საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძინა კუჭავას აფრიკის ვიზა ჰქონდა და თვის ბოლოს აპირებდა გამგზავრებას"
"ბიძინა კუჭავას აფრიკის ვიზა ჰქონდა და თვის ბოლოს აპირებდა გამგზავრებას"

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "სა­ქარ­თვე­ლოს ხმის" დამ­ფუძ­ნე­ბელს ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას, რო­მელ­მაც არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით თავი მო­იკ­ლა, აფ­რი­კის ვიზა ჰქონ­და და თვის ბო­ლოს აპი­რებ­და გამ­გზავ­რე­ბას.

ნა­ხეთ ვი­დეო

რო­გორც ად­ვო­კატ­მა ნა­თია კორ­კო­ტა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, კუ­ჭა­ვა აფ­რი­კა­ში გამ­გზავ­რე­ბას ბიზ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბით აპი­რებ­და. ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­და ამი­სა, არა­ერ­თი სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბა არ­სე­ბობს, რომ­ლი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას თავი არ მო­უკ­ლავს და იგი გან­ზრახ მოკ­ლეს. ად­ვო­კა­ტის თქმით, წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას­თან სახ­ლი­დან გას­ვლამ­დე გან­ხორ­ცი­ელ­და იგი­ვე ხელ­წე­რის ზარი, რო­გორც 13 იან­ვარს პრო­კუ­რორ ვახ­ტანგ ქი­რი­ას­თან. კერ­ძოდ, ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, 13 იან­ვარს ვახ­ტანგ ქი­რია სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის შემ­დეგ გა­ვი­და სახ­ლი­დან, ისე­ვე რო­გორც 16 იან­ვარს ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვა. ად­ვო­კა­ტის თქმით, 16 იან­ვარს კუ­ჭა­ვას სახ­ლი­დან გას­ვლა უკავ­შირ­დე­ბო­და მის მიერ და­გეგ­მილ შეხ­ვედ­რას ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

ნა­თია კორ­კო­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კუ­ჭა­ვას დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ ოჯა­ხი აპი­რებს მი­მარ­თოს პრო­კუ­რა­ტუ­რას და სა­ხე­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მო­ი­თხო­ვოს. ად­ვო­კატ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე­საც უჩივ­ლონ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გან­ცხა­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მისი შე­ფა­სე­ბით, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია და­არ­ღვია. ნა­თია კორ­კო­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან ოჯა­ხი ასე­ვე მო­ი­თხოვს თვით­მკვლე­ლო­ბის მუხ­ლის მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბას.

ამას­თან, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვის პა­სუ­ხად ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ოჯა­ხი არ იც­ნობს პო­პო­ვებს, რომ­ლე­ბიც კუ­ჭა­ვას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ავ­ტო­მო­ბილ­ში, როცა მან, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე.

ნა­თია კორ­კო­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს მუ­შა­ო­ბა­ში ჩა­ერ­თვე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი მაია ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც გუ­შინ გარ­დაც­ვლი­ლი ცხე­და­რი და­ათ­ვა­ლი­ე­რა. რაც შე­ე­ხე­ბა და­ზი­ა­ნე­ბებს, ად­ვო­კა­ტის თქმით, ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ცხე­დარს ფე­ხის თი­თის არე­ში აღე­ნიშ­ნე­ბა და­ზი­ა­ნე­ბა, თუმ­ცა არ არის მოჭ­რი­ლი და მი­კე­რე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

"ბიძინა კუჭავას აფრიკის ვიზა ჰქონდა და თვის ბოლოს აპირებდა გამგზავრებას"

"ბიძინა კუჭავას აფრიკის ვიზა ჰქონდა და თვის ბოლოს აპირებდა გამგზავრებას"

ადვოკატის ინფორმაციით, "საქართველოს ხმის" დამფუძნებელს ბიძინა კუჭავას, რომელმაც არსებული ინფორმაციით თავი მოიკლა, აფრიკის ვიზა ჰქონდა და თვის ბოლოს აპირებდა გამგზავრებას.

ნახეთ ვიდეო

როგორც ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კუჭავა აფრიკაში გამგზავრებას ბიზნესთან დაკავშირებით აპირებდა. ადვოკატის ინფორმაციით, გარდა ამისა, არაერთი საეჭვო გარემოება არსებობს, რომლითაც დასტურდება, რომ ბიძინა კუჭავას თავი არ მოუკლავს და იგი განზრახ მოკლეს. ადვოკატის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ბიძინა კუჭავასთან სახლიდან გასვლამდე განხორციელდა იგივე ხელწერის ზარი, როგორც 13 იანვარს პროკურორ ვახტანგ ქირიასთან. კერძოდ, ადვოკატის განცხადებით, 13 იანვარს ვახტანგ ქირია სატელეფონო ზარის შემდეგ გავიდა სახლიდან, ისევე როგორც 16 იანვარს ბიძინა კუჭავა. ადვოკატის თქმით, 16 იანვარს კუჭავას სახლიდან გასვლა უკავშირდებოდა მის მიერ დაგეგმილ შეხვედრას ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე.

ნათია კორკოტაძის განცხადებით, კუჭავას დაკრძალვის შემდეგ ოჯახი აპირებს მიმართოს პროკურატურას და სახელის რეაბილიტაცია მოითხოვოს. ადვოკატმა განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძესაც უჩივლონ სატელევიზიო განცხადებებთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, მინისტრის მოადგილემ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია. ნათია კორკოტაძის განცხადებით, პროკურატურისგან ოჯახი ასევე მოითხოვს თვითმკვლელობის მუხლის მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას.

ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბიძინა კუჭავას ოჯახი არ იცნობს პოპოვებს, რომლებიც კუჭავასთან ერთად იმყოფებოდნენ ავტომობილში, როცა მან, გამოძიების ინფორმაციით, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

ნათია კორკოტაძის განცხადებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მუშაობაში ჩაერთვება დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი, რომელმაც გუშინ გარდაცვლილი ცხედარი დაათვალიერა. რაც შეეხება დაზიანებებს, ადვოკატის თქმით, ბიძინა კუჭავას ცხედარს ფეხის თითის არეში აღენიშნება დაზიანება, თუმცა არ არის მოჭრილი და მიკერებული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ