კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დამსაქმებელს თანამშრომლების პირადი მიმოწერის წაკითხვა შეეძლება
დამსაქმებელს თანამშრომლების პირადი მიმოწერის წაკითხვა შეეძლება

თუ სამ­სა­ხურ­ში მე­გობ­რებს და ოჯა­ხის წევ­რებს WhatsApp-თ ან "ფე­ის­ბუ­ქის" სა­შუ­ა­ლე­ბით ეკონ­ტაქ­ტე­ბით, გა­და­ა­მოწ­მეთ, რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ამის კე­თე­ბა თქვე­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ გა­მოს­ცა წეს­დე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც დამ­საქ­მე­ბელს შე­უძ­ლია და­საქ­მე­ბუ­ლის მიერ სა­მუ­შაო სა­ა­თებ­ში ჩატ­ში გაგ­ზავ­ნი­ლი პი­რა­დი მე­სი­ჯე­ბი და მე­ი­ლი წა­ი­კი­თხოს.

ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სტრას­ბურ­გში მას შემ­დეგ მი­ი­ღეს, რაც 2007 წლის საქ­მე გა­ნი­ხი­ლეს. მა­შინ რუ­მი­ნეთ­ში ბოგ­დან ბარ­ბუ­ლეს­კუ სამ­სა­ხუ­რი­დან და­ი­თხო­ვეს მას შემ­დეგ, რაც მის­მა დამ­ქი­რა­ვე­ბელ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რად მე­სი­ჯებს გზავ­ნი­და "იაჰუ მე­სენ­ჯე­რით" სა­მუ­შაო სა­ა­თებ­ში.

ბარ­ბუ­ლეს­კუმ დამ­ქი­რა­ვე­ბელს სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა პი­რა­დი, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­ყო­ფის გამო. მან საქ­მე რუ­მი­ნე­თის სა­სა­მარ­თლო­ში წა­ა­გო, ამი­ტომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა. მაგ­რამ მო­სა­მარ­თლე­ებ­მა ბარ­ბუ­ლეს­კუ კომ­პა­ნი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს - კომ­პა­ნი­ის წეს­დე­ბის თა­ნახ­მად, სა­მუ­შაო სა­ა­თებ­ში კომ­პა­ნი­ის სა­კუთ­რე­ბა­ში მყო­ფი ხელ­სა­წყო­დან პი­რა­დი მი­მო­წე­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იკ­რძა­ლე­ბო­და.

ამ­ჟა­მად სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ევ­რო­პულ კონ­ვენ­ცი­ა­ში შე­მა­ვალ ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ზე გავ­რცელ­და. მო­სა­მარ­თლე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, რე­გუ­ლა­ცი­ის გა­რე­შე თა­ნამ­შრომ­ლის პი­რა­დი მი­მო­წე­რის წა­კი­თხვა და­უშ­ვე­ბე­ლი და დას­ჯა­დია. დამ­საქ­მე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და­საქ­მე­ბულს შე­ა­ტყო­ბი­ნოს სამ­სა­ხურ­ში არ­სე­ბუ­ლი შიდა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ხა­სი­ა­თი. დამ­საქ­მე­ბელს შე­ეძ­ლე­ბა მხო­ლოდ სპე­ცი­ფი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა, ხოლო სა­სა­მარ­თლოს გან­კარ­გუ­ლე­ბის გა­რე­შე თა­ნამ­შრომ­ლის პი­რა­დი მი­მო­წე­რის უნე­ბარ­თვოდ წა­კი­თხვა კვლავ და­უშ­ვე­ბე­ლი რჩე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია express.co.uk-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

დამსაქმებელს თანამშრომლების პირადი მიმოწერის წაკითხვა შეეძლება

დამსაქმებელს თანამშრომლების პირადი მიმოწერის წაკითხვა შეეძლება

თუ სამსახურში მეგობრებს და ოჯახის წევრებს WhatsApp-თ ან "ფეისბუქის" საშუალებით ეკონტაქტებით, გადაამოწმეთ, რამდენად უსაფრთხოა ამის კეთება თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ გამოსცა წესდება, რომლის თანახმადაც დამსაქმებელს შეუძლია დასაქმებულის მიერ სამუშაო საათებში ჩატში გაგზავნილი პირადი მესიჯები და მეილი წაიკითხოს.

ეს გადაწყვეტილება სტრასბურგში მას შემდეგ მიიღეს, რაც 2007 წლის საქმე განიხილეს. მაშინ რუმინეთში ბოგდან ბარბულესკუ სამსახურიდან დაითხოვეს მას შემდეგ, რაც მისმა დამქირავებელმა აღმოაჩინა, რომ დასაქმებული პირად მესიჯებს გზავნიდა "იაჰუ მესენჯერით" სამუშაო საათებში.

ბარბულესკუმ დამქირავებელს სასამართლოში უჩივლა პირადი, კონფიდენციალური ინფორმაციის ხელყოფის გამო. მან საქმე რუმინეთის სასამართლოში წააგო, ამიტომ სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა. მაგრამ მოსამართლეებმა ბარბულესკუ კომპანიის წესების დარღვევაში დაადანაშაულეს - კომპანიის წესდების თანახმად, სამუშაო საათებში კომპანიის საკუთრებაში მყოფი ხელსაწყოდან პირადი მიმოწერის განხორციელება იკრძალებოდა.

ამჟამად სასამართლოს განჩინება ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციაში შემავალ ყველა ქვეყანაზე გავრცელდა. მოსამართლეების განცხადებით, რეგულაციის გარეშე თანამშრომლის პირადი მიმოწერის წაკითხვა დაუშვებელი და დასჯადია. დამსაქმებელი ვალდებული იქნება დასაქმებულს შეატყობინოს სამსახურში არსებული შიდა რეგულაციების ხასიათი. დამსაქმებელს შეეძლება მხოლოდ სპეციფიური ინფორმაციის გადამოწმება, ხოლო სასამართლოს განკარგულების გარეშე თანამშრომლის პირადი მიმოწერის უნებართვოდ წაკითხვა კვლავ დაუშვებელი რჩება.

მომზადებულია express.co.uk-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია