სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩილ თალაკვაძე - სავარაუდოდ გვამი ჩამოკიდა, სისხლისგან დაცალა და შეუდგა მის დანაწევრებას
არჩილ თალაკვაძე - სავარაუდოდ გვამი ჩამოკიდა, სისხლისგან დაცალა და შეუდგა მის დანაწევრებას

პრაქ­ტი­კუ­ლად უკვე დად­გე­ნი­ლია, რომ ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვა არის პრო­კუ­რორ ვახ­ტანგ ქი­რი­ას მკვლე­ლი, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ას" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

"მე შე­მიძ­ლია დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მო­გა­წო­დოთ ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­შიც სა­მა­გა­ლი­თო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აჩ­ვე­ნა, პო­ლი­ცი­ამ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ და შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა. გა­მო­ძი­ე­ბით პრაქ­ტი­კუ­ლად უკვე დად­გე­ნი­ლია, რომ ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვა არის პრო­კუ­რორ ვახ­ტანგ ქი­რი­ას მკვლე­ლი.

არ­სე­ბობს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­პო­ვე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მიერ", - აღ­ნიშ­ნა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ. მი­სი­ვე თქმით, გა­მო­ძი­ე­ბამ უკვე და­ად­გი­ნა, რომ ვახ­ტანგ ქი­რი­ას ბოლო კონ­ტაქ­ტი თა­ვის ოჯახ­თან ჰქონ­და 13 იან­ვარს, სა­ღა­მოს, ხოლო მისი მკვლე­ლო­ბა მკვლელ­მა კუ­ჭა­ვამ ძვე­ლით ახა­ლი წლის პე­რი­ოდ­ში არ­სე­ბულ ხმა­ურს და­ამ­თხვია და გას­რო­ლე­ბიც სწო­რედ ამ სა­ა­თებ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. "სა­ვა­რა­უ­დოდ გას­რო­ლე­ბი სწო­რედ ამ დროს არის მომ­ხდა­რი. სა­ვა­რა­უ­დოდ გვა­მი ჩა­მო­კი­და, სის­ხლის­გან და­ცა­ლა და შე­უდ­გა მის და­ნა­წევ­რე­ბას. რა დრო­საც მან ელექტრო­საჭ­რე­ლით და­ი­ზი­ა­ნა ფეხი და გა­ნუ­ვი­თარ­და ძლი­ე­რი სის­ხლდე­ნა. სწო­რედ ამი­ტომ აქვს მას ფეხ­ზე და­ზი­ა­ნე­ბა.

ამ ყვე­ლა­ფერს კი­დევ ადას­ტუ­რებს ისიც, რომ ბი­ნი­დან გამ­ქრა­ლია გარ­დაც­ვლი­ლი პრო­კუ­რო­რის შარ­ვა­ლი და ფეხ­საც­მე­ლე­ბი და არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით სწო­რედ ამ ფეს­ხაც­მლით და შარ­ვლით და­ტო­ვა მკვლელ­მა ბინა. როცა მან­ქა­ნა­ში თვით­მკვლე­ლო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, ვნა­ხეთ, რომ მას ფეხი ჰქონ­და შეხ­ვე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სახ­ვე­ვით და ცე­ლოფ­ნით და ასე ეცვა ფეხ­საც­მე­ლი. ასე­ვე უნდა გი­თხრათ, რომ კუ­ჭა­ვას სახ­ლი­დან ყვე­ლა მისი ტან­საც­მე­ლი გა­და­ტა­ნი­ლია ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში. ცნო­ბი­ლია ასე­ვე, რომ კუ­ჭა­ვა და­უ­კავ­შირ­და სა­ზღვარ­გა­რეთ უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ პირს, რო­მელ­საც ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა. სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და ზარი ბა­ტონ პო­პოვ­თან და მის მე­უღ­ლეს­თან და მათ სთხო­ვეს, რომ დახ­მა­რე­ბოდ­ნენ კუ­ჭა­ვას ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა­ში. სწო­რედ ამ ორ ადა­მი­ან­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და მკვლე­ლი კუ­ჭა­ვა იუს­ტი­ცი­ის სახ­ლთან, როცა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა გას­რო­ლა სა­კუ­თა­რი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ია­რა­ღით. ის აპი­რებ­და ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას.

ეს ყვე­ლა­ფე­რი დას­ტურ­დე­ბა პო­პო­ვის და მისი მე­უღ­ლის ჩვე­ნე­ბე­ბით და საქ­მე­ში არის კი­დევ დე­ტა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ვერ მოვ­ყვე­ბი", - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ და დას­ძი­ნა, რომ ამ ყვე­ლაფ­რით დას­ტურ­დე­ბა, რომ ქი­რია მისი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო არ მო­უკ­ლავთ.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

არჩილ თალაკვაძე - სავარაუდოდ გვამი ჩამოკიდა, სისხლისგან დაცალა და შეუდგა მის დანაწევრებას

არჩილ თალაკვაძე - სავარაუდოდ გვამი ჩამოკიდა, სისხლისგან დაცალა და შეუდგა მის დანაწევრებას

პრაქტიკულად უკვე დადგენილია, რომ ბიძინა კუჭავა არის პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში განაცხადა.

"მე შემიძლია დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც სამაგალითო თანამშრომლობა აჩვენა, პოლიციამ, პროკურატურამ და შესაბამისმა სამსახურებმა. გამოძიებით პრაქტიკულად უკვე დადგენილია, რომ ბიძინა კუჭავა არის პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელი.

არსებობს ძალიან სერიოზული გარემოებები და მტკიცებულებები მოპოვებული გამოძიების მიერ", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ ვახტანგ ქირიას ბოლო კონტაქტი თავის ოჯახთან ჰქონდა 13 იანვარს, საღამოს, ხოლო მისი მკვლელობა მკვლელმა კუჭავამ ძველით ახალი წლის პერიოდში არსებულ ხმაურს დაამთხვია და გასროლებიც სწორედ ამ საათებში განახორციელა. "სავარაუდოდ გასროლები სწორედ ამ დროს არის მომხდარი. სავარაუდოდ გვამი ჩამოკიდა, სისხლისგან დაცალა და შეუდგა მის დანაწევრებას. რა დროსაც მან ელექტროსაჭრელით დაიზიანა ფეხი და განუვითარდა ძლიერი სისხლდენა. სწორედ ამიტომ აქვს მას ფეხზე დაზიანება.

ამ ყველაფერს კიდევ ადასტურებს ისიც, რომ ბინიდან გამქრალია გარდაცვლილი პროკურორის შარვალი და ფეხსაცმელები და არსებობს ვარაუდი, რომ მაღალი ალბათობით სწორედ ამ ფესხაცმლით და შარვლით დატოვა მკვლელმა ბინა. როცა მანქანაში თვითმკვლელობა განახორციელა, ვნახეთ, რომ მას ფეხი ჰქონდა შეხვეული სპეციალური სახვევით და ცელოფნით და ასე ეცვა ფეხსაცმელი. ასევე უნდა გითხრათ, რომ კუჭავას სახლიდან ყველა მისი ტანსაცმელი გადატანილია ექსპერტიზის ბიუროში. ცნობილია ასევე, რომ კუჭავა დაუკავშირდა საზღვარგარეთ უკვე იდენტიფიცირებულ პირს, რომელსაც ქვეყნის დატოვების თხოვნით მიმართა. საზღვარგარეთიდან განხორციელდა ზარი ბატონ პოპოვთან და მის მეუღლესთან და მათ სთხოვეს, რომ დახმარებოდნენ კუჭავას ქვეყნის დატოვებაში. სწორედ ამ ორ ადამიანთან ერთად იმყოფებოდა მკვლელი კუჭავა იუსტიციის სახლთან, როცა განახორციელა გასროლა საკუთარი რეგისტრირებული იარაღით. ის აპირებდა ქვეყნის დატოვებას.

ეს ყველაფერი დასტურდება პოპოვის და მისი მეუღლის ჩვენებებით და საქმეში არის კიდევ დეტალები, რომლებსაც ვერ მოვყვები", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და დასძინა, რომ ამ ყველაფრით დასტურდება, რომ ქირია მისი საქმიანობის გამო არ მოუკლავთ.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ