პოლიტიკა
საზოგადოება

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება მოკლული გოჩა მაღალდაძის მეგობარი, რომლის მკვლელობაშიც ბიძინა კუჭავას ადანაშაულებენ
რას ყვება მოკლული გოჩა მაღალდაძის მეგობარი, რომლის მკვლელობაშიც ბიძინა კუჭავას ადანაშაულებენ

2007 წელს მოკ­ლუ­ლი გოჩა მა­ღალ­და­ძის მე­გო­ბარს, სა­მო­რი­ნე "ბე­რი­კო­ნის" ყო­ფილ მფლო­ბელ ვაჟა ნუ­ცუ­ბი­ძეს არ მი­აჩ­ნია სარ­წმუ­ნო ვერ­სი­ად, რომ მა­ღალ­და­ძის მკვლე­ლო­ბის უკან "სა­ქარ­თვე­ლოს ხმის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვა დგას.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" ვაჟა ნუ­ცუ­ბი­ძეს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­უ­კავ­შირ­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, კუ­ჭა­ვას გვა­რი გარ­და პრო­კუ­რორ პა­ა­ტა ქი­რი­ა­სი, 2007 წელს მოკ­ლუ­ლი გოჩა მა­ღალ­და­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­შიც ფი­გუ­რი­რებს.

რო­გორც სა­მო­რი­ნე "ბე­რი­კო­ნის" ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლი აღ­ნიშ­ნავს, ვერ ხე­დავს სა­ფუძ­ველს, რის გა­მოც ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვა, რო­მე­ლიც პრო­კუ­რო­რის მკვლლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი და რო­მელ­მაც სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა, შე­საძ­ლოა მა­ღალ­და­ძის მკვლე­ლო­ბის უკან იდ­გეს.

ამას­თან, ვაჟა ნუ­ცუ­ბი­ძე აცხა­დებს, რომ იგი იც­ნობ­და ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას, რო­მელ­საც კა­ზი­ნო­ში თა­მა­ში უყ­ვარ­და. მი­სი­ვე თქმით, კუ­ჭა­ვას აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვა­ლე­ბი ჰქონ­და.

ვაჟა ნუ­ცუ­ბი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კუ­ჭა­ვას მა­ღალ­და­ძის და­ახ­ლო­ე­ბით 50 ათა­სი დო­ლა­რი მარ­თებ­და. გარ­და ამი­სა, მისი გან­მარ­ტე­ბით, ბიზ­ნეს­მე­ნის მკვლე­ლო­ბამ­დე კუ­ჭა­ვა იმა­ლე­ბო­და.

"ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვა ძა­ლი­ან აზარ­ტუ­ლი მო­თა­მა­შე იყო. და­დი­ო­და ხში­რად ჩემს კა­ზი­ნო­ში, ხან გოჩა მა­ღალ­თა­ძის კა­ზი­ნო­ში, მაგ­რამ მას­თან პი­როვ­ნუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნია. მა­გას ეძახ­დნენ წვე­რას. ვი­ცო­დი, რომ გო­ჩას ვალი ჰქონ­და, გარ­და ამი­სა ბევ­რი ვალი ჰქონ­და. რაც შე­ე­ხე­ბა გო­ჩას მკვლე­ლო­ბას, ის დიდი ალ­ბა­თო­ბით კუ­ჭა­ვას არ მო­უკ­ლავს", - გა­ნა­ცხა­და ვაჟა ნუ­ცუ­ბი­ძემ.

2007 წელს მოკ­ლუ­ლი გოჩა მა­ღალ­და­ძის ოჯა­ხი და მე­გო­ბა­რი მა­მუ­კა გუ­გე­შაშ­ვი­ლი საქ­მე­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ხმის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე ალა­პა­რაკ­დნენ.

"სა­მო­რი­ნეს მფლო­ბე­ლებ­ში, ერ­თმა­ნეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი იყო დიდი ფუ­ლის თხო­ვე­ბა. უმე­ტე­სო­ბა ერ­თმა­ნე­თის სა­მო­რი­ნე­ებ­ში თა­მა­შობ­და კი­დეც. იმ პე­რი­ოდ­ში, და­ნამ­დვი­ლე­ბით ვიცი, რომ ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი მო­უ­გო კუ­ჭა­ვამ სა­მო­რი­ნეს, რო­მე­ლიც მა­ღალ­და­ძის მფლო­ბე­ლო­ბა­ში იყო და შემ­დგომ და­ი­წყო თა­მა­ში სხვა­დას­ხვა სა­მო­რი­ნე­ებ­ში, სა­დაც დიდი თან­ხე­ბი წა­ა­გო. ბო­ლოს, გო­ჩას­გან ვიცი, რომ კუ­ჭა­ვას 100 000-ის ფარ­გლებ­ში ჰქონ­და მისი ვალი. მან მა­ღალ­და­ძეს სთხო­ვა თან­ხა, რათა წა­სუ­ლი­ყო და ეთა­მა­შა. გოჩა სა­ნამ ცო­ცხა­ლი იყო, ამ­ბობ­და, რომ კუ­ჭა­ვას მისი ვალი ჰქონ­და. მე ბოლო სამი თვე, არ ვი­ყა­ვი აქ და ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს ვაჟა ნუ­ცუ­ბი­ძე, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში სა­მო­რი­ნე "ბე­რი­კონს" ფლობ­და. ყვე­ლა­ზე დიდი ეჭვი მქონ­და ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვა­ზე. თვი­თონ თუ არა, მა­გის დაკ­ვე­თით მოკ­ლა ვი­ღა­ცამ. ამას ზუს­ტად ვერ ვამ­ბობ­დი, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ასე ვფიქ­რობ­დი. გა­უგ­ნე­ბუ­ლი ვარ გუ­შინ­დე­ლის შემ­დეგ", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა გუ­გე­შაშ­ვილ­მა და გან­მარ­ტა, რომ ასე­თი­ვეა მოკ­ლუ­ლი მა­ღალ­და­ძის ოჯა­ხის პო­ზი­ცია.

გოჩა მა­ღალ­და­ძე 2007 წლის 9 მა­ისს, გამ­თე­ნი­ი­სას. თბი­ლის­ში, მცხე­თის ქუ­ჩა­ზე ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში მოკ­ლეს. მას სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სი ჰქონ­და, მათ შო­რის სა­მო­რი­ნე "ფორ­ტუ­ნა".

იხი­ლეთ ასე­ვე: "სა­ნამ ცო­ცხა­ლი იყო, ამ­ბობ­და ჩემი ვალი აქ­ვსო" - 2007 წელს თბი­ლის­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში კუ­ჭა­ვას ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე ღიად სა­უბ­რო­ბენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

რას ყვება მოკლული გოჩა მაღალდაძის მეგობარი, რომლის მკვლელობაშიც ბიძინა კუჭავას ადანაშაულებენ

რას ყვება მოკლული გოჩა მაღალდაძის მეგობარი, რომლის მკვლელობაშიც ბიძინა კუჭავას ადანაშაულებენ

2007 წელს მოკლული გოჩა მაღალდაძის მეგობარს, სამორინე "ბერიკონის" ყოფილ მფლობელ ვაჟა ნუცუბიძეს არ მიაჩნია სარწმუნო ვერსიად, რომ მაღალდაძის მკვლელობის უკან "საქართველოს ხმის" დამფუძნებელი ბიძინა კუჭავა დგას.

"ინტერპრესნიუსი" ვაჟა ნუცუბიძეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაუკავშირდა, რომლის მიხედვითაც, კუჭავას გვარი გარდა პროკურორ პაატა ქირიასი, 2007 წელს მოკლული გოჩა მაღალდაძის მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებს.

როგორც სამორინე "ბერიკონის" ყოფილი მფლობელი აღნიშნავს, ვერ ხედავს საფუძველს, რის გამოც ბიძინა კუჭავა, რომელიც პროკურორის მკვლლელობაშია ბრალდებული და რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, შესაძლოა მაღალდაძის მკვლელობის უკან იდგეს.

ამასთან, ვაჟა ნუცუბიძე აცხადებს, რომ იგი იცნობდა ბიძინა კუჭავას, რომელსაც კაზინოში თამაში უყვარდა. მისივე თქმით, კუჭავას აღნიშნულიდან გამომდინარე, ვალები ჰქონდა.

ვაჟა ნუცუბიძის ინფორმაციით, კუჭავას მაღალდაძის დაახლოებით 50 ათასი დოლარი მართებდა. გარდა ამისა, მისი განმარტებით, ბიზნესმენის მკვლელობამდე კუჭავა იმალებოდა.

"ბიძინა კუჭავა ძალიან აზარტული მოთამაშე იყო. დადიოდა ხშირად ჩემს კაზინოში, ხან გოჩა მაღალთაძის კაზინოში, მაგრამ მასთან პიროვნული ურთიერთობა არ მქონია. მაგას ეძახდნენ წვერას. ვიცოდი, რომ გოჩას ვალი ჰქონდა, გარდა ამისა ბევრი ვალი ჰქონდა. რაც შეეხება გოჩას მკვლელობას, ის დიდი ალბათობით კუჭავას არ მოუკლავს", - განაცხადა ვაჟა ნუცუბიძემ.

2007 წელს მოკლული გოჩა მაღალდაძის ოჯახი და მეგობარი მამუკა გუგეშაშვილი საქმეში "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას ბრალეულობაზე ალაპარაკდნენ.

"სამორინეს მფლობელებში, ერთმანეთში მიღებული იყო დიდი ფულის თხოვება. უმეტესობა ერთმანეთის სამორინეებში თამაშობდა კიდეც. იმ პერიოდში, დანამდვილებით ვიცი, რომ ნახევარი მილიონი მოუგო კუჭავამ სამორინეს, რომელიც მაღალდაძის მფლობელობაში იყო და შემდგომ დაიწყო თამაში სხვადასხვა სამორინეებში, სადაც დიდი თანხები წააგო. ბოლოს, გოჩასგან ვიცი, რომ კუჭავას 100 000-ის ფარგლებში ჰქონდა მისი ვალი. მან მაღალდაძეს სთხოვა თანხა, რათა წასულიყო და ეთამაშა. გოჩა სანამ ცოცხალი იყო, ამბობდა, რომ კუჭავას მისი ვალი ჰქონდა. მე ბოლო სამი თვე, არ ვიყავი აქ და ყველა ინფორმაციას ფლობს ვაჟა ნუცუბიძე, რომელიც იმ პერიოდში სამორინე "ბერიკონს" ფლობდა. ყველაზე დიდი ეჭვი მქონდა ბიძინა კუჭავაზე. თვითონ თუ არა, მაგის დაკვეთით მოკლა ვიღაცამ. ამას ზუსტად ვერ ვამბობდი, მაგრამ ყოველთვის ასე ვფიქრობდი. გაუგნებული ვარ გუშინდელის შემდეგ", - განაცხადა მამუკა გუგეშაშვილმა და განმარტა, რომ ასეთივეა მოკლული მაღალდაძის ოჯახის პოზიცია.

გოჩა მაღალდაძე 2007 წლის 9 მაისს, გამთენიისას. თბილისში, მცხეთის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში მოკლეს. მას საქართველოში ბიზნესი ჰქონდა, მათ შორის სამორინე "ფორტუნა".

იხილეთ ასევე: "სანამ ცოცხალი იყო, ამბობდა ჩემი ვალი აქვსო" - 2007 წელს თბილისში მომხდარ მკვლელობაში კუჭავას ბრალეულობაზე ღიად საუბრობენ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"