მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხედარს გარკვეული დაზიანებები აღენიშნება" - ბიძინა კუჭავას ოჯახი გამოძიების პროცესში კერძო ექსპერტის ჩართვას ითხოვს
"ცხედარს გარკვეული დაზიანებები აღენიშნება" - ბიძინა კუჭავას ოჯახი გამოძიების პროცესში კერძო ექსპერტის ჩართვას ითხოვს

ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ოჯა­ხი გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში კერ­ძო ექ­სპერ­ტის ჩარ­თვას ითხოვს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო სამ­ხა­რეო პრო­კუ­რო­რის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის, ასე­ვე გარ­დაც­ვლილ ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ოჯახს გა­მო­ძი­ე­ბას­თან კი­თხვე­ბი აქვს. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს კუ­ჭა­ვას ოჯა­ხის წევ­რმა, გი­ორ­გი ჯი­ქი­ამ გა­ნუ­ცხა­და, ცხე­დარს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა, რის გა­მოც პრო­ცეს­ში კერ­ძო ექ­სპერ­ტის ჩარ­თვას ითხო­ვენ.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვა იყო ჩემი მა­მო­ბი­ლი. ვე­ლო­დე­ბით კერ­ძო ექ­სპერტს, რო­მე­ლიც უკე­თე­სად გა­მო­იკ­ვლევს, იმი­ტომ რომ ცხე­დარს გარ­კვე­უ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც კი­თხვებს ბა­დებს. თვით­მკვლე­ლო­ბას გა­მოვ­რი­ცხავთ. გა­მოვ­რი­ცხავთ ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას მიერ ვახ­ტანგ ქი­რი­ას მკვლე­ლო­ბა­საც", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ჯი­ქი­ამ.

შსს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ადას­ტუ­რებს, რომ სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო სამ­ხა­რეო პრო­კუ­რო­რის, ვახ­ტანგ ქი­რი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლია ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვა, ამ უკა­ნას­კნელ­მა კი, თა­ვის მხრივ, სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გუ­შინ გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე უწყე­ბის სა­ზო­გა­დო­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა თეა პერ­ტა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და, ბინა, რო­მელ­შიც იპო­ვეს ქი­რი­ას ცხე­და­რი, ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ჰქონ­და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, ვახ­ტანგ ქი­რი­ას გვა­მის და­ნა­წევ­რე­ბის სა­წყი­სი ეტა­პის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კვა­ლი ემ­ჩნე­ო­და. რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას, შსს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან პო­ლი­ცი­ის მიერ დევ­ნის ოპე­რა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

ამას­თან, შსს ხაზს უს­ვამს, რომ ვახ­ტანგ ქი­რი­ას და ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ნა­თე­სა­უ­რი და საკ­მა­ოდ ახლო კავ­ში­რი ჰქონ­დათ და ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი შე­ხე­ბა­ში არ არის ვახ­ტანგ ქი­რი­ას სამ­სა­ხუ­რებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"ცხედარს გარკვეული დაზიანებები აღენიშნება" - ბიძინა კუჭავას ოჯახი გამოძიების პროცესში კერძო ექსპერტის ჩართვას ითხოვს

"ცხედარს გარკვეული დაზიანებები აღენიშნება" - ბიძინა კუჭავას ოჯახი გამოძიების პროცესში კერძო ექსპერტის ჩართვას ითხოვს

ბიძინა კუჭავას ოჯახი გამოძიების პროცესში კერძო ექსპერტის ჩართვას ითხოვს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამხარეო პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულის, ასევე გარდაცვლილ ბიძინა კუჭავას ოჯახს გამოძიებასთან კითხვები აქვს. როგორც ჟურნალისტებს კუჭავას ოჯახის წევრმა, გიორგი ჯიქიამ განუცხადა, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება, რის გამოც პროცესში კერძო ექსპერტის ჩართვას ითხოვენ.

იხილეთ ვიდეო

"ბიძინა კუჭავა იყო ჩემი მამობილი. ველოდებით კერძო ექსპერტს, რომელიც უკეთესად გამოიკვლევს, იმიტომ რომ ცხედარს გარკვეული დაზიანებები აღენიშნება, რომლებიც კითხვებს ბადებს. თვითმკვლელობას გამოვრიცხავთ. გამოვრიცხავთ ბიძინა კუჭავას მიერ ვახტანგ ქირიას მკვლელობასაც", - განაცხადა გიორგი ჯიქიამ.

შსს ოფიციალურად ადასტურებს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამხარეო პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულია ბიძინა კუჭავა, ამ უკანასკნელმა კი, თავის მხრივ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე უწყების საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ განაცხადა, ბინა, რომელშიც იპოვეს ქირიას ცხედარი, ბიძინა კუჭავას ჰქონდა დაქირავებული.

მისივე ინფორმაციით, გამოძიების თანახმად, ვახტანგ ქირიას გვამის დანაწევრების საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი კვალი ემჩნეოდა. რაც შეეხება ბიძინა კუჭავას, შსს-ის ინფორმაციით, მან პოლიციის მიერ დევნის ოპერაციის განხორციელებისას სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამასთან, შსს ხაზს უსვამს, რომ ვახტანგ ქირიას და ბიძინა კუჭავას ნათესაური და საკმაოდ ახლო კავშირი ჰქონდათ და ჩადენილი დანაშაული შეხებაში არ არის ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ მდგომარეობასთან.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ