სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაღლითობა, ქრთამი, ნარკოტიკები - საქმეები, რომელთა გამოც ქართველი ბიზნესმენები ციხეში აღმოჩნდნენ
თაღლითობა, ქრთამი, ნარკოტიკები - საქმეები, რომელთა გამოც ქართველი ბიზნესმენები ციხეში აღმოჩნდნენ

გა­და­სა­ხა­დე­ბის და­მალ­ვა, თა­ღი­თო­ბა, ქრთა­მის მი­ცე­მა, ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა, უკა­ნო­ნო სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა - ეს ის ბრალ­დე­ბე­ბია, რომ­ლის გა­მოც სხვა­დას­ხვა დროს ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი გი­სო­სებს მიღ­მა აღ­მოჩ­ნდნენ. AMBEBI.GE-მ ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბულ და­კა­ვე­ბებს გა­და­ხე­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

2011 წელს, ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ამ ბრალ­დე­ბით მან ცი­ხე­ში 2 წელი დაჰ­ყო. მისი და მის ძმის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კუს ტბის ტე­რი­ტო­რია პა­ნა­მა­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ ოფ­შო­რულ კომ­პა­ნი­ა­ზე გა­და­ფორმ­და. ეს გა­რი­გე­ბა 2014 წელს სა­ქა­ლა­ქო სა­სამ­რთლომ უკა­ნო­ნოდ ცნო და ხარ­ძი­ა­ნებს სა­კუთ­რე­ბა და­უბ­რუ­ნა. ხარ­ძი­ა­ნი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ზე­წო­ლა­ში, ნარ­კო­ტი­კე­ბის ჩა­დე­ბა­ში და ქო­ნე­ბის უკა­ნო­ნო ჩა­მორ­თმე­ვა­ში გი­ორ­გი უდე­სი­ანს ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. რო­გორც ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნი ამ­ბობ­და, ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას წინ გი­ორ­გი უდე­სი­ან­თან შეხ­ვედ­რა უძღო­და, რომ­ლის დრო­საც უდე­სი­ან­მა მას კუს ტბის ტე­რი­ტო­რის წილ­ში ჩას­მა მოს­თხო­ვა. უა­რის მი­ღე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში ხარ­ძი­ა­ნი და­ა­პა­ტიმ­რეს. 2015 წლის 28 მარტს, მა­რაბ­დის ქუ­ჩა­ზე სა­კუ­თარ სახ­ლთან ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნი მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. მოკ­ლუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის ად­ვო­კა­ტის თქმით, დად­გე­ნი­ლია მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა, თუმ­ცა ის ჯერ­ჯე­რო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის.

2010 წლის, 12 ივ­ნისს ქრთა­მის მი­ცე­მის ბრალ­დე­ბით "მათე მო­ტორ­სის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გელა ბარ­კა­ლა­ია და­ა­კა­ვეს. ბარ­კა­ლა­ის და­კა­ვე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, ბიზ­ნეს­მე­ნი იმ პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ ადა­მი­ან­თა რი­ცხვში იყო, რო­მელ­საც ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბის­თვის ყვე­ლა გზა ხსნი­ლი ჰქონ­და. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, "მათე მო­ტორ­სის" წინ ბარ­კა­ლა­ი­ამ ყვა­ვი­ლე­ბით ხუ­თი­ა­ნი შე­მო­ხა­ზა. ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვის მი­ზე­ზად ბა­რა­კა­ლია, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, შალ­ვა ჯა­ნაშ­ვი­ლის ტყუ­ილს ასა­ხე­ლებს. მისი თქმით, სწო­რედ მან მი­ა­წო­და ვანო მე­რა­ბიშ­ვილს არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, თით­ქოს "მათე მო­ტორ­სმა" ნახ­მა­რი ზე­თე­ბი ჩა­ას­ხა პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნა­ში. ჯა­ნაშ­ვი­ლის "ტყუ­ი­ლი" ბარ­კა­ლი­ას სა­ერ­თო ჯამ­ში 10 მი­ლი­ო­ნი ლარი და­უჯ­და. ცი­ხი­დან ის საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბით გა­მო­უშ­ვეს.

2010 წლის 19 მა­ი­სი. ხმა­უ­რი მოჰ­ყვა "ენერ­ჯი ინ­ვეს­ტის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი­სა და პრე­ზი­დენ­ტის გენო მა­ლა­ზო­ნი­ას და­კა­ვე­ბას. და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზად ფი­ნან­სუ­რი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბი, უკა­ნო­ნო სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და გა­და­სა­ხა­დე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბა და­სა­ხელ­და. ბრალ­დე­ბის მტკი­ცე­ბით, სა­ბუ­ღალ­ტრო აღ­რი­ცხვა მა­ლა­ზო­ნი­ამ 2006 წლი­დან ლი­ცენ­ზი­რე­ბის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვით და­ი­წყო, შე­სა­ბა­მი­სად, 2006 წლი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი - 165 828 582 ლარი უკა­ნო­ნოა. პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლის, გი­ორ­გი კო­დუ­ას და და­ვით კირ­კი­ტა­ძის ახლო მე­გობ­რის და­კა­ვე­ბა ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა. საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მა­ლა­ზო­ნია რამ­დე­ნი­მე თვე­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ქრთა­მის მი­ცე­მი­სა და სა­ბუ­თე­ბის გა­ყალ­ბე­ბის ბრალ­დე­ბით იმა­ვე წელს ბიზ­ნეს­მე­ნი თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი, მისი მე­გო­ბა­რი თემო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის რძა­ლი სა­ლო­მე ივა­ნიშ­ვი­ლი და რძლის მამა ზუ­რაბ ივა­ნიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბრალ­დე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა 2003 წელს სცა­დეს ფსი­ქი­ატ­რე­ბის მოს­ყიდ­ვა, რათა მათ თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის პა­ტი­მა­რი შვი­ლის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბა და­ემ­ზა­დე­ბი­ნათ. ცნო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის შვი­ლი ცი­ხეს და­ტო­ვებ­და. თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვილ­მა პა­ტიმ­რო­ბა­ში 5 თვე გა­ა­ტა­რა. ცი­ხი­დან 6 მი­ლი­ო­ნის გა­დახ­დის სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლდა. და­პა­ტიმ­რე­ბას რამ­დე­ნი­მე თვით ადრე, ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის კომ­პა­ნია "ელი­ზი" ფი­ნან­სურ­მა პო­ლი­ცი­ამ 1 300 000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა. ბი­ზეს­მე­ნი სა­კუ­თარ თავს პო­ლიტ­პა­ტიმ­რად მი­იჩ­ნევ­და.

დამ­ნა­შა­ვე თაღ­ლი­თო­ბა­ში - ასე­თი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა 2011 წლის აპ­რილ­ში სა­სა­მარ­თლომ ან­ზორ ქო­ქო­ლა­ძეს. "ელიტ-ელიქტრო­ნიქ­სის" მე­პატ­რო­ნეს 7 წლი­თა და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. 2008 წელს "თი­ბი­სი ბან­კმა" "ელიტ-ელიქტრო­ნიქ­სი" 80 მი­ლი­ონ ლა­რად შე­ა­ფა­სა. 2010 წელს კი ბან­კმა კომ­პა­ნია 116 ათას ლა­რად შე­ი­ძი­ნა. ან­ზორ ქო­ქო­ლა­ძე 2012 წელს პატ­რი­არ­ქის თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა შე­ი­წყა­ლა.

ეკა მე­ლი­ქი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

თაღლითობა, ქრთამი, ნარკოტიკები - საქმეები, რომელთა გამოც ქართველი ბიზნესმენები ციხეში აღმოჩნდნენ

თაღლითობა, ქრთამი, ნარკოტიკები - საქმეები, რომელთა გამოც ქართველი ბიზნესმენები ციხეში აღმოჩნდნენ

გადასახადების დამალვა, თაღითობა, ქრთამის მიცემა, ნარკოტიკების შეძენა-შენახვა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა - ეს ის ბრალდებებია, რომლის გამოც სხვადასხვა დროს ქართველი ბიზნესმენები გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ. AMBEBI.GE-მ ყველაზე გახმაურებულ დაკავებებს გადახედა.

იხილეთ ვიდეო

2011 წელს, ბესიკ ხარძიანი დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ამ ბრალდებით მან ციხეში 2 წელი დაჰყო. მისი და მის ძმის საკუთრებაში არსებული კუს ტბის ტერიტორია პანამაში რეგისტრირებულ ოფშორულ კომპანიაზე გადაფორმდა. ეს გარიგება 2014 წელს საქალაქო სასამრთლომ უკანონოდ ცნო და ხარძიანებს საკუთრება დაუბრუნა. ხარძიანი და მისი ოჯახის წევრები ზეწოლაში, ნარკოტიკების ჩადებაში და ქონების უკანონო ჩამორთმევაში გიორგი უდესიანს ადანაშაულებდნენ. როგორც ბესიკ ხარძიანი ამბობდა, ქონების ჩამორთმევას წინ გიორგი უდესიანთან შეხვედრა უძღოდა, რომლის დროსაც უდესიანმა მას კუს ტბის ტერიტორის წილში ჩასმა მოსთხოვა. უარის მიღებიდან რამდენიმე დღეში ხარძიანი დააპატიმრეს. 2015 წლის 28 მარტს, მარაბდის ქუჩაზე საკუთარ სახლთან ბესიკ ხარძიანი მოკლული იპოვეს. მოკლული ბიზნესმენის ადვოკატის თქმით, დადგენილია მკვლელის ვინაობა, თუმცა ის ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

2010 წლის, 12 ივნისს ქრთამის მიცემის ბრალდებით "მათე მოტორსის" დამფუძნებელი გელა ბარკალაია დააკავეს. ბარკალაის დაკავება მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს, ბიზნესმენი იმ პრივილეგირებულ ადამიანთა რიცხვში იყო, რომელსაც ბიზნესის წარმოებისთვის ყველა გზა ხსნილი ჰქონდა. წინასაარჩევნოდ, "მათე მოტორსის" წინ ბარკალაიამ ყვავილებით ხუთიანი შემოხაზა. ურთიერთობის დაძაბვის მიზეზად ბარაკალია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ჯანაშვილის ტყუილს ასახელებს. მისი თქმით, სწორედ მან მიაწოდა ვანო მერაბიშვილს არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს "მათე მოტორსმა" ნახმარი ზეთები ჩაასხა პოლიციის მანქანაში. ჯანაშვილის "ტყუილი" ბარკალიას საერთო ჯამში 10 მილიონი ლარი დაუჯდა. ციხიდან ის საპროცესო შეთანხმებით გამოუშვეს.

2010 წლის 19 მაისი. ხმაური მოჰყვა "ენერჯი ინვესტის" გენერალური დირექტორისა და პრეზიდენტის გენო მალაზონიას დაკავებას. დაკავების მიზეზად ფინანსური მაქინაციები, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება და გადასახადებისთვის თავის არიდება დასახელდა. ბრალდების მტკიცებით, საბუღალტრო აღრიცხვა მალაზონიამ 2006 წლიდან ლიცენზირების პირობების დარღვევით დაიწყო, შესაბამისად, 2006 წლიდან მიღებული შემოსავალი - 165 828 582 ლარი უკანონოა. პეტრე ცისკარიშვილის, გიორგი კოდუას და დავით კირკიტაძის ახლო მეგობრის დაკავება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მალაზონია რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს.

ქრთამის მიცემისა და საბუთების გაყალბების ბრალდებით იმავე წელს ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი, მისი მეგობარი თემო მაჭავარიანი, ელიზბარაშვილის რძალი სალომე ივანიშვილი და რძლის მამა ზურაბ ივანიშვილი დააკავეს. ოფიციალური ბრალდებით, დაკავებულებმა 2003 წელს სცადეს ფსიქიატრების მოსყიდვა, რათა მათ თამაზ ელიზბარაშვილის პატიმარი შვილისთვის სპეციალური ცნობა დაემზადებინათ. ცნობის საფუძველზე ელიზბარაშვილის შვილი ციხეს დატოვებდა. თამაზ ელიზბარაშვილმა პატიმრობაში 5 თვე გაატარა. ციხიდან 6 მილიონის გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლდა. დაპატიმრებას რამდენიმე თვით ადრე, ელიზბარაშვილის კომპანია "ელიზი" ფინანსურმა პოლიციამ 1 300 000 ლარით დააჯარიმა. ბიზესმენი საკუთარ თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევდა.

დამნაშავე თაღლითობაში - ასეთი განაჩენი გამოუტანა 2011 წლის აპრილში სასამართლომ ანზორ ქოქოლაძეს. "ელიტ-ელიქტრონიქსის" მეპატრონეს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2008 წელს "თიბისი ბანკმა" "ელიტ-ელიქტრონიქსი" 80 მილიონ ლარად შეაფასა. 2010 წელს კი ბანკმა კომპანია 116 ათას ლარად შეიძინა. ანზორ ქოქოლაძე 2012 წელს პატრიარქის თხოვნის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.

ეკა მელიქიძე

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ