კვოტების "ომი" იწყება?! - ვის რა ამბიცია აქვს 2016 წლის არჩევნებისთვის

კვოტების "ომი" იწყება?! - ვის რა ამბიცია აქვს 2016 წლის არჩევნებისთვის

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კოალიციაში საარჩევნო სიის კვოტების გადანაწილებაზე საუბარი გააქტიურდა. მართალია, გაერთიანებაში შემავალი პარტიული სუბიექტების ლიდერები დაპირისპირებას უარყოფენ, მაგრამ კოალიციის ზოგიერთი წევრის განცხადებები მიანიშნებს, რომ სიებზე შეთანხმება "ქართული ოცნებისთვის" იოლი არ იქნება. მეტიც - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა დიდი ამბიციების მქონე დაბალრეიტინგიან კოლეგებს კოალიციის დატოვებისა და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობისკენ მოუწოდა.

"კოალიციაში კვოტები თანაბრად ვერ გადანაწილდება"

ფრაქცია "ქართული ოცნე­ბის" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი კოალიციაში დაპირისპირებას გამორიცხავს, თუმცა,­ დასძენს, რომ წინასაარჩევნოდ კვოტები თანაბრად ვერ განაწილდება.

- სისულელეა კოალიციაში დაპირისპირებაზე საუბარი. თამაზ მეჭიაურს კონკრეტული პარტიები არ დაუსახელებია და მხოლოდ ის განაცხადა, კოალიცია საარჩევნო შემადგენლობას იმ პერიოდისთვის პარტიების რეიტინგის მიხედვით გადაწყვეტსო.

- ვინ უნდა შეაფასოს პარტიების პოლიტიკური რეიტინგი არჩევნებამდე და ნიშნავს თუ არა თქვენი განცხადება, რომ პარტიებს კვოტები თანაბრად არ გაუნაწილდება?

- პარტიული რეიტინგით უნდა განისაზღვროს თითოეული ადამიანის რაოდენობა. კვოტები თანაბრად ვერ განაწილდება, ასე არც წინა არჩევნებზე მომხდარა.

ვინ რა რაოდენობით იქნება წარმოდგენილი, შეთანხმების საფუძველზე გადაწყდება.

"პროვოკაციებზე ვერ წამოგვიკიდებენ"

"რესპუბლიკური პარტი­ის" ლი­დერის, დავით ბერძ­ენი­შვილის­ განცხადებით, პარტია ამ ეტაპზე­ კოალიციის რიგითი წევრების განცხადებებს მნიშვნელობას არ ანიჭებს:

- კოალიციაში საარჩევნო სიებზე მოლაპარაკებები არ დაწყებულა და ამიტომ კოლეგებთან ჯერჯერობით არც დაძაბული ურთიერთობა გვაქვს და არც - დამტკბარი. უნდა გაირკვეს სხვადასხვა პარტიის წილი, ვინ სად იქნება კანდიდატი... თუმცა, ამ საკითხებზე მმართველ ორგანოში, პოლიტსაბჭოში ვიმსჯელებთ.

- პარტია "ქართული ოცნების" წევრი დაუფარავად აცხადებს, რომ დაბალრეიტინგულ პოლიტიკურ ძალებს­ დიდი ამბიციების შემთხვევაში პარტიის დატოვება მოუწევთ. ამ ჩამონათვალში "რესპუბლიკელებიც" იგულისხმებიან?

- ვინც პოლი­ტსაბჭოს წევრი არ გახლავთ, მისი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. "რესპუბ­ლიკელები"­ მშვიდად ვართ და ასეთ განცხ­ადებებს კორექტულად ვპას­უხობთ.

კოალიციაში ურთიერთობის ფორ­მებზე უფლებამოსილი პირების კვალიფიციურ მსჯელობას ველოდებით.

"რესპუბლიკური პარტია" გამ­ოცდილი პოლიტიკური სუბიექტია და საკანონმდებლო თუ აღმას­რულებელ ხელისუფლებაშიც მეორე პოლიტიკური ძალაა. კონკრეტული პირები ვერც მარჯვნიდან და ვერც მარცხნიდან შემოტევით პროვოკაციებზე ჩვენს წამოკიდებას ვერასოდეს ახერხებენ. ბუნებრივია, პარტიის შიგნით სიებზე მუშაობა უკვე დავიწყეთ.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."