პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაზპრომის" მილს ვერ გადავახტებით?! - რით აშანტაჟებს რუსული მხარე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს?
"გაზპრომის" მილს ვერ გადავახტებით?! - რით აშანტაჟებს რუსული მხარე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს?

ყვე­ლა­ზე მეტ ეჭვს ფა­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი და თვით მი­ნის­ტრის სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ვერ­სი­ე­ბი აჩენს. კა­ლა­ძე "გა­ზპ­რომ­თან" გა­ზის და­მა­ტე­ბით მო­ცუ­ლო­ბებ­ზე და­წყე­ბულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ჯერ იმით ამარ­თლებ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ზის ძი­რი­თად იმ­პორ­ტი­ორს, "სო­კარს" თურ­მე არ შე­უძ­ლია, ბუ­ნებ­რივ აირ­ზე გაზ­რდი­ლი მო­თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს. "სო­კა­რის" პრე­ზი­დენ­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ კი ახა­ლი დე­ტა­ლი გა­ახ­მი­ა­ნა, რომ რუ­სე­თი ჩვენ­თან 20 წლის წინ და­დე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტის პი­რო­ბე­ბის შეც­ვლას ითხოვს და სა­ქარ­თვე­ლოს გაზ­სა­დენ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი გა­ზის სა­ნაც­ვლოდ ბუ­ნებ­რივ აირს კი არ დაგ­ვი­ტო­ვებს "ნა­ტუ­რით", რო­გორც აქამ­დე, არა­მედ ტრან­ზი­ტის სა­ფა­სურს ფუ­ლით გა­დაგ­ვიხ­დის. მაგ­რამ, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მტკი­ცე­ბით, ეს თან­ხა "ნა­ტუ­რით" და­ტო­ვე­ბუ­ლი მო­ცუ­ლო­ბის შე­ძე­ნას არ ეყო­ფა და სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის მი­სა­ღე­ბად, რუ­სე­თის­თვის ფუ­ლის გა­დახ­და იქით მოგ­ვი­წევს.

კი­დევ რა სი­ურპრი­ზე­ბი დაგ­ვხვდე­ბა "გა­ზპ­რომ­თან" გა­ფორ­მე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში, ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა რთუ­ლია, რად­გან სა­კონ­ტრაქ­ტო პი­რო­ბე­ბი, რო­მელ­საც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ზი­სა და ნავ­თო­ბის კორ­პო­რა­ცია ამუ­შა­ვებს, მკაც­რად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია. ჩვენ­თვის ქარ­თულ-რუ­სუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი გახ­და ცნო­ბი­ლი.

და­ვით მირ­ცხუ­ლა­ვა, ენერ­გე­ტი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი: "სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ზის მოხ­მა­რე­ბა იზ­რდე­ბა და 2016 წლის ბა­ლან­სით, უკვე 2,5 მი­ლი­არ­დი კუ­ბუ­რი მეტ­რი გვჭირ­დე­ბა წე­ლი­წად­ში. ამას­თან, გვაქვს სე­ზო­ნუ­რი დისპრო­პორ­ცია - თუ ზამ­თარ­ში თვე­ში 11,5 მი­ლი­ო­ნი კუ­ბუ­რი მეტ­რი გაზი გვჭირ­დე­ბა, ზა­ფხულ­ში 4 მი­ლი­ო­ნიც გვყოფ­ნის. ამი­ტო­მაც გაჩ­ნდა დე­ფი­ცი­ტი. ის მილ­სა­დე­ნე­ბიც, რომ­ლე­ბი­თაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან გაზს ვი­ღებთ, მაქ­სი­მუმ­ზე მუ­შა­ობს.

- თუმ­ცა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფო ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მო­წო­დე­ბის მო­ცუ­ლო­ბას მაქ­სი­მუ­მამ­დე - დღე­ში 7 მი­ლი­ონ კუ­ბურ მეტ­რამ­დე გაზ­რდი­ან...

- ჩემ­თვის ეს პა­სუ­ხი ნიშ­ნავ­და, რომ მათ რე­ა­ლუ­რად ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის პრობ­ლე­მა აქვთ. მათ არ უსა­უბ­რი­ათ იმ მილ­სა­დენ­ზე, რომ­ლი­თაც ჩვენ ახლა "სო­კა­რის­გან" გაზს ვი­ღებთ. სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, რომ იქ­ნებ გან­გვე­ხი­ლა ვა­რი­ან­ტი, რომ მო­ცუ­ლო­ბე­ბის გაზ­რდა მოხ­დეს კონ­სორ­ცი­უმ "შაჰ-დე­ნი­ზის" მილ­სა­დე­ნით, სა­დაც ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე "სო­კა­რიც" არის, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი მთლი­ა­ნად კონ­სორ­ცი­უ­მია. თე­ო­რი­უ­ლად ასე­თი რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ეს არ არის მხო­ლოდ "სო­კა­რის" გა­და­სა­წყვე­ტი. კონ­სორ­ცი­უმ­ში არი­ან "სტა­ტო­ი­ლი", BP და სხვა კომ­პა­ნი­ე­ბი.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რია და მათ­თან 20-25 წე­ლი­წა­დია იმ მე­გაპ­რო­ექ­ტებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობთ, რომ­ლებ­მაც გან­სა­ზღვრეს ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­მა­ვა­ლიც - გავ­ხდით სატ­რან­ზი­ტო ქვე­ყა­ნა და­სავ­ლე­თის ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბის­თვის. აზერ­ბა­ი­ჯან­შიც მო­ი­მა­ტა ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მოხ­მა­რე­ბამ და წე­ლი­წად­ში თით­ქმის 10 მი­ლი­არდ კუ­ბურ მეტრს მი­აღ­წია. ამას და­ვუ­მა­ტოთ მო­ცუ­ლო­ბე­ბი, რაც სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქეთს სჭირ­დე­ბა, რო­მელ­მაც ასე­ვე მოს­თხო­ვა აზერ­ბა­ი­ჯანს მი­წო­დე­ბის გაზ­რდა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

"გაზპრომის" მილს ვერ გადავახტებით?! - რით აშანტაჟებს რუსული მხარე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს?

"გაზპრომის" მილს ვერ გადავახტებით?! - რით აშანტაჟებს რუსული მხარე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს?

ყველაზე მეტ ეჭვს ფარული შეხვედრები და თვით მინისტრის სხვადასხვაგვარი ვერსიები აჩენს. კალაძე "გაზპრომთან" გაზის დამატებით მოცულობებზე დაწყებულ მოლაპარაკებებს ჯერ იმით ამართლებდა, რომ საქართველოში გაზის ძირითად იმპორტიორს, "სოკარს" თურმე არ შეუძლია, ბუნებრივ აირზე გაზრდილი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. "სოკარის" პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი ახალი დეტალი გაახმიანა, რომ რუსეთი ჩვენთან 20 წლის წინ დადებული კონტრაქტის პირობების შეცვლას ითხოვს და საქართველოს გაზსადენში გატარებული გაზის სანაცვლოდ ბუნებრივ აირს კი არ დაგვიტოვებს "ნატურით", როგორც აქამდე, არამედ ტრანზიტის საფასურს ფულით გადაგვიხდის. მაგრამ, სპეციალისტების მტკიცებით, ეს თანხა "ნატურით" დატოვებული მოცულობის შეძენას არ ეყოფა და საჭირო რაოდენობის მისაღებად, რუსეთისთვის ფულის გადახდა იქით მოგვიწევს.

კიდევ რა სიურპრიზები დაგვხვდება "გაზპრომთან" გაფორმებულ ხელშეკრულებაში, ამის პროგნოზირება რთულია, რადგან საკონტრაქტო პირობები, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, გაზისა და ნავთობის კორპორაცია ამუშავებს, მკაცრად გასაიდუმლოებულია. ჩვენთვის ქართულ-რუსული მოლაპარაკებების რამდენიმე საინტერესო დეტალი გახდა ცნობილი.

დავით მირცხულავა, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი: "საქართველოში გაზის მოხმარება იზრდება და 2016 წლის ბალანსით, უკვე 2,5 მილიარდი კუბური მეტრი გვჭირდება წელიწადში. ამასთან, გვაქვს სეზონური დისპროპორცია - თუ ზამთარში თვეში 11,5 მილიონი კუბური მეტრი გაზი გვჭირდება, ზაფხულში 4 მილიონიც გვყოფნის. ამიტომაც გაჩნდა დეფიციტი. ის მილსადენებიც, რომლებითაც აზერბაიჯანიდან გაზს ვიღებთ, მაქსიმუმზე მუშაობს.

- თუმცა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მოწოდების მოცულობას მაქსიმუმამდე - დღეში 7 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდიან...

- ჩემთვის ეს პასუხი ნიშნავდა, რომ მათ რეალურად ბუნებრივი გაზის პრობლემა აქვთ. მათ არ უსაუბრიათ იმ მილსადენზე, რომლითაც ჩვენ ახლა "სოკარისგან" გაზს ვიღებთ. საუბარი იყო იმაზე, რომ იქნებ განგვეხილა ვარიანტი, რომ მოცულობების გაზრდა მოხდეს კონსორციუმ "შაჰ-დენიზის" მილსადენით, სადაც ერთ-ერთი მონაწილე "სოკარიც" არის, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები მთლიანად კონსორციუმია. თეორიულად ასეთი რამ შესაძლებელია, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ "სოკარის" გადასაწყვეტი. კონსორციუმში არიან "სტატოილი", BP და სხვა კომპანიები.

აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მათთან 20-25 წელიწადია იმ მეგაპროექტებში ვმონაწილეობთ, რომლებმაც განსაზღვრეს ჩვენი პოლიტიკური მომავალიც - გავხდით სატრანზიტო ქვეყანა დასავლეთის ენერგოუსაფრთხოებისთვის. აზერბაიჯანშიც მოიმატა ბუნებრივი აირის მოხმარებამ და წელიწადში თითქმის 10 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. ამას დავუმატოთ მოცულობები, რაც საქართველოსა და თურქეთს სჭირდება, რომელმაც ასევე მოსთხოვა აზერბაიჯანს მიწოდების გაზრდა ხელშეკრულების შესაბამისად.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."