საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხრიკებით აიძულებენ სუპერმარკეტები მომხმარებელს, რაც შეიძლება მეტი პროდუქტის შეძენას
რა ხრიკებით აიძულებენ სუპერმარკეტები მომხმარებელს, რაც შეიძლება მეტი პროდუქტის შეძენას

ალ­ბათ გსმე­ნი­ათ გა­მოთ­ქმა - "ეშ­მა­კუ­რი მარ­კე­ტინ­გუ­ლი სვლა". მაგ­რამ რას ნიშ­ნავს იგი სუ­პერ­მარ­კე­ტებ­თან და სხვა მა­ღა­ზი­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, სა­დაც ფაქ­ტობ­რი­ვად ყო­ველ­დღე დავ­დი­ვართ? სუ­პერ­მარ­კე­ტებ­მა და ქსე­ლურ­მა მა­ღა­ზი­ებ­მა მარ­თლაც შე­ის­წავ­ლეს მომ­ხმა­რებ­ლის გო­ნე­ბის კონ­ტრო­ლი­რე­ბა. თუ რო­გორ, ამას ჩვე­ნი სტა­ტი­ი­დან შე­ი­ტყობთ.

1. წი­თე­ლი ფერი ფას­დაკ­ლე­ბებ­თან ასო­ცი­რე­ბა

ხში­რად სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ვიტ­რი­ნებ­ზე წი­თე­ლი დიდი ასო­ე­ბით არის გა­მო­ფე­ნი­ლი ფას­დაკ­ლე­ბის რეკ­ლა­მე­ბი. ჩვენს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში წი­თე­ლი ფერი დიდი ხა­ნია ფას­დაკ­ლე­ბებ­თა­ნაა ასო­ცი­რე­ბუ­ლი. მაგ­რამ გვმარ­თებს ყუ­რა­დღე­ბა - ფა­სე­ბის ჭრე­ლი აღმნიშ­ვნე­ლი ყო­ველ­თვის ხელ­საყ­რე­ლი რო­დია: ფასი შე­იძ­ლე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლოდ იყოს შემ­ცი­რე­ბუ­ლი, ან სუ­ლაც უც­ვლე­ლი იყოს. მაგ­რამ მომ­ხმა­რე­ბე­ლი მა­ინც გან­წყო­ბი­ლია შე­ი­ძი­ნოს ასე­თი სა­ქო­ნე­ლი აწ უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის გამო.

2. დიდი ური­კე­ბი

სა­ვაჭ­რო ური­კე­ბი 1938 წელს გა­მო­ი­გო­ნეს. ამას­თან, მისი ზომა უკა­ნას­კნე­ლი 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 2-ჯერ გა­ი­ზარ­და. თით­ქმის ყო­ველ­თვის ეს ური­კე­ბი სა­შუ­ა­ლოს­ტა­ტის­ტი­კუ­რი ოჯა­ხის "მომ­ხმა­რებ­ლის კა­ლა­თა­ზე" გა­ცი­ლე­ბით დი­დია. თუ ნა­ხევ­რად ცა­რი­ელ ური­კას ვა­ტა­რებთ, ქვეც­ნო­ბი­ე­რად გვიჩ­ნე­ბა მისი შევ­სე­ბის სურ­ვი­ლი. შე­დე­გად ვყი­დუ­ლობთ სა­ჭი­რო­ზე მეტ პრო­დუქტს. ამი­ტომ, თუკი სუ­პერ­მარ­კეტ­ში დიდი მა­რა­გის შე­სა­ძე­ნად არ შე­დი­ხართ, უმ­ჯო­ბე­სია აი­ღოთ კა­ლა­თი: ამით ეკო­ნო­მი­ა­საც გას­წევთ და სა­ყიდ­ლე­ბის ჩან­თაც მსუ­ბუ­ქი იქ­ნე­ბა.

3. ხილ-ბოს­ტა­ნი მა­ღა­ზი­ის შე­სას­ვლელ­ში

მკვლე­ვა­რებ­მა მომ­ხმა­რებ­ლის ნე­ბის­ყო­ფა გა­მოს­ცა­დეს. აღ­მოჩ­ნდა, რომ საკ­მა­რი­სია, ადა­მი­ანს მის­ცე სა­შუ­ა­ლე­ბა, თა­ვი­დან გა­ა­კე­თოს ის, რაც მისი აზ­რით "კარ­გია", შემ­დეგ იგი სა­კუ­თარ ჩარ­ჩო­ებს სცდე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი სა­სარ­გებ­ლო ხილ-ბოს­ტანს შე­მო­სას­ვლელ­თან აწყო­ბენ: რაც უფრო მეტ თან­ხას და­ხარ­ჯავს მომ­ხმა­რე­ბე­ლი სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტებ­ზე, მით უფრო მეტ მავ­ნე პრო­დუქტს შე­ი­ძენს იგი, მა­გა­ლი­თად, ლუდ­სა და ჩიფ­სებს.

4. რძის პრო­დუქ­ტე­ბი მა­ღა­ზი­ის სიღ­რმე­ში

გა­ყიდ­ვე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უამ­რავ ხრიკს იყე­ნე­ბენ, რათა მომ­ხმა­რე­ბელ­მა რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი პრო­დუქ­ტი შე­ი­ძი­ნოს. და­ფიქ­რე­ბულ­ხართ, თუ რა­ტომ არის რძე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი პრო­დუქ­ტი მა­ღა­ზი­ის ბო­ლო­ში? საქ­მე ის არის, რომ ამით სურთ, რძის ძებ­ნის დროს თქვენს თვალ­სა­წი­ერ­ში რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი პრო­დუქ­ტი მოხ­ვდეს.

5. ილუ­ზია იმი­სა, რომ ხილ-ბოსტნე­უ­ლი ახა­ლია

სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში ხილ­სა და ბოსტნე­ულს ლაპ­ლა­პი გა­უ­დის. მე­ტიც, მათ წყლით ნა­მა­ვენ, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ეს პრო­დუქ­ტის ლპო­ბას იწ­ვევს. რა­ტომ? - ადა­მი­ა­ნებს უყ­ვართ ყვე­ლა­ფე­რი ახა­ლი, გო­ნე­ბა­ში კი ეს და­ნა­მულ, ლაპ­ლა­პა ზე­და­პირ­თან ასო­ცირ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში ხილ-ბოსტნე­უ­ლის მა­დი­საღ­მძვრე­ლი ელ­ფე­რის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, "ახა­ლი" ხილ-ბოსტნე­უ­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია დახლზე გა­მო­ტა­ნამ­დე სა­წყობ­ში 1 თვე

ინა­ხე­ბო­და.

გაგ­რძე­ლე­ბა

რა ხრიკებით აიძულებენ სუპერმარკეტები მომხმარებელს, რაც შეიძლება მეტი პროდუქტის შეძენას

რა ხრიკებით აიძულებენ სუპერმარკეტები მომხმარებელს, რაც შეიძლება მეტი პროდუქტის შეძენას

ალბათ გსმენიათ გამოთქმა - "ეშმაკური მარკეტინგული სვლა". მაგრამ რას ნიშნავს იგი სუპერმარკეტებთან და სხვა მაღაზიებთან მიმართებაში, სადაც ფაქტობრივად ყოველდღე დავდივართ? სუპერმარკეტებმა და ქსელურმა მაღაზიებმა მართლაც შეისწავლეს მომხმარებლის გონების კონტროლირება. თუ როგორ, ამას ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.

1. წითელი ფერი ფასდაკლებებთან ასოცირება

ხშირად სუპერმარკეტების ვიტრინებზე წითელი დიდი ასოებით არის გამოფენილი ფასდაკლების რეკლამები. ჩვენს ცნობიერებაში წითელი ფერი დიდი ხანია ფასდაკლებებთანაა ასოცირებული. მაგრამ გვმართებს ყურადღება - ფასების ჭრელი აღმნიშვნელი ყოველთვის ხელსაყრელი როდია: ფასი შეიძლება უმნიშვნელოდ იყოს შემცირებული, ან სულაც უცვლელი იყოს. მაგრამ მომხმარებელი მაინც განწყობილია შეიძინოს ასეთი საქონელი აწ უკვე ჩამოყალიბებული ასოციაციების გამო.

2. დიდი ურიკები

სავაჭრო ურიკები 1938 წელს გამოიგონეს. ამასთან, მისი ზომა უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში 2-ჯერ გაიზარდა. თითქმის ყოველთვის ეს ურიკები საშუალოსტატისტიკური ოჯახის "მომხმარებლის კალათაზე" გაცილებით დიდია. თუ ნახევრად ცარიელ ურიკას ვატარებთ, ქვეცნობიერად გვიჩნება მისი შევსების სურვილი. შედეგად ვყიდულობთ საჭიროზე მეტ პროდუქტს. ამიტომ, თუკი სუპერმარკეტში დიდი მარაგის შესაძენად არ შედიხართ, უმჯობესია აიღოთ კალათი: ამით ეკონომიასაც გასწევთ და საყიდლების ჩანთაც მსუბუქი იქნება.

3. ხილ-ბოსტანი მაღაზიის შესასვლელში

მკვლევარებმა მომხმარებლის ნებისყოფა გამოსცადეს. აღმოჩნდა, რომ საკმარისია, ადამიანს მისცე საშუალება, თავიდან გააკეთოს ის, რაც მისი აზრით "კარგია", შემდეგ იგი საკუთარ ჩარჩოებს სცდება. სწორედ ამიტომ სუპერმარკეტების მფლობელები სასარგებლო ხილ-ბოსტანს შემოსასვლელთან აწყობენ: რაც უფრო მეტ თანხას დახარჯავს მომხმარებელი სასარგებლო პროდუქტებზე, მით უფრო მეტ მავნე პროდუქტს შეიძენს იგი, მაგალითად, ლუდსა და ჩიფსებს.

4. რძის პროდუქტები მაღაზიის სიღრმეში

გაყიდვების სპეციალისტები უამრავ ხრიკს იყენებენ, რათა მომხმარებელმა რაც შეიძლება მეტი პროდუქტი შეიძინოს. დაფიქრებულხართ, თუ რატომ არის რძე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი მაღაზიის ბოლოში? საქმე ის არის, რომ ამით სურთ, რძის ძებნის დროს თქვენს თვალსაწიერში რაც შეიძლება მეტი პროდუქტი მოხვდეს.

5. ილუზია იმისა, რომ ხილ-ბოსტნეული ახალია

სუპერმარკეტების უმეტესობაში ხილსა და ბოსტნეულს ლაპლაპი გაუდის. მეტიც, მათ წყლით ნამავენ, იმის მიუხედავად, რომ ეს პროდუქტის ლპობას იწვევს. რატომ? - ადამიანებს უყვართ ყველაფერი ახალი, გონებაში კი ეს დანამულ, ლაპლაპა ზედაპირთან ასოცირდება. გარდა ამისა, სუპერმარკეტებში ხილ-ბოსტნეულის მადისაღმძვრელი ელფერისთვის სპეციალური ნივთიერებები გამოიყენება. სინამდვილეში, "ახალი" ხილ-ბოსტნეული შესაძლებელია დახლზე გამოტანამდე საწყობში 1 თვე

ინახებოდა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია