პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხმა გაიგონა მეზობელმა ბინიდან, რომელშიც მოკლული პროკურორის ცხედარი იპოვეს
რა ხმა გაიგონა მეზობელმა ბინიდან, რომელშიც მოკლული პროკურორის ცხედარი იპოვეს

PALITRANEWS-მა ექ­სკლუ­ზი­უ­რად გა­და­ი­ღო იმ ბი­ნის კად­რე­ბი, სა­დაც სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რის ცხე­და­რი იპო­ვეს. ვახ­ტანგ ქი­რი­ას ცხე­და­რი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 16 იან­ვარს, ვაჟა ფშა­ვე­ლას მე-7 კვარ­ტალ­ში მდე­ბა­რე 24-ე კორ­პუს­ში იპო­ვეს.

იხი­ლეთ ვი­დეო

რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ბინა პირ­ველ სარ­თულ­ზე ხში­რად ქი­რავ­დე­ბო­და, ასე რომ იქ მო­ბი­ნად­რე­ებს არ იც­ნობ­დნენ. არც იმის შე­სა­ხებ ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია, ბო­ლოს გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი იყო თუ არა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი. ერთ-ერთი ქალ­ბა­ტო­ნის თქმით, რო­მე­ლიც ბი­ნის მე­ზობ­ლად ცხოვ­რობს, ყვე­ბა რომ ღა­მის 2-3 სა­ათ­ზე სახ­ლი­დან ხმე­ბი მო­ეს­მა: "ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი იყო წყლის ხმა და მერე ჩა­კე­ტეს. იქამ­დე არა­ვი­თა­რი ხმა არ გა­მი­გია. ბა­ნა­ობსმეთ­ქი ვი­ფიქ­რე, ეტყო­ბა სახ­ლში ვი­ღაც იყო. ამის შემ­დეგ მო­ვი­და პო­ლი­ცია".

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლულ პრო­კუ­რორს სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და ბას­რი საგ­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, ხოლო თა­ვის არე­ში - ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი. შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ შემ­თხვე­ვის ად­გილს ემ­ჩნე­ო­და და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მცდე­ლო­ბის კვა­ლიც. კერ­ძოდ: "სის­ხლის კვა­ლის მო­სას­პო­ბად აბა­ზა­ნა­ში და­მაგ­რე­ბუ­ლი იყო მა­სის ასა­წე­ვად სა­ჭი­რო ე.წ. ტალი, ხოლო ვახ­ტანგ ქი­რი­ას სხე­ულს ემ­ჩნე­ო­და მისი და­ნა­წევ­რე­ბის სა­წყი­სი ეტა­პი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კვა­ლი. იქვე იყო ე.წ. "ბალ­გარ­კა", რო­მელ­საც ასე­ვე ემ­ჩნე­ო­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ადა­მი­ა­ნის სის­ხლის კვა­ლი და დიდი საგ­ნე­ბის გა­და­სა­ტა­ნად სა­ჭი­რო გორ­გო­ლა­ჭე­ბი­ა­ნი ჩან­თა".

ბინა, რომ­ლის მე­პატ­რო­ნეც მალ­ხაზ გ.-ა, ხში­რად ქი­რავ­დე­ბო­და და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვამ ის შემ­თხვე­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე იქი­რა­ვა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­სა­დე­ნად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ნივ­თე­ბიც რამ­დე­ნი­მე დღით ადრე შე­ი­ძი­ნა ე.წ. ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: პირ­ვე­ლი კად­რე­ბი ბი­ნი­დან, სა­დაც პრო­კუ­რორ ვახ­ტანგ ქი­რი­ას ცხე­და­რი იპო­ვეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა ხმა გაიგონა მეზობელმა ბინიდან, რომელშიც მოკლული პროკურორის ცხედარი იპოვეს

რა ხმა გაიგონა მეზობელმა ბინიდან, რომელშიც მოკლული პროკურორის ცხედარი იპოვეს

PALITRANEWS-მა ექსკლუზიურად გადაიღო იმ ბინის კადრები, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის ცხედარი იპოვეს. ვახტანგ ქირიას ცხედარი სამართალდამცველებმა 16 იანვარს, ვაჟა ფშაველას მე-7 კვარტალში მდებარე 24-ე კორპუსში იპოვეს.

იხილეთ ვიდეო

როგორც მეზობლები ამბობენ, ბინა პირველ სართულზე ხშირად ქირავდებოდა, ასე რომ იქ მობინადრეებს არ იცნობდნენ. არც იმის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია, ბოლოს გაქირავებული იყო თუ არა საცხოვრებელი. ერთ-ერთი ქალბატონის თქმით, რომელიც ბინის მეზობლად ცხოვრობს, ყვება რომ ღამის 2-3 საათზე სახლიდან ხმები მოესმა: "ნახევარი საათი იყო წყლის ხმა და მერე ჩაკეტეს. იქამდე არავითარი ხმა არ გამიგია. ბანაობსმეთქი ვიფიქრე, ეტყობა სახლში ვიღაც იყო. ამის შემდეგ მოვიდა პოლიცია".

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოკლულ პროკურორს სხეულზე დაზიანებები და ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა, ხოლო თავის არეში - ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები. შსს-ს განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ შემთხვევის ადგილს ემჩნეოდა დანაშაულის დაფარვის მცდელობის კვალიც. კერძოდ: "სისხლის კვალის მოსასპობად აბაზანაში დამაგრებული იყო მასის ასაწევად საჭირო ე.წ. ტალი, ხოლო ვახტანგ ქირიას სხეულს ემჩნეოდა მისი დანაწევრების საწყისი ეტაპისათვის დამახასიათებელი კვალი. იქვე იყო ე.წ. "ბალგარკა", რომელსაც ასევე ემჩნეოდა, სავარაუდოდ, ადამიანის სისხლის კვალი და დიდი საგნების გადასატანად საჭირო გორგოლაჭებიანი ჩანთა".

ბინა, რომლის მეპატრონეც მალხაზ გ.-ა, ხშირად ქირავდებოდა და მკვლელობაში ბრალდებულმა ბიძინა კუჭავამ ის შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე იქირავა. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთებიც რამდენიმე დღით ადრე შეიძინა ე.წ. ელიავას ბაზრობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ: პირველი კადრები ბინიდან, სადაც პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი იპოვეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ