საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერ-მინისტრმა ბიზნესსექტორს ეკონომიკური განვითარების 4 ძირითადი მიმართულება გააცნო
პრემიერ-მინისტრმა ბიზნესსექტორს ეკონომიკური განვითარების 4 ძირითადი მიმართულება გააცნო

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ბიზ­ნეს­სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის 4 ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა გა­აც­ნო. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­მი­ერ­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ისა­უბ­რა, სა­დაც ბიზ­ნე­სა­სო­ცი­ა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ხვდე­ბა.

"თქვენ გან­სა­ზღვრავთ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას, ამი­ტომ ჩვენ თქვენ­თან ერ­თად გვინ­და გან­ვი­ხი­ლოთ ის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­ზეც მო­ვახ­დენთ მთლი­ა­ნად მთავ­რო­ბის მუ­შა­ო­ბის ფო­კუ­სი­რე­ბას. ვფიქ­რობთ, რომ გა­მოკ­ვე­თი­ლია 4 უმ­თავ­რე­სი მი­მარ­თუ­ლე­ბა - პირ­ვე­ლი ეს არის სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა. ამ კუ­თხით გა­სა­ტა­რე­ბე­ლი რე­ფორ­მე­ბი შეგ­ვიძ­ლია რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი ქვე­პუნ­ქტით შე­მოვ­ფარ­გლოთ. ეს არის უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­გა­და­სა­ხა­დო რე­ფორ­მა, რო­მელ­საც თან ახ­ლავს, რო­გორც სა­კა­ნონ­მდებ­ლო, ასე­ვე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ნა­წი­ლი. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს მხო­ლოდ და მხო­ლოდ გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი მო­გე­ბის და­ბეგ­ვრა, მო­გე­ბის გა­და­სა­ხა­დის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ეს არის სა­გა­და­სახ­დო რე­ფორ­მის ეს­ტო­ნუ­რი მო­დე­ლი. ასე­ვე ეს არის მაქ­სი­მა­ლუ­რად რეგ­ლა­მენ­ტი­რე­ბა სა­გა­და­სა­ხა­დო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის და მათი მუ­შა­ო­ბის იმის­თვის, რომ დრო­ში შე­მო­ფარ­გუ­ლი იყოს თი­თო­ე­უ­ლი შე­მოწ­მე­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე ეკო­ნო­მი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია იმის­თვის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ავი­რი­დოთ პა­ტიმ­რო­ბე­ბი, რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა ეკო­ნო­მი­კურ და­ნა­შა­ულს. გარ­და ამი­სა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის მოქ­მე­დე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი რეგ­ლა­მენ­ტა­ცია. მთლი­ა­ნო­ბა­ში ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გვინ­და, რომ თქვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი მო­ვის­მი­ნოთ. ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დი მუ­შა­ობს დამ­წყე­ბი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა­სა და სტარ­ტა­პის და­ფი­ნან­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მის შექ­მნა­ზეც. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც არის სხვა­დას­ხვა ქვე­სა­კი­თხი", - მი­მარ­თა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ებს.

მი­სი­ვე თქმით, რე­ფორ­მის მე­ო­რე ბლო­კი მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის პრო­ცეს­ში ბიზ­ნე­სის აქ­ტი­ურ ჩარ­თუ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

"მე­ო­რე ბლო­კი ეს არის ჩარ­თუ­ლო­ბი­სა და გამჭვირ­ვა­ლო­ბის რე­ფორ­მა ანუ მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში თქვე­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ეს თა­ვის­თა­ვად მო­ი­ცავს მთავ­რო­ბის მუ­შა­ო­ბის უფრო მეტ გამჭვირ­ვა­ლო­ბას. ეს გუ­ლის­ხმობს პრო­ცეს­ში ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ჩარ­თვას, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი ახალ­გაზ­რდებ­სა და ბიზ­ნეს­წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე გა­კეთ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, მათი მი­ზა­ნია, ყვე­ლა ადა­მი­ანს გა­უ­ჩი­ნონ შეგ­რძნე­ბა, რომ ის არის ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე, რო­მე­ლიც კი მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­სა თუ სხვა სამ­თავ­რო­ბო შე­ნო­ბა­ში მი­ი­ღე­ბა.

"ეს ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს ერ­თი­ა­ნი ფრონ­ტო­ფი­სის შექ­მნას მთე­ლი მთავ­რო­ბის­თვის, ით­ვა­ლის­წი­ნებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის დრო­ის რეგ­ლა­მენ­ტი­რე­ბას და ჩვენ გვექ­ნე­ბა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნა­ყო­ფი, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლად ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მო­ნი­ტო­რინგს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, მაგ­რამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ით­ქვას, რომ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კის შემ­ქმნე­ლი. პო­ლი­ტი­კის შემ­ქმნე­ლე­ბად რჩე­ბი­ან სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი. უბ­რა­ლოდ ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის კუ­თხით იქ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტრო­ლი მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბის, გამჭვირ­ვა­ლე­ო­ბი­სა და ჩარ­თუ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით", - გა­ნა­ცხა­და მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა.

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, რე­ფორ­მის მე­სა­მე ბლო­კი რე­გი­ო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს, რო­მე­ლიც მისი შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი ქვა­კუ­თხე­დი უნდა იყოს.

"ხში­რად ჩვენ გვაქვს შეგ­რძნე­ბე­ბი, რომ რა­ღა­ცებს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, მაგ­რამ რე­გი­ო­ნებ­ში გვაქვს სხვა სა­ქარ­თვე­ლო, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბით. იქ სხვა რე­ა­ლო­ბაა – იქ ადა­მი­ა­ნებს არა­ნა­ი­რი შეგ­რძნე­ბა არ აქვთ, რომ რა­ი­მე კუ­თხით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ამი­ტომ ჩვე­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რი აქ­ცენ­ტი გა­და­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა რე­გი­ო­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. რე­გი­ო­ნუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ქ­ტე­ბის დაჩ­ქა­რე­ბა­სა და ასე­ვე ამ პრო­ექ­ტე­ბის სწორ პრი­ო­რი­ტა­ტე­ზა­ცი­ა­ზე, რათა ისი­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად პა­სუ­ხობ­დნენ იმ მო­თხოვ­ნებს და გა­მოწ­ვე­ვებს, რომ­ლე­ბიც რე­გი­ო­ნებ­შია", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა რე­ფორ­მის მე­ო­თხე ნა­წილს, პრე­მი­ე­რის თქმით, ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მას უკავ­შირ­დე­ბა.

"ვფიქ­რობთ, რომ აქ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი რე­ფორ­მე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუმ­ცა 3 უმ­თავ­რეს მი­მარ­თუ­ლე­ბას გა­მოვ­ყოფ. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ეს არის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პრეს­ტი­ჟის ამაღ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. მე­ო­რე - ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მაა, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად ავ­წი­ოთ ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი, ხოლო მე­სა­მე ეს გახ­ლავთ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფუნ­და­მენ­ტუ­რი რე­ფორ­მა, რო­მე­ლის და­ე­ფუძ­ნე­ბა დი­ნა­მი­ურ კვლე­ვას იმ მო­თხოვ­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს და არა მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კურ, არა­მედ სხვა სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ში, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად სწო­რად იქ­ნას და­ხარ­ჯუ­ლი სამ­თავ­რო­ბო რე­სურ­სი. ჩვენ არ ვა­წარ­მო­ებთ მო­მა­ვალ პო­ტენ­ცი­ურ უმუ­შევ­რებს, რო­გორც ეს, სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ხდე­ბა", - გან­მარ­ტა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

პრემიერ-მინისტრმა ბიზნესსექტორს ეკონომიკური განვითარების 4 ძირითადი მიმართულება გააცნო

პრემიერ-მინისტრმა ბიზნესსექტორს ეკონომიკური განვითარების 4 ძირითადი მიმართულება გააცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების 4 ძირითადი მიმართულება გააცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში ისაუბრა, სადაც ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს ხვდება.

"თქვენ განსაზღვრავთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ამიტომ ჩვენ თქვენთან ერთად გვინდა განვიხილოთ ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც მოვახდენთ მთლიანად მთავრობის მუშაობის ფოკუსირებას. ვფიქრობთ, რომ გამოკვეთილია 4 უმთავრესი მიმართულება - პირველი ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ამ კუთხით გასატარებელი რეფორმები შეგვიძლია რამდენიმე ძირითადი ქვეპუნქტით შემოვფარგლოთ. ეს არის უპირველეს ყოვლისა, საგადასახადო რეფორმა, რომელსაც თან ახლავს, როგორც საკანონმდებლო, ასევე ადმინისტრაციული ნაწილი. მხედველობაში მაქვს მხოლოდ და მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრა, მოგების გადასახადისგან გათავისუფლება. ეს არის საგადასახდო რეფორმის ესტონური მოდელი. ასევე ეს არის მაქსიმალურად რეგლამენტირება საგადასახადო ადმინისტრაციული ორგანოების და მათი მუშაობის იმისთვის, რომ დროში შემოფარგული იყოს თითოეული შემოწმება. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ პატიმრობები, როდესაც საქმე ეხება ეკონომიკურ დანაშაულს. გარდა ამისა, აუცილებელია ფინანსური პოლიციის მოქმედების მაქსიმალური რეგლამენტაცია. მთლიანობაში ამასთან დაკავშირებით გვინდა, რომ თქვენი მოსაზრებები მოვისმინოთ. ეკონომიკური გუნდი მუშაობს დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობასა და სტარტაპის დაფინანსების მექანიზმის შექმნაზეც. ამ მიმართულებითაც არის სხვადასხვა ქვესაკითხი", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს.

მისივე თქმით, რეფორმის მეორე ბლოკი მთავრობის გადაწყვეტილებების პროცესში ბიზნესის აქტიურ ჩართულობას გულისხმობს.

"მეორე ბლოკი ეს არის ჩართულობისა და გამჭვირვალობის რეფორმა ანუ მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თქვენი მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა. ეს თავისთავად მოიცავს მთავრობის მუშაობის უფრო მეტ გამჭვირვალობას. ეს გულისხმობს პროცესში ყველა ადამიანის ჩართვას, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი ახალგაზრდებსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებზე გაკეთდება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მათი მიზანია, ყველა ადამიანს გაუჩინონ შეგრძნება, რომ ის არის ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესის მონაწილე, რომელიც კი მთავრობის ადმინისტრაციასა თუ სხვა სამთავრობო შენობაში მიიღება.

"ეს ასევე ითვალისწინებს ერთიანი ფრონტოფისის შექმნას მთელი მთავრობისთვის, ითვალისწინებს გადაწყვეტილებების მიღების დროის რეგლამენტირებას და ჩვენ გვექნება მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალური დანაყოფი, რომელიც კონკრეტულად ამ მიმართულებების მონიტორინგს განახორციელებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მთავრობის ადმინისტრაცია არავითარ შემთხვევაში არ იქნება პოლიტიკის შემქმნელი. პოლიტიკის შემქმნელებად რჩებიან სამინისტროები. უბრალოდ ადმინისტრირების გაუმჯობესების კუთხით იქნება სპეციალური კონტროლი მთავრობის ადმინისტრაციიდან გადაწყვეტილების მიღების ხანგრძლივობის, გამჭვირვალეობისა და ჩართულობის მიმართულებით", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, რეფორმის მესამე ბლოკი რეგიონების განვითარებას გულისხმობს, რომელიც მისი შეფასებით, აღნიშნულ პროცესში ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი უნდა იყოს.

"ხშირად ჩვენ გვაქვს შეგრძნებები, რომ რაღაცებს ვახორციელებთ, მაგრამ რეგიონებში გვაქვს სხვა საქართველო, სხვა ადამიანებით. იქ სხვა რეალობაა – იქ ადამიანებს არანაირი შეგრძნება არ აქვთ, რომ რაიმე კუთხით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობენ. ამიტომ ჩვენი მაქსიმალური აქცენტი გადატანილი იქნება რეგიონულ განვითარებაზე. რეგიონული ინფრასტრუქტურული პროქტების დაჩქარებასა და ასევე ამ პროექტების სწორ პრიორიტატეზაციაზე, რათა ისინი მაქსიმალურად პასუხობდნენ იმ მოთხოვნებს და გამოწვევებს, რომლებიც რეგიონებშია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება რეფორმის მეოთხე ნაწილს, პრემიერის თქმით, ის საგანმანათლებლო სისტემას უკავშირდება.

"ვფიქრობთ, რომ აქ ძალიან სერიოზული რეფორმებია ჩასატარებელი რამდენიმე მიმართულებით, თუმცა 3 უმთავრეს მიმართულებას გამოვყოფ. უპირველეს ყოვლისა ეს არის პროფესიული განათლების განვითარება და პროფესიული განათლების პრესტიჟის ამაღლება ქვეყანაში. მეორე - ზოგადი განათლების რეფორმაა, რათა მაქსიმალურად ავწიოთ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში განათლების ხარისხი, ხოლო მესამე ეს გახლავთ უმაღლესი განათლების ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური რეფორმა, რომელის დაეფუძნება დინამიურ კვლევას იმ მოთხოვნებისა, რომლებიც ქვეყანაში არსებობს და არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სხვა სპეციალობებში, რათა მაქსიმალურად სწორად იქნას დახარჯული სამთავრობო რესურსი. ჩვენ არ ვაწარმოებთ მომავალ პოტენციურ უმუშევრებს, როგორც ეს, სამწუხაროდ, დღეს ხდება", - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."