საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეს კატასტროფაა! დოლარიზაციის მაჩვენებელი 70%-ია
ეს კატასტროფაა! დოლარიზაციის მაჩვენებელი 70%-ია

ლარ­მა დაგ­რო­ვე­ბი­თი ფუნ­ქცია თით­ქმის და­კარ­გა, ქვე­ყა­ნა­ში დე­პო­ზი­ტე­ბის დო­ლა­რი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უკვე 70%-ს მი­უ­ახ­ლოვ­და. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, მი­უ­ხე­და­ვად ლარ­ში გან­თავ­სე­ბულ ანაბ­რებ­ზე გაზ­რდი­ლი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი­სა, მო­სახ­ლე­ო­ბა ფულს მა­ინც დო­ლარ­ში ინა­ხავს, ნდო­ბა­და­კარ­გულ ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტას კი მხო­ლოდ წვრი­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ. დო­ლა­რი­ზა­ცი­ის გაზ­რდილ მაჩ­ვე­ნე­ბელს სა­გან­გა­შოს უწო­დე­ბენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და ეროვ­ნულ ბანკს სას­წრა­ფოდ რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია დო­ლარ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ბი­ნე­ბი და ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი დო­ლარ­ში იყი­დე­ბა, დო­ლარ­ში­ვე ქი­რავ­დე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და სა­ო­ფი­სე ფარ­თე­ბი. არა­და, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ერ­თა­დერ­თი სა­გა­დამ­ხდე­ლო ვა­ლუ­ტა ლა­რია. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, იმის ნაც­ვლად, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი დო­ლა­რის მი­მოქ­ცე­ვას ზღუ­დავ­დეს ქვეყ­ნის შიგ­ნით და კა­ნონს იცავ­დეს, ხელს უწყობს უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტის ყვე­ლა მხრივ გავ­რცე­ლე­ბას. ამას ემა­ტე­ბა ლა­რის დე­ვალ­ვა­ცი­აც და სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი მის­და­მი ნდო­ბა სულ უფრო ეცე­მა. ხალ­ხიც და­ნა­ზოგს უკვე დო­ლარ­ში აკე­თებს.

2015 წლის ბო­ლოს­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში დო­ლა­რი­ზა­ცი­ის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი თით­ქმის 70%-მდე ავი­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შარ­შან ყვე­ლა წამ­ყვან­მა ბან­კმა ლარ­ში სარ­გე­ბე­ლი რამ­დენ­ჯერ­მე გა­ზარ­და, ეროვ­ნულ­მა ვა­ლუ­ტამ ნდო­ბა მა­ინც ვერ მო­ი­პო­ვა. ლარ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი დე­პო­ზი­ტე­ბის სა­შუ­ა­ლო გა­ნაკ­ვე­თი 11,9%-ია, უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში - 4,4%. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, და­ნა­ზო­გი მა­ინც უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში კეთ­დე­ბა.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ბან­კო სექ­ტორ­ში ანაბ­რე­ბის მო­ცუ­ლო­ბა 2015 წლის 11 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით 14,076 მლრდ ლარს შე­ად­გენს. აქე­დან ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში ანაბ­რებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია 4,394 მლრდ, ანუ მთლი­ა­ნი დე­პო­ზი­ტე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 31%, ხოლო უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში კი - 9,682 მლრდ, და­ახ­ლო­ე­ბით, 69%.

ეკო­ნო­მი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, სა­ბან­კო სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტი ლია ელი­ა­ვა ამ­ბობს, რომ 2014 წელს, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ვა­ლუ­ტო კრი­ზი­სი და­ი­წყე­ბო­და, დო­ლა­რი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყო 60%. კრი­ზი­სის პე­რი­ოდ­ში კი ხალ­ხმა სა­კუ­თა­რი და­ნა­ზო­გი დო­ლარ­ში შე­ი­ნა­ხა და დო­ლა­რი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც გა­ი­ზარ­და.

"ყო­ველ წელს, რო­დე­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის მი­სია ჩა­მო­დის და წერს დას­კვნას, იქ მი­უ­თი­თებს, რომ ეროვ­ნულ­მა ბან­კმა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ში დო­ლა­რი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უნდა შე­ამ­ცი­როს. იქვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სებ-ი სსფ-ს ამის გა­კე­თე­ბის პი­რო­ბას აძ­ლევს. ასე გრძელ­დე­ბა უკვე 7 წე­ლია, მაგ­რამ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ამას ან ვერ, ან არ აკე­თებს.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ეს კატასტროფაა! დოლარიზაციის მაჩვენებელი 70%-ია

ეს კატასტროფაა! დოლარიზაციის მაჩვენებელი 70%-ია

ლარმა დაგროვებითი ფუნქცია თითქმის დაკარგა, ქვეყანაში დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი უკვე 70%-ს მიუახლოვდა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მიუხედავად ლარში განთავსებულ ანაბრებზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთისა, მოსახლეობა ფულს მაინც დოლარში ინახავს, ნდობადაკარგულ ეროვნულ ვალუტას კი მხოლოდ წვრილი ოპერაციებისთვის იყენებენ. დოლარიზაციის გაზრდილ მაჩვენებელს საგანგაშოს უწოდებენ სპეციალისტები და ეროვნულ ბანკს სასწრაფოდ რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

საქართველოში ყველა ძვირადღირებული ოპერაცია დოლარში ხორციელდება, ბინები და ავტომანქანები დოლარში იყიდება, დოლარშივე ქირავდება საცხოვრებელი და საოფისე ფართები. არადა, კანონმდებლობით, ქვეყანაში ერთადერთი საგადამხდელო ვალუტა ლარია. სპეციალისტების თქმით, იმის ნაცვლად, რომ ეროვნული ბანკი დოლარის მიმოქცევას ზღუდავდეს ქვეყნის შიგნით და კანონს იცავდეს, ხელს უწყობს უცხოური ვალუტის ყველა მხრივ გავრცელებას. ამას ემატება ლარის დევალვაციაც და საბოლოო ჯამში კი მისდამი ნდობა სულ უფრო ეცემა. ხალხიც დანაზოგს უკვე დოლარში აკეთებს.

2015 წლის ბოლოსთვის საქართველოში დოლარიზაციის კოეფიციენტი თითქმის 70%-მდე ავიდა. მიუხედავად იმისა, რომ შარშან ყველა წამყვანმა ბანკმა ლარში სარგებელი რამდენჯერმე გაზარდა, ეროვნულმა ვალუტამ ნდობა მაინც ვერ მოიპოვა. ლარში განთავსებული დეპოზიტების საშუალო განაკვეთი 11,9%-ია, უცხოურ ვალუტაში - 4,4%. მიუხედავად ამისა, დანაზოგი მაინც უცხოურ ვალუტაში კეთდება.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში ანაბრების მოცულობა 2015 წლის 11 თვის მონაცემებით 14,076 მლრდ ლარს შეადგენს. აქედან ეროვნულ ვალუტაში ანაბრებზე განთავსებულია 4,394 მლრდ, ანუ მთლიანი დეპოზიტების დაახლოებით 31%, ხოლო უცხოურ ვალუტაში კი - 9,682 მლრდ, დაახლოებით, 69%.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა ამბობს, რომ 2014 წელს, ვიდრე საქართველოში სავალუტო კრიზისი დაიწყებოდა, დოლარიზაციის მაჩვენებელი იყო 60%. კრიზისის პერიოდში კი ხალხმა საკუთარი დანაზოგი დოლარში შეინახა და დოლარიზაციის მაჩვენებელიც გაიზარდა.

"ყოველ წელს, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ჩამოდის და წერს დასკვნას, იქ მიუთითებს, რომ ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ეკონომიკაში დოლარიზაციის მაჩვენებელი უნდა შეამციროს. იქვე აღნიშნულია, რომ სებ-ი სსფ-ს ამის გაკეთების პირობას აძლევს. ასე გრძელდება უკვე 7 წელია, მაგრამ ეროვნული ბანკი ამას ან ვერ, ან არ აკეთებს.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია