პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატრიარქთან სააკაშვილი რომ მივიდა, ბადრის სურათი დაინახა და კითხა, რად გინდაო..." - რას იხსენებს ნათელა პატარკაციშვილი გარდაცვლილ შვილზე
"პატრიარქთან სააკაშვილი რომ მივიდა, ბადრის სურათი დაინახა და კითხა, რად გინდაო..." - რას იხსენებს ნათელა პატარკაციშვილი გარდაცვლილ შვილზე

ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 13 თე­ბერ­ვალს 8 წელი გა­დის. ბიზ­ნეს­მე­ნის დედა ნა­თე­ლა პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი გა­ზეთ "ვერ­სი­ას­თან" სა­უ­ბარ­ში გარ­დაც­ვლილ შვილს იხ­სე­ნებს.

- ბად­რის ორი სა­ხე­ლი რა­ტომ ერ­ქვა?

- ორი კი არა, სამი სა­ხე­ლი ერ­ქვა: არ­კა­დი, აბ­რა­ა­მი და ბად­რი. და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა­ში არ­კა­დი ეწე­რა, აბ­რა­ა­მი ხა­ხამ­მა და­არ­ქვა, როცა მო­ი­ნათ­ლა. ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან მსუ­ქა­ნი იყო და ჩემი დე­დამ­თი­ლი ამ­ბობ­და ხოლ­მე, ბად­რი მთვა­რე­სა­ვი­თა­აო და ბად­რი ასე შე­ერ­ქვა.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნა­თე­ლა, შე­გიძ­ლი­ათ, ის დღე გა­იხ­სე­ნოთ, როცა შვი­ლი უკა­ნას­კნე­ლად ნა­ხეთ?

- კი, შე­მიძ­ლია. ლონ­დო­ნის სახ­ლში, ეზო­ში ჩა­მო­ვე­დით, მი­თხრა, დედა, ათ სა­ათ­ზე თათ­ბი­რი მაქვს და აე­რო­პორ­ტში მძღო­ლი და დაც­ვა წა­გიყ­ვან­სო.

- სხვა დროს აე­რო­პორ­ტში თვი­თონ მიჰ­ყავ­დით?

- დიახ... კარ­გი ამინ­დი იყო, ბად­რიმ ხე­ლე­ბი გა­შა­ლა და ცრემ­ლე­ბი წა­მო­უ­ვი­და, დედა, რა არ მო­გე­წო­ნა, ცოტა ხანს კი­დევ დარ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვიო. ეს რომ უწ­მინ­დესს მო­ვუ­ყე­ვი, მი­თხრა, გრძნობ­და, ვე­ღარ შეგ­ხვდე­ბო­და და ცრემ­ლე­ბიც ამი­ტომ წა­მო­უ­ვი­დაო.

- ხში­რად ტი­რო­და ხოლ­მე?

- არა, მა­შინ პირ­ვე­ლად ვნა­ხე... და­ვამ­შვი­დე, შვი­ლო, სა­მუ­და­მოდ ხომ არ მივ­დი­ვარ, კი­დევ ჩა­მო­ვალ ან შენ ჩა­მოხ­ვალ-მეთ­ქი.

- ბად­რი სხვა ქვე­ყა­ნა­ში, თუნ­დაც ის­რა­ელ­ში რომ და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო, უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და?

- არ ვიცი... ბად­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­და და სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან უყ­ვარ­და! იცით, რა მინ­და გი­თხრათ? - ძა­ლი­ან ბევ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და და გულ­ში რამე ჭუ­ჭყი რომ ჩა­ე­დო, აქ არ უნდა გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო ისე უყ­ვარ­და, ერთი წუ­თიც არ შე­ეძ­ლო, აქა­უ­რო­ბა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა!

- თავს ქარ­თვე­ლად თვლი­და თუ ებ­რა­ე­ლად?

- ყო­ველ­თვის ამ­ბო­და, ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი ვარო!

- მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი იყო?

- არა... მე ებ­რა­ე­ლი ვარ... სხვა­თა შო­რის, რუ­სეთ­ში, როცა წინ წა­ვი­და, უთხრეს, იქ­ნებ, მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა მი­ი­ღოო, მაგ­რამ ბად­რიმ უარი თქვა, მე ისიც ვარ და ესე­ცო... ბად­რი ილია მე­ო­რის ნა­ჩუ­ქა­რი ჯვრით გარ­და­იც­ვა­ლა!

- თუ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი არ იყო, ჯვარს რა­ტომ ატა­რებ­და?

- ჩემ­თან მა­ლავ­და. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ასე ვა­ტყობ­დი... სხვა­თა შო­რის, ოთხი სიძე, სამი რძა­ლი მყავს და ყვე­ლა ქარ­თვე­ლია. ქარ­თვე­ლებს ვე­ნაც­ვა­ლე! ჩემი სა­ქარ­თვე­ლო ქვე­ყა­ნას მირ­ჩევ­ნია!

- ებ­რა­ე­ლი დე­დის და­ლოც­ვა რო­გო­რია?

- კარ­გი რამ გა­მახ­სე­ნეთ: ერთხელ, უწ­მინ­დეს­თან ვი­ყა­ვი და მი­თხრა, ნა­თე­ლა, წელი მტკი­ვა და ხელი გა­მის­ვი, ებ­რა­ე­ლი დე­დის და­ლოც­ვი­ლი და ხელ­მო­კი­დე­ბუ­ლი ძა­ლი­ან კარ­გი­აო. ვა­ი­მე, უწ­მინ­დე­სი რო­გორ მიყ­ვარს, რო­გო­რი თბი­ლი ადა­მი­ა­ნია. ღმერ­თმა ეგ გვიმ­ყო­ფოს კარ­გად! სხვა­თა შო­რის, ილია მე­ო­რეს­თან სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ მი­ვი­და, ბად­რის დიდი სუ­რა­თი და­ი­ნა­ხა და უთხრა, ეს სუ­რა­თი რად გინ­დაო. უწ­მინ­დეს­მა მი­უ­გო, ეს ჩემი შვი­ლი­აო. შე­სუ­ლი არ ხარ, პატ­რი­ა­ქი გე­უბ­ნე­ბა, ეს ბად­რის ნა­ჩუ­ქა­რია, ის ბად­რიმ მო­მი­ტა­ნა და ძა­ლი­ან ვუფრ­თხილ­დე­ბიო.

ვანო პავ­ლი­აშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"პატრიარქთან სააკაშვილი რომ მივიდა, ბადრის სურათი დაინახა და კითხა, რად გინდაო..." - რას იხსენებს ნათელა პატარკაციშვილი გარდაცვლილ შვილზე

"პატრიარქთან სააკაშვილი რომ მივიდა, ბადრის სურათი დაინახა და კითხა, რად გინდაო..." - რას იხსენებს ნათელა პატარკაციშვილი გარდაცვლილ შვილზე

ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან 13 თებერვალს 8 წელი გადის. ბიზნესმენის დედა ნათელა პატარკაციშვილი გაზეთ "ვერსიასთან" საუბარში გარდაცვლილ შვილს იხსენებს.

- ბადრის ორი სახელი რატომ ერქვა?

- ორი კი არა, სამი სახელი ერქვა: არკადი, აბრაამი და ბადრი. დაბადების მოწმობაში არკადი ეწერა, აბრაამი ხახამმა დაარქვა, როცა მოინათლა. ბავშვობაში ძალიან მსუქანი იყო და ჩემი დედამთილი ამბობდა ხოლმე, ბადრი მთვარესავითააო და ბადრი ასე შეერქვა.

- ქალბატონო ნათელა, შეგიძლიათ, ის დღე გაიხსენოთ, როცა შვილი უკანასკნელად ნახეთ?

- კი, შემიძლია. ლონდონის სახლში, ეზოში ჩამოვედით, მითხრა, დედა, ათ საათზე თათბირი მაქვს და აეროპორტში მძღოლი და დაცვა წაგიყვანსო.

- სხვა დროს აეროპორტში თვითონ მიჰყავდით?

- დიახ... კარგი ამინდი იყო, ბადრიმ ხელები გაშალა და ცრემლები წამოუვიდა, დედა, რა არ მოგეწონა, ცოტა ხანს კიდევ დარჩენილიყავიო. ეს რომ უწმინდესს მოვუყევი, მითხრა, გრძნობდა, ვეღარ შეგხვდებოდა და ცრემლებიც ამიტომ წამოუვიდაო.

- ხშირად ტიროდა ხოლმე?

- არა, მაშინ პირველად ვნახე... დავამშვიდე, შვილო, სამუდამოდ ხომ არ მივდივარ, კიდევ ჩამოვალ ან შენ ჩამოხვალ-მეთქი.

- ბადრი სხვა ქვეყანაში, თუნდაც ისრაელში რომ დაბადებულიყო, უფრო წარმატებული იქნებოდა?

- არ ვიცი... ბადრი საქართველოში დაიბადა და საქართველო ძალიან უყვარდა! იცით, რა მინდა გითხრათ? - ძალიან ბევრი შესაძლებლობა ჰქონდა და გულში რამე ჭუჭყი რომ ჩაედო, აქ არ უნდა გაჩერებულიყო, მაგრამ საქართველო ისე უყვარდა, ერთი წუთიც არ შეეძლო, აქაურობა დაეტოვებინა!

- თავს ქართველად თვლიდა თუ ებრაელად?

- ყოველთვის ამბოდა, ქართველი ებრაელი ვარო!

- მართლმადიდებელი იყო?

- არა... მე ებრაელი ვარ... სხვათა შორის, რუსეთში, როცა წინ წავიდა, უთხრეს, იქნებ, მართლმადიდებლობა მიიღოო, მაგრამ ბადრიმ უარი თქვა, მე ისიც ვარ და ესეცო... ბადრი ილია მეორის ნაჩუქარი ჯვრით გარდაიცვალა!

- თუ მართლმადიდებელი არ იყო, ჯვარს რატომ ატარებდა?

- ჩემთან მალავდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ვატყობდი... სხვათა შორის, ოთხი სიძე, სამი რძალი მყავს და ყველა ქართველია. ქართველებს ვენაცვალე! ჩემი საქართველო ქვეყანას მირჩევნია!

- ებრაელი დედის დალოცვა როგორია?

- კარგი რამ გამახსენეთ: ერთხელ, უწმინდესთან ვიყავი და მითხრა, ნათელა, წელი მტკივა და ხელი გამისვი, ებრაელი დედის დალოცვილი და ხელმოკიდებული ძალიან კარგიაო. ვაიმე, უწმინდესი როგორ მიყვარს, როგორი თბილი ადამიანია. ღმერთმა ეგ გვიმყოფოს კარგად! სხვათა შორის, ილია მეორესთან სააკაშვილი რომ მივიდა, ბადრის დიდი სურათი დაინახა და უთხრა, ეს სურათი რად გინდაო. უწმინდესმა მიუგო, ეს ჩემი შვილიაო. შესული არ ხარ, პატრიაქი გეუბნება, ეს ბადრის ნაჩუქარია, ის ბადრიმ მომიტანა და ძალიან ვუფრთხილდებიო.

ვანო პავლიაშვილი

გაზეთი "ვერსია"

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს

24 საათში გარდაიცვალა 33 პაციენტი - რამდენ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი და რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

სამძებრო სამუშაოები კასპში - მამაკაცი, რომელიც პირუტყვს მწყემსავდა, მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა