პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მერვედ ვიწყებ ნულიდან ცხოვრებას" - ინგა გრიგოლია ახალი გადაცემით დღეში სამჯერ გამოჩნდება ეთერში
"მერვედ ვიწყებ ნულიდან ცხოვრებას" - ინგა გრიგოლია ახალი გადაცემით დღეში სამჯერ გამოჩნდება ეთერში

შვიდ­ჯერ და­ი­წყო ნუ­ლი­დან, ბევ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ის ეკ­რა­ნი­დან მოგ­ვე­სალ­მა, არა­ერ­თი გა­და­ცე­მის ქუდი, პრო­მო გა­ა­კე­თა ახალ გუნდთან ერ­თად... და არ და­ი­ღა­ლა. დღეს მერ­ვედ იწყებს - ინგა გრი­გო­ლია "პრა­იმ-ტა­იმ­თან" ახა­ლი გა­და­ცე­მი­სა და ძვე­ლი წყე­ნის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს.

უკვე ერთი თვეა ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლის" გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რია, მალე კი ყო­ველ­დღე, დღე­ში სამ­ჯერ შეხ­ვდე­ბა ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელს. "ინგა გრი­გო­ლი­ას დღის ამ­ბე­ბი" სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­სა და სტუმ­რებს გა­აც­ნობს ტე­ლე­ა­უ­დი­ტო­რი­ას. რაც შე­ე­ხე­ბა "იმედს" ტე­ლე­კომ­პა­ნი­ი­დან წა­მოს­ვლას "პან­ღურს" ადა­რებს, თუ რა­ტომ, ამას ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ:

"როცა შენ ასე იხარ­ჯე­ბი შენი სამ­სა­ხუ­რის­თვის და ერთ მშვე­ნი­ერ დღეს გი­ცხა­დე­ბენ, რომ აღარ ხარ სა­ჭი­რო, ამას პან­ღუ­რი ჰქვია, სხვა არა­ფე­რი. მა­ნამ­დე არა­ვის არ­ცერ­თი სი­ტყვით არ უთ­ქვამს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო გა­და­ცე­მის და­ხურ­ვა. უბ­რა­ლოდ, იქ არ გვე­ძი­ნა, თო­რემ მთლი­ა­ნი გუნ­დი "იმედ­ში" ვცხოვ­რობ­დით. არა­ფე­რია გა­მო­რი­ცხუ­ლი, რაც არ უნდა არა­ნორ­მა­ლუ­რი რე­ჟი­მით, თავ­და­უ­ზო­გა­ვად მუ­შა­ობ­დე, შე­იძ­ლე­ბა შენ­მა დამ­ქი­რა­ვე­ბელ­მა ერთ მშვე­ნი­ერ დღეს პან­ღუ­რით გა­მო­გაგ­დოს სამ­სა­ხუ­რი­დან. მერ­ვედ ვი­წყებ ნუ­ლი­დან ცხოვ­რე­ბას და გა­მოც­დი­ლე­ბამ მაჩ­ვე­ნა, რომ რის­კის ქვეშ სხვა ადა­მი­ა­ნებს ვერ და­ვა­ყე­ნებ".

იმა­ზე, თუ რას უკავ­ში­რებს "იმედ­ზე" მისი გა­და­ცე­მე­ბის და­ხურ­ვას და ეს პო­ლი­ტი­კას­თა­ნაა კავ­შირ­ში თუ ბიზ­ნეს­თან, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი პა­სუ­ხობს: "მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ნამ მე ამე­რი­კა­ში ვი­ყა­ვი, დე­ლე­გა­ცია იყო ჩა­სუ­ლი ლონ­დონ­ში პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­თან (სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს არ ვი­ტყვი) და მათ მი­ა­ღე­ბი­ნეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ ადა­მი­ა­ნებს, რომ ეს გა­და­ცე­მე­ბი და­ე­ხუ­რათ. ვთვლი, რომ ძა­ლი­ან ცუ­დად მო­იქ­ცნენ. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ ბიზ­ნეს­გა­რი­გე­ბებ­ზე გა­იც­ვა­ლა ჩემი გა­და­ცე­მა. ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ მაგ ოჯახ­ზე. ძა­ლი­ან ცუ­დად მო­იქ­ცნენ, იცით რა­ტომ? რო­მე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი გა­ბე­დავს დღეს, თუნ­დაც "იმედ­ში", ისე­თი რამ გა­ა­კე­თოს, რაც შე­იძ­ლე­ბა არ მო­ე­წო­ნოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, თუნ­დაც დამ­ფუძ­ნე­ბელს? ვერც ერთი!"

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "პრა­იმ-ტა­ი­მი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"მერვედ ვიწყებ ნულიდან ცხოვრებას" - ინგა გრიგოლია ახალი გადაცემით დღეში სამჯერ გამოჩნდება ეთერში

"მერვედ ვიწყებ ნულიდან ცხოვრებას" - ინგა გრიგოლია ახალი გადაცემით დღეში სამჯერ გამოჩნდება ეთერში

შვიდჯერ დაიწყო ნულიდან, ბევრი ტელევიზიის ეკრანიდან მოგვესალმა, არაერთი გადაცემის ქუდი, პრომო გააკეთა ახალ გუნდთან ერთად... და არ დაიღალა. დღეს მერვედ იწყებს - ინგა გრიგოლია "პრაიმ-ტაიმთან" ახალი გადაცემისა და ძველი წყენის შესახებ საუბრობს.

უკვე ერთი თვეა ტელეწამყვანი ტელეკომპანია "პირველის" გენერალური პროდიუსერია, მალე კი ყოველდღე, დღეში სამჯერ შეხვდება ტელემაყურებელს. "ინგა გრიგოლიას დღის ამბები" საინტერესო თემებსა და სტუმრებს გააცნობს ტელეაუდიტორიას. რაც შეეხება "იმედს" ტელეკომპანიიდან წამოსვლას "პანღურს" ადარებს, თუ რატომ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ:

"როცა შენ ასე იხარჯები შენი სამსახურისთვის და ერთ მშვენიერ დღეს გიცხადებენ, რომ აღარ ხარ საჭირო, ამას პანღური ჰქვია, სხვა არაფერი. მანამდე არავის არცერთი სიტყვით არ უთქვამს, რომ შესაძლებელი იყო გადაცემის დახურვა. უბრალოდ, იქ არ გვეძინა, თორემ მთლიანი გუნდი "იმედში" ვცხოვრობდით. არაფერია გამორიცხული, რაც არ უნდა არანორმალური რეჟიმით, თავდაუზოგავად მუშაობდე, შეიძლება შენმა დამქირავებელმა ერთ მშვენიერ დღეს პანღურით გამოგაგდოს სამსახურიდან. მერვედ ვიწყებ ნულიდან ცხოვრებას და გამოცდილებამ მაჩვენა, რომ რისკის ქვეშ სხვა ადამიანებს ვერ დავაყენებ".

იმაზე, თუ რას უკავშირებს "იმედზე" მისი გადაცემების დახურვას და ეს პოლიტიკასთანაა კავშირში თუ ბიზნესთან, ტელეწამყვანი პასუხობს: "მაქვს ინფორმაცია, რომ სანამ მე ამერიკაში ვიყავი, დელეგაცია იყო ჩასული ლონდონში პატარკაციშვილების ოჯახთან (სახელებსა და გვარებს არ ვიტყვი) და მათ მიაღებინეს გადაწყვეტილება ამ ადამიანებს, რომ ეს გადაცემები დაეხურათ. ვთვლი, რომ ძალიან ცუდად მოიქცნენ. ვფიქრობ, ძალიან სერიოზულ ბიზნესგარიგებებზე გაიცვალა ჩემი გადაცემა. ძალიან გაბრაზებული ვარ მაგ ოჯახზე. ძალიან ცუდად მოიქცნენ, იცით რატომ? რომელი ჟურნალისტი გაბედავს დღეს, თუნდაც "იმედში", ისეთი რამ გააკეთოს, რაც შეიძლება არ მოეწონოს ხელისუფლებას, თუნდაც დამფუძნებელს? ვერც ერთი!"

ნინო მჭედლიშვილი

გაზეთი "პრაიმ-ტაიმი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია