თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე 2014 წელს დაწერილ პოსტს იხსენებს, რომელიც პრეზიდენტის ქალიშვილს, ანა მარგველაშვილს უკავშირდებოდა და ჟურნალისტებს, რომლებიც ბოლო დღეებია მინისტრს მაშინ ნათქვამი სიტყვების გამო აკრიტიკებენ, კრიტიკულადვე პასუხობს:
"არ გასცე პასუხიო, თმენის ვალდებულებაო, მაგათ თავი არ გაუყადროო, მაგრამ მე ხომ მაინც ისე ვაკეთებ როგორც სწორი მგონია, ხოდა მათ კი არ ვცემ პასუხს, იმ ადამიანების პატივისცემის ნიშნად ვწერ ამ პოსტს, ვინც ამათ ბოდვებს კითხულობს და გულწრფელად წუხს ისეთი რეგვენი თავდაცვის მინისტრი რომ ყავს, რომელიც, თურმე, საკუთარ სამშობლოს საქაჯეთს ეძახის.
1. პირველ რიგში დღესაც, სამი წლის შემდეგ, ვადასტურებ, რომ იმ პოსტის ადრესატები, ყველაზე მსუბუქი შეფასებით ქაჯები არიან
2. თუმცა აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ქაჯები კი არა, ჩვეულებრივი უწიგნირები არიან, პირველი კლასიდან იწყებენ წაკითხულის შინაარსის მოთხოვნას ჩვენს სკოლებში
3. ეხლა ჩემი გულშემატკივრებისა და გულწრფელად შეწუხებულებისათვის
2014 წლის აგვისტოს ჩემი პოსტი გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილის ზღვის ნაპირზე გადაღებულ ფოტოებს ეხება.
მე დავწერე:
"სანდრო უსუფაშვილი, გიგა უსუფაშვილი აი, ამიტომ წაგიყვანეთ ასე შორს, ამ ქაჯებს რომ დავსხლეტოდით :)))
ღმერთო ჩემო, რა საქაჯეთია; პალტოებით ზღვაზე და საერთოდ ამ გოგოს თავი რომ დაანებოს ყველამ, არა?! :)))"
1. დიახ ზღვაზე საცურაო კოსტიუმით დადიან, პალტო არ აცვიათ და პალტოს რომ ითხოვს იმ ადამიანების გასაგონად დავწერე
2. იმ აგვისტოს მე და ჩემი შვილები ზღვაზე საქართველოდან შორს ვიყავით და ამაზე ვწერდი, იქვე ჩვენი ფოტოებიც იდო.
3. ზღვაზე დასასვენებლად წასვლა შვილების გადახვეწას, ქვეყნიდან გარიდებას და მსგავს მარაზმატიკულ გაგრძელებებს არც ერთ შემთხვევაში არ ითვალისწინებს.
4. და კიდევ ერთხელ, დასტურისათვის, დიახ ასეთი "ჟურნალისტები" ქაჯები და გაუნათლებლები მგონია, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ და რომელი ქვეყნის პასპორტიც არ უნდა ედოთ ჯიბეში.
კი ვიფიქრე ვუჩივლებ და ბოდიშს მოვახდევინებ-თქო, მაგრამ გადავიფიქრე, ესეც ზედმეტია მათთვის".
იხილეთ ასევე: "რა საქაჯეთია" - თინა ხიდაშელი პრეზიდენტის ქალიშვილს იცავს