასი აბონენტი

2016 წლის 1-ელი იან­ვრი­დან "მაგ­თი" თა­ვის აბო­ნენ­ტებს ფი­ნან­სურ ხა­ფან­გებს ვე­ღარ და­უ­გებს და ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს ინ­ტერ­ნეტ-და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გა­სას­ტუმ­რებ­ლად სახლ-კა­რის გა­ყიდ­ვა ან კრე­დი­ტის აღე­ბა აღარ მო­უ­წევთ.

რო­გორ და­იძ­რა ყი­ნუ­ლი

2015 წლის თე­ბერ­ვლის ბო­ლოს "კვი­რის პა­ლიტ­რის" დი­რექ­ტორს და­ვით გი­გუ­აშ­ვილს მი­უ­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ მას "მაგ­თის" 1800 ლარ­ზე მეტი მარ­თებ­და (სხვა­თა შო­რის, ეს მას შემ­დეგ მოხ­და, რაც "პა­ლიტ­რა მე­დი­ამ" "მაგ­თის" კორ­პო­რა­ტი­ულ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე უარი თქვა და სხვა ქსელ­ზე და­პორ­ტირ­და). გი­გუ­აშ­ვი­ლი 50-ლა­რი­ა­ნი ული­მი­ტო ინ­ტერ­ნეტ­პა­კე­ტით სარ­გებ­ლობ­და, რო­მე­ლიც თვე­ში 10000 მე­გა­ბა­იტს მო­ი­ცავ­და. არც ერთ თვე­ში მას ამ ლი­მი­ტის­თვის არ გა­და­უ­ჭარ­ბე­ბია. და უც­ბად და მო­უ­ლოდ­ნე­ლად, "მაგ­თის" მტკი­ცე­ბით, გი­გუ­აშ­ვილ­მა 2015 წლის 18 თე­ბერ­ვლამ­დე ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი 10000 მე­გა­ბა­ი­ტი ხომ გა­მო­ი­ყე­ნა და გა­მო­ი­ყე­ნა და შემ­დგო­მი 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ 1814 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ინ­ტერ­ნე­ტი მო­იხ­მა­რა. ეს რომ სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, ამის დამ­ტკი­ცე­ბა დო­კუ­მენ­ტუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან ტექ­ნი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი მხო­ლოდ თა­ვად "მაგ­თის" აქვს და გა­და­მოწ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ არ­სე­ბობს. სხვა­თა შო­რის, "მაგ­თი­კო­მი­დან" სხვა ოპე­რა­ტორ­თან პორ­ტი­რე­ბის შემ­დეგ "პა­ლიტ­რა მე­დი­ას" ხარ­ჯე­ბი მო­ბი­ლურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე გა­ნა­ხევ­რდა!

მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა ანუ 70-ჯერ გაზ­რდი­ლი ტა­რი­ფი

"კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­ჩივ­რის თა­ო­ბა­ზე კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ამ რამ­დე­ნი­მე სხდო­მა გა­მარ­თა, რო­მელ­ზეც გა­ი­შიფ­რა "მაგ­თის" ერთი ფი­ნან­სუ­რი მა­ხის სქე­მა. კერ­ძოდ, ის აბო­ნენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც შე­ძე­ნი­ლი ინ­ტერ­ნეტ-პა­კე­ტე­ბი ამო­ე­წუ­რე­ბო­დათ, "მაგ­თის" ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­დაჰ­ყავ­და გან­სხვა­ვე­ბულ ტა­რიფ­ზე. ული­მი­ტო ინ­ტერ­ნეტ-პა­კე­ტი­სას 1 მე­გა­ბა­ი­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 0,005 ლარი იყო და მისი ამო­წურ­ვის შემ­დეგ "მაგ­თი" მოხ­მა­რე­ბელს 1 მე­გა­ბა­ი­ტში 70-ჯერ მეტს ახ­დე­ვი­ნებ­და( 0,35 ლარს) და რაც მთა­ვა­რია - ამის შე­სა­ხებ აბო­ნენ­ტებს არ აფრ­თხი­ლებ­და! მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მხო­ლოდ მას შემ­დეგ იგებ­დნენ ტა­რი­ფებს შო­რის 70-მაგი გან­სხვა­ვე­ბის შე­სა­ხებ, რო­დე­საც ათა­სო­ბით ლა­რის ოდე­ნო­ბის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა მის­დი­ო­დათ.

კო­მი­სი­ის სხდო­მებ­ზე კონ­კრე­ტუ­ლი ციფ­რე­ბიც და­სა­ხელ­და - მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთ აბო­ნენტს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სქე­მით "მაგ­თიმ" 7213 ლა­რის ინ­ტერ­ნეტ­და­ვა­ლი­ა­ნე­ბა და­ა­რი­ცხა, მე­ო­რეს - 5062 ლარი, მე­სა­მეს - 5033, მე­ო­თხეს - 4611 და ა.შ. კო­მი­სი­ის ცნო­ბით, ამ გზით 2015 წლის 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში "მაგ­თიმ" 438 000 ლარი იშო­ვა და კო­მი­სი­ის­ვე გა­ა­ნა­გა­რი­შე­ბით, წე­ლი­წად­ში ეს თან­ხა მი­ლი­ონ­ზე მე­ტია. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა დამ­ცველ­მა თა­მარ ტეფ­ნა­ძემ, რო­მე­ლიც კო­მი­სი­ის სხდო­მებს ეს­წრე­ბო­და, გა­ნა­ცხა­და, რომ მას­თა­ნაც ბევ­რი სა­ჩი­ვა­რი შე­დის ზე­მოხ­სე­ნე­ბულ არა­ა­დეკ­ვა­ტურ და­ვა­ლი­ა­ნე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით... რომ არა "კვი­რის პა­ლიტ­რის" სარ­ჩე­ლი, არა­ვინ იცის, მო­ქა­ლა­ქე­თა ღლეტვის ეს სქე­მა რა სი­მაღ­ლე­ებს მი­აღ­წევ­და.

კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა კო­მი­სი­ამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად: "შპს "მაგ­თი­კო­მი" ცნო­ბილ იქ­ნას "ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სფე­რო­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბის წე­სი­სა და მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ" რეგ­ლა­მენ­ტის მე-4 მუხ­ლის მე-6 პუნ­ქტის დამ­რღვე­ვად"…

ამას­თან, "მაგ­თის" და­ე­ვა­ლა 2016 წლის 1-ელი იან­ვრის­თვის ისე­თი სის­ტე­მის და­ნერგვა, "რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს მოხ­მა­რე­ბელ­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბით წი­ნას­წარ გაფრ­თხი­ლე­ბას მათ მიერ შე­ძე­ნი­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის მო­ცუ­ლო­ბის ამო­წურ­ვი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტა­რი­ფით მი­წო­დე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შე­სა­ხებ..."

...პა­რა­დოქ­სუ­ლია, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "მაგ­თი­კო­მი" მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­რღვე­ვად აღი­ა­რეს, 1814 ლა­რის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა კო­მი­სი­ამ "კვი­რის პა­ლიტ­რას" მა­ინც და­უ­ტო­ვა, რაც უკვე გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლია სა­სა­მარ­თლო­ში...

რუ­სუ­დან შე­ლია

"კვი­რის პა­ლიტ­რა"

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: მომ­ხმა­რე­ბელ­თა რა უფ­ლე­ბის დამ­რღვე­ვად სცნეს "მაგ­თი­კო­მი" - ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ყვე­ლა აბო­ნენ­ტმა უნდა იცო­დეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"მაგთი" ამ სქემით ვეღარ გაგღლეტთ! - როგორ გააბა კომპანიამ ფინანსურ მახეში 50 ათასი აბონენტი

"მაგთი" ამ სქემით ვეღარ გაგღლეტთ! - როგორ გააბა კომპანიამ ფინანსურ მახეში 50 ათასი აბონენტი

2016 წლის 1-ელი იანვრიდან "მაგთი" თავის აბონენტებს ფინანსურ ხაფანგებს ვეღარ დაუგებს და ჩვენს თანამოქალაქეებს ინტერნეტ-დავალიანების გასასტუმრებლად სახლ-კარის გაყიდვა ან კრედიტის აღება აღარ მოუწევთ.

როგორ დაიძრა ყინული

2015 წლის თებერვლის ბოლოს "კვირის პალიტრის" დირექტორს დავით გიგუაშვილს მიუვიდა შეტყობინება, რომ მას "მაგთის" 1800 ლარზე მეტი მართებდა (სხვათა შორის, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც "პალიტრა მედიამ" "მაგთის" კორპორატიულ მომსახურებაზე უარი თქვა და სხვა ქსელზე დაპორტირდა). გიგუაშვილი 50-ლარიანი ულიმიტო ინტერნეტპაკეტით სარგებლობდა, რომელიც თვეში 10000 მეგაბაიტს მოიცავდა. არც ერთ თვეში მას ამ ლიმიტისთვის არ გადაუჭარბებია. და უცბად და მოულოდნელად, "მაგთის" მტკიცებით, გიგუაშვილმა 2015 წლის 18 თებერვლამდე ზემოხსენებული 10000 მეგაბაიტი ხომ გამოიყენა და გამოიყენა და შემდგომი 10 დღის განმავლობაში კიდევ 1814 ლარის ღირებულების ინტერნეტი მოიხმარა. ეს რომ სიმართლეს არ შეესაბამება, ამის დამტკიცება დოკუმენტურად შეუძლებელია, ვინაიდან ტექნიკური მონაცემები მხოლოდ თავად "მაგთის" აქვს და გადამოწმების საშუალება არ არსებობს. სხვათა შორის, "მაგთიკომიდან" სხვა ოპერატორთან პორტირების შემდეგ "პალიტრა მედიას" ხარჯები მობილურ კომუნიკაციაზე განახევრდა!

მომხმარებელთა უფლებების დარღვევა ანუ 70-ჯერ გაზრდილი ტარიფი

"კვირის პალიტრის" საჩივრის თაობაზე კომუნიკაციების კომისიამ რამდენიმე სხდომა გამართა, რომელზეც გაიშიფრა "მაგთის" ერთი ფინანსური მახის სქემა. კერძოდ, ის აბონენტები, რომლებსაც შეძენილი ინტერნეტ-პაკეტები ამოეწურებოდათ, "მაგთის" ავტომატურად გადაჰყავდა განსხვავებულ ტარიფზე. ულიმიტო ინტერნეტ-პაკეტისას 1 მეგაბაიტის ღირებულება 0,005 ლარი იყო და მისი ამოწურვის შემდეგ "მაგთი" მოხმარებელს 1 მეგაბაიტში 70-ჯერ მეტს ახდევინებდა( 0,35 ლარს) და რაც მთავარია - ამის შესახებ აბონენტებს არ აფრთხილებდა! მოქალაქეები მხოლოდ მას შემდეგ იგებდნენ ტარიფებს შორის 70-მაგი განსხვავების შესახებ, როდესაც ათასობით ლარის ოდენობის დავალიანება მისდიოდათ.

კომისიის სხდომებზე კონკრეტული ციფრებიც დასახელდა - მაგალითად, ერთ-ერთ აბონენტს ზემოხსენებული სქემით "მაგთიმ" 7213 ლარის ინტერნეტდავალიანება დაარიცხა, მეორეს - 5062 ლარი, მესამეს - 5033, მეოთხეს - 4611 და ა.შ. კომისიის ცნობით, ამ გზით 2015 წლის 5 თვის განმავლობაში "მაგთიმ" 438 000 ლარი იშოვა და კომისიისვე გაანაგარიშებით, წელიწადში ეს თანხა მილიონზე მეტია. საზოგადოებრივმა დამცველმა თამარ ტეფნაძემ, რომელიც კომისიის სხდომებს ესწრებოდა, განაცხადა, რომ მასთანაც ბევრი საჩივარი შედის ზემოხსენებულ არაადეკვატურ დავალიანებებთან დაკავშირებით... რომ არა "კვირის პალიტრის" სარჩელი, არავინ იცის, მოქალაქეთა ღლეტვის ეს სქემა რა სიმაღლეებს მიაღწევდა.

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად: "შპს "მაგთიკომი" ცნობილ იქნას "ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის დამრღვევად"…

ამასთან, "მაგთის" დაევალა 2016 წლის 1-ელი იანვრისთვის ისეთი სისტემის დანერგვა, "რომელიც უზრუნველყოფს მოხმარებელთა ინდივიდუალური შეტყობინებით წინასწარ გაფრთხილებას მათ მიერ შეძენილი მომსახურების მოცულობის ამოწურვისა და მომსახურების განსხვავებული ტარიფით მიწოდების გაგრძელების შესახებ..."

...პარადოქსულია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ "მაგთიკომი" მომხმარებელთა უფლებების დამრღვევად აღიარეს, 1814 ლარის გადახდის ვალდებულება კომისიამ "კვირის პალიტრას" მაინც დაუტოვა, რაც უკვე გასაჩივრებულია სასამართლოში...

რუსუდან შელია

"კვირის პალიტრა"

ასევე დაგაინტერესებთ: მომხმარებელთა რა უფლების დამრღვევად სცნეს "მაგთიკომი" - ინფორმაცია, რომელიც ყველა აბონენტმა უნდა იცოდეს

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ