პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება ბიძინა კუჭავას მეუღლე 18-საათიანი დაკითხვის შემდეგ - "კითხვები გამაჩნია მე და ჩემს ოჯახს"
რას ყვება ბიძინა კუჭავას მეუღლე 18-საათიანი დაკითხვის შემდეგ - "კითხვები გამაჩნია მე და ჩემს ოჯახს"

ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას მე­უღ­ლე, მა­რი­ნა ნი­კო­ლო­ზაშ­ვი­ლი არ ეთან­ხმე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ას, რომ მის­მა მე­უღ­ლემ მოკ­ლა ვახ­ტანგ(პა­ა­ტა) ქი­რია და შემ­დეგ თავი მო­იკ­ლა. რო­გორც მა­რი­ნა ნი­კო­ლო­ზაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­ნამ დას­კვნა არ და­ი­დე­ბა, ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვა იბა­დე­ბა.

"კი­თხვე­ბი გა­მაჩ­ნია მე და ჩემს ოჯახს. გა­მოვ­რი­ცხავ ბი­ძი­ნას თვით­მკვლე­ლო­ბას და მის ქმე­დე­ბას ქი­რი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. პა­ა­ტას ის ვერ მოკ­ლავ­და ვე­რა­ნა­ი­რად, ჩვენ ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი ოჯა­ხე­ბი ვართ", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ნი­კო­ლო­ზაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზე თით­ქმის 18 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გა­ი­გო, რომ მისი მე­უღ­ლე ცო­ცხა­ლი აღარ იყო.

"მე არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გა­მაჩ­ნდა", - აღ­ნიშ­ნა ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას მე­უღ­ლემ.

შსს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ადას­ტუ­რებს, რომ სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო სამ­ხა­რეო პრო­კუ­რო­რის, ვახ­ტანგ ქი­რი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლია ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვა, ამ უკა­ნას­კნელ­მა კი, თა­ვის მხრივ, სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გუ­შინ გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე უწყე­ბის სა­ზო­გა­დო­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა თეა პერ­ტა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და, ბინა, რო­მელ­შიც იპო­ვეს ქი­რი­ას ცხე­და­რი, ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ჰქონ­და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, ვახ­ტანგ ქი­რი­ას გვა­მის და­ნა­წევ­რე­ბის სა­წყი­სი ეტა­პის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კვა­ლი ემ­ჩნე­ო­და. რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას, შსს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან პო­ლი­ცი­ის მიერ დევ­ნის ოპე­რა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. ამას­თან, შსს ხაზს უს­ვამს, რომ ვახ­ტანგ ქი­რი­ას და ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ნა­თე­სა­უ­რი და საკ­მა­ოდ ახლო კავ­ში­რი ჰქონ­დათ და ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი შე­ხე­ბა­ში არ არის ვახ­ტანგ ქი­რი­ას სამ­სა­ხუ­რებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

იხი­ლეთ ვი­დეო

რას ყვება ბიძინა კუჭავას მეუღლე 18-საათიანი დაკითხვის შემდეგ - "კითხვები გამაჩნია მე და ჩემს ოჯახს"

რას ყვება ბიძინა კუჭავას მეუღლე 18-საათიანი დაკითხვის შემდეგ - "კითხვები გამაჩნია მე და ჩემს ოჯახს"

ბიძინა კუჭავას მეუღლე, მარინა ნიკოლოზაშვილი არ ეთანხმება გამოძიების ვერსიას, რომ მისმა მეუღლემ მოკლა ვახტანგ(პაატა) ქირია და შემდეგ თავი მოიკლა. როგორც მარინა ნიკოლოზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სანამ დასკვნა არ დაიდება, ძალიან ბევრი კითხვა იბადება.

"კითხვები გამაჩნია მე და ჩემს ოჯახს. გამოვრიცხავ ბიძინას თვითმკვლელობას და მის ქმედებას ქირიასთან მიმართებაში. პაატას ის ვერ მოკლავდა ვერანაირად, ჩვენ ძალიან ახლობელი ოჯახები ვართ", - განაცხადა მარინა ნიკოლოზაშვილმა.

მისივე თქმით, პროკურატურაში დაკითხვაზე თითქმის 18 საათის განმავლობაში იმყოფებოდა და მხოლოდ რამდენიმე საათის წინ გაიგო, რომ მისი მეუღლე ცოცხალი აღარ იყო.

"მე არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნდა", - აღნიშნა ბიძინა კუჭავას მეუღლემ.

შსს ოფიციალურად ადასტურებს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამხარეო პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულია ბიძინა კუჭავა, ამ უკანასკნელმა კი, თავის მხრივ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე უწყების საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ განაცხადა, ბინა, რომელშიც იპოვეს ქირიას ცხედარი, ბიძინა კუჭავას ჰქონდა დაქირავებული.

მისივე ინფორმაციით, გამოძიების თანახმად, ვახტანგ ქირიას გვამის დანაწევრების საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი კვალი ემჩნეოდა. რაც შეეხება ბიძინა კუჭავას, შსს-ის ინფორმაციით, მან პოლიციის მიერ დევნის ოპერაციის განხორციელებისას სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამასთან, შსს ხაზს უსვამს, რომ ვახტანგ ქირიას და ბიძინა კუჭავას ნათესაური და საკმაოდ ახლო კავშირი ჰქონდათ და ჩადენილი დანაშაული შეხებაში არ არის ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ მდგომარეობასთან. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ