საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეკითხვები შეეხებოდა სამსახურებრივ საკითხებს" - ქირიას მკვლელობის საქმეზე ბიძინა კუჭავას მეუღლე და "საქართველოს ხმის" დირექტორი დაკითხეს
"შეკითხვები შეეხებოდა სამსახურებრივ საკითხებს" - ქირიას მკვლელობის საქმეზე ბიძინა კუჭავას მეუღლე და "საქართველოს ხმის" დირექტორი დაკითხეს

სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო სამ­ხა­რეო პრო­კუ­რო­რის, ვახ­ტანგ ქი­რი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში, ბრალ­დე­ბულ ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას მე­უღ­ლე და "სა­ქარ­თვე­ლოს ხმის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი მა­მუ­კა კუ­ჭა­ვა და­კი­თხეს.

რო­გორც მა­მუ­კა კუ­ჭა­ვამ და­კი­თხვი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, შე­კი­თხვე­ბი ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და.

"ბი­ძი­ნას ირ­გვლივ იყო მხო­ლოდ სა­უ­ბა­რი. არა­ფე­რი მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმი­ტომ რომ მე ეს, რა თქმა უნდა, ისე ვიცი, რო­გორც თქვენ. შე­კი­თხვე­ბი შე­ე­ხე­ბო­და სამ­სა­ხუ­რებ­რივ სა­კი­თხებს - რა­დი­ო­ში რა ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, სად იჯდა, იყო თუ არა ჩვენ­თან და ასე­თი დე­ტა­ლე­ბი აინ­ტე­რე­სებ­დათ. სხვა არა­ფე­რი", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა კუ­ჭა­ვამ.

ამას­თან, მან და­ა­დას­ტუ­რა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ მოკ­ლუ­ლი პრო­კუ­რო­რი ვახ­ტანგ ქი­რია და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, ასე­ვე გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვა ნა­თე­სა­ვე­ბი იყ­ვნენ.

შსს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ადას­ტუ­რებს, რომ სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო სამ­ხა­რეო პრო­კუ­რო­რის, ვახ­ტანგ ქი­რი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლია ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვა, ამ უკა­ნას­კნელ­მა კი, თა­ვის მხრივ, სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გუ­შინ გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე უწყე­ბის სა­ზო­გა­დო­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა თეა პერ­ტა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და, ბინა, რო­მელ­შიც იპო­ვეს ქი­რი­ას ცხე­და­რი, ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ჰქონ­და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, ვახ­ტანგ ქი­რი­ას გვა­მის და­ნა­წევ­რე­ბის სა­წყი­სი ეტა­პის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კვა­ლი ემ­ჩნე­ო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას, შსს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან პო­ლი­ცი­ის მიერ დევ­ნის ოპე­რა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

ამას­თან, შსს ხაზს უს­ვამს, რომ ვახ­ტანგ ქი­რი­ას და ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ნა­თე­სა­უ­რი და საკ­მა­ოდ ახლო კავ­ში­რი ჰქონ­დათ და ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი შე­ხე­ბა­ში არ არის ვახ­ტანგ ქი­რი­ას სამ­სა­ხუ­რებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"შეკითხვები შეეხებოდა სამსახურებრივ საკითხებს" - ქირიას მკვლელობის საქმეზე ბიძინა კუჭავას მეუღლე და "საქართველოს ხმის" დირექტორი დაკითხეს

"შეკითხვები შეეხებოდა სამსახურებრივ საკითხებს" - ქირიას მკვლელობის საქმეზე ბიძინა კუჭავას მეუღლე და "საქართველოს ხმის" დირექტორი დაკითხეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამხარეო პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში, ბრალდებულ ბიძინა კუჭავას მეუღლე და "საქართველოს ხმის" აღმასრულებელი დირექტორი მამუკა კუჭავა დაკითხეს.

როგორც მამუკა კუჭავამ დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეკითხვები ბიძინა კუჭავას საქმიანობას უკავშირდებოდა.

"ბიძინას ირგვლივ იყო მხოლოდ საუბარი. არაფერი მკვლელობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე ეს, რა თქმა უნდა, ისე ვიცი, როგორც თქვენ. შეკითხვები შეეხებოდა სამსახურებრივ საკითხებს - რადიოში რა ურთიერთობა ჰქონდა, სად იჯდა, იყო თუ არა ჩვენთან და ასეთი დეტალები აინტერესებდათ. სხვა არაფერი", - განაცხადა მამუკა კუჭავამ.

ამასთან, მან დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ მოკლული პროკურორი ვახტანგ ქირია და მკვლელობაში ბრალდებული, ასევე გარდაცვლილი ბიძინა კუჭავა ნათესავები იყვნენ.

შსს ოფიციალურად ადასტურებს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამხარეო პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულია ბიძინა კუჭავა, ამ უკანასკნელმა კი, თავის მხრივ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე უწყების საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ განაცხადა, ბინა, რომელშიც იპოვეს ქირიას ცხედარი, ბიძინა კუჭავას ჰქონდა დაქირავებული.

მისივე ინფორმაციით, გამოძიების თანახმად, ვახტანგ ქირიას გვამის დანაწევრების საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი კვალი ემჩნეოდა.

რაც შეეხება ბიძინა კუჭავას, შსს-ის ინფორმაციით, მან პოლიციის მიერ დევნის ოპერაციის განხორციელებისას სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამასთან, შსს ხაზს უსვამს, რომ ვახტანგ ქირიას და ბიძინა კუჭავას ნათესაური და საკმაოდ ახლო კავშირი ჰქონდათ და ჩადენილი დანაშაული შეხებაში არ არის ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ მდგომარეობასთან.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ