Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფეხის თითი აქვს მოჭრილი და მიკერებული" - ბიძინა კუჭავას ნათესავი გარდაცვლილ ბიზნესმენზე ახალ დეტალებს ყვება
"ფეხის თითი აქვს მოჭრილი და მიკერებული" - ბიძინა კუჭავას ნათესავი გარდაცვლილ ბიზნესმენზე ახალ დეტალებს ყვება

"სა­ქარ­თვე­ლოს ხმის" დამ­ფუძ­ნებ­ლის ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ნა­თე­სა­ვის მა­მუ­კა კუ­ჭა­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, არც ის და არც ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ იც­ნობ­დნენ იმ პი­რებს, ვის­თან ერ­თა­დაც გარ­დაც­ვა­ლე­ბის დროს ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვა ავ­ტო­მო­ბილ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს მა­მუ­კა კუ­ჭა­ვამ ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას სახ­ლთან, მიც­კე­ვი­ჩის ქუ­ჩა­ზე გა­ნუ­ცხა­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ ვიც­ნობ­დით თუ ვის­თან ერ­თად იყო ის ავ­ტო­მო­ბილ­ში მკვლე­ლო­ბის დროს. ავ­ტო­მო­ბი­ლიც მათი იყო სა­ვა­რა­უ­დოდ და სა­ჭეს­თა­ნაც მე­პატ­რო­ნე იჯდა და არა ბი­ძი­ნა. ისი­ნი და­კი­თხვა­ზე ჰყავ­დათ და ჩვენ არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ გვქონ­და მათ­თან", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა კუ­ჭა­ვამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას თავ­ში აქვს ერთი გას­რო­ლა, ასე­ვე სხე­ულს აღე­ნიშ­ნე­ბა სხვა და­ზი­ა­ნე­ბე­ბიც. რო­გორც მა­მუ­კა კუ­ჭა­ვა აცხა­დებს, ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ფე­ხის თითი აქვს მოჭ­რი­ლი.

"ნა­ტყვი­ა­რი რამ­დე­ნი აქვს, არ ვიცი ზუს­ტად. თუმ­ცა რო­გორც ვიცი, თავ­ში ერთი გას­რო­ლა აქვს. რაც შე­ე­ხე­ბა და­ზი­ა­ნე­ბებს, მას ფე­ხის თითი აქვს მოჭ­რი­ლი და მი­კე­რე­ბუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ა­ში მთა­ვარ უნ­დობ­ლო­ბას ის იწ­ვევს, რომ ადა­მი­ანს ფეხი აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და ამ კაც­მა შემ­დეგ სი­ა­რუ­ლი მო­ა­ხერ­ხოს, მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­დეს, წა­ვი­დეს და თავი მო­იკ­ლას", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა კუ­ჭა­ვამ და ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს სახ­ლი­დან გას­ვლის დე­ტა­ლე­ბი გა­იხ­სე­ნა.

"გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს, რო­დე­საც სა­ღა­მოს 10 სა­ათ­ზე გა­ვი­და, ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვამ თქვა, რომ შეხ­ვედ­რა­ზე მი­დი­ო­და. თქვა, რომ საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რა უნდა ჰქო­ნო­და", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა კუ­ჭა­ვამ. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოჯა­ხის წევ­რებს არ ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ბი­ნის შე­სა­ხებ. მა­მუ­კა კუ­ჭა­ვა ასე­ვე გა­მო­რი­ცხავს ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის რა­ი­მე სა­ხით და­კავ­ში­რე­ბას ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის სა­კი­თხთან.

"ქი­რი­ას­თან რა­ი­მე სა­ხის ბიზ­ნეს­და­ვა­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტია. ტე­ლე­კომ­პა­ნია ჩვენ 2006 წელს ჩა­მოგ­ვარ­თვეს და დავა სა­სა­მარ­თლო­შია. ტე­ლე­რა­დიო დავა გა­მო­რი­ცხეთ, ამას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს გარ­დაც­ვა­ლე­ბას", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა კუ­ჭა­ვამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"ფეხის თითი აქვს მოჭრილი და მიკერებული" - ბიძინა კუჭავას ნათესავი გარდაცვლილ ბიზნესმენზე ახალ დეტალებს ყვება

"ფეხის თითი აქვს მოჭრილი და მიკერებული" - ბიძინა კუჭავას ნათესავი გარდაცვლილ ბიზნესმენზე ახალ დეტალებს ყვება

"საქართველოს ხმის" დამფუძნებლის ბიძინა კუჭავას ნათესავის მამუკა კუჭავას ინფორმაციით, არც ის და არც ოჯახის წევრები არ იცნობდნენ იმ პირებს, ვისთან ერთადაც გარდაცვალების დროს ბიძინა კუჭავა ავტომობილში იმყოფებოდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მამუკა კუჭავამ ბიძინა კუჭავას სახლთან, მიცკევიჩის ქუჩაზე განუცხადა.

იხილეთ ვიდეო

"ოჯახის წევრები არ ვიცნობდით თუ ვისთან ერთად იყო ის ავტომობილში მკვლელობის დროს. ავტომობილიც მათი იყო სავარაუდოდ და საჭესთანაც მეპატრონე იჯდა და არა ბიძინა. ისინი დაკითხვაზე ჰყავდათ და ჩვენ არანაირი კავშირი არ გვქონდა მათთან", - განაცხადა მამუკა კუჭავამ.

მისივე ინფორმაციით, ბიძინა კუჭავას თავში აქვს ერთი გასროლა, ასევე სხეულს აღენიშნება სხვა დაზიანებებიც. როგორც მამუკა კუჭავა აცხადებს, ბიძინა კუჭავას ფეხის თითი აქვს მოჭრილი.

"ნატყვიარი რამდენი აქვს, არ ვიცი ზუსტად. თუმცა როგორც ვიცი, თავში ერთი გასროლა აქვს. რაც შეეხება დაზიანებებს, მას ფეხის თითი აქვს მოჭრილი და მიკერებული. გამოძიების ვერსიაში მთავარ უნდობლობას ის იწვევს, რომ ადამიანს ფეხი აქვს დაზიანებული და ამ კაცმა შემდეგ სიარული მოახერხოს, მანქანაში ჩაჯდეს, წავიდეს და თავი მოიკლას", - განაცხადა მამუკა კუჭავამ და ბიძინა კუჭავას გარდაცვალების დღეს სახლიდან გასვლის დეტალები გაიხსენა.

"გარდაცვალების დღეს, როდესაც საღამოს 10 საათზე გავიდა, ბიძინა კუჭავამ თქვა, რომ შეხვედრაზე მიდიოდა. თქვა, რომ საქმიანი შეხვედრა უნდა ჰქონოდა", - განაცხადა მამუკა კუჭავამ. მისი ინფორმაციით, ოჯახის წევრებს არ ჰქონდათ ინფორმაცია დაქირავებული ბინის შესახებ. მამუკა კუჭავა ასევე გამორიცხავს ბიძინა კუჭავას გარდაცვალების რაიმე სახით დაკავშირებას ტელეკომპანიის საკითხთან.

"ქირიასთან რაიმე სახის ბიზნესდავაზე საუბარი ზედმეტია. ტელეკომპანია ჩვენ 2006 წელს ჩამოგვართვეს და დავა სასამართლოშია. ტელერადიო დავა გამორიცხეთ, ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს გარდაცვალებას", - განაცხადა მამუკა კუჭავამ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ