პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დოკუმენტით დასტურდება, რომ "კაბელების" საქმეში არ არსებობს გარემოება, რომელიც თავდაცვის მაღალჩინოსნების ბრალეულობას დაადასტურებდა"
"დოკუმენტით დასტურდება, რომ "კაბელების" საქმეში არ არსებობს გარემოება, რომელიც თავდაცვის მაღალჩინოსნების ბრალეულობას დაადასტურებდა"

დო­კუ­მენ­ტით, რო­მე­ლიც ვიცე-პოლ­კოვ­ნიკ­მა თე­მურ მი­რი­ა­ნაშ­ვილ­მა წარ­მო­ად­გი­ნა, დას­ტურ­დე­ბა, რომ "კა­ბე­ლე­ბის" საქ­მე­ში არ არ­სე­ბობს გა­რე­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც და­ა­დას­ტუ­რებ­და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბას, - ამის შე­სა­ხებ "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ირაკ­ლი ჩი­ქო­ვან­მა გა­ნა­ცხა­და.

ჩი­ქო­ვა­ნი იმე­დოვ­ნებს, რომ სა­სა­მარ­თლო შეძ­ლებს იყოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ამ დო­კუ­მენტს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად მი­ი­ღებს.

"კა­ბე­ლე­ბის საქ­მე, მთლი­ა­ნად არის აგე­ბუ­ლი იმ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ზე, რომ "დელ­ტა­კომ­მი" "სილ­ქნეტ­ზე" უფრო ია­ფად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­და მომ­სა­ხუ­რე­ბას. "კა­ბე­ლე­ბის საქ­მის" მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას "დელ­ტა­კო­მი" და­ჟი­ნე­ბით აცხა­დებ­და, რომ ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვას უფა­სოდ სთა­ვა­ზობ­და. ყვე­ლა ექ­სპერ­ტუ­ლი დას­კვნა, ყვე­ლა სამ­ხი­ლი, რო­მელ­საც ბრალ­დე­ბა, ანუ პრო­კუ­რა­ტუ­რა წარ­მო­ად­გენს, ეყ­რდნო­ბა მო­ცე­მუ­ლო­ბას, რომ "დელ­ტა­კო­მის" სა­ტენ­დერო შე­თა­ვა­ზე­ბით, ეს კომ­პა­ნია უფა­სოდ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­და სა­ტენ­დერო პი­რო­ბებ­ში მო­ცე­მულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. თუმ­ცა ამ დო­კუ­მენ­ტით, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თმა მოწ­მემ, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ჟ-6 კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სის­ტე­მე­ბის დე­პარ­ტმენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სის­ტე­მე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, ვიცე-პოლ­კოვ­ნიკ­მა თ. მი­რი­ა­ნაშ­ვილ­მა წარ­მო­ად­გი­ნა, ირ­კვე­ვა შემ­დე­გი: დელ­ტა­კო­მი არ აპი­რებ­და უფა­სოდ მომ­სა­ხუ­რე­ბას და მე­ტიც, რა სა­ფა­სურ­საც ითხოვს "დელ­ტა­კო­მი" 13 მი­ლი­ო­ნი ლა­რით უფრო მე­ტია, ვიდ­რე დღეს ტენ­დე­რის შე­დე­გად და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამ დო­კუ­მენ­ტით ნათ­ლად დგინ­დე­ბა - ტენ­დე­რის შე­დე­გად, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ "სილ­ქნეტ­თან" გა­ა­ფორ­მა, 13 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი იქნა და­ზო­გი­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ სა­სა­მარ­თლო შეძ­ლებს იყოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ამ ახალ გა­რე­მო­ე­ბას მი­ი­ღებს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად", - გა­ნა­ცხა­და ჩი­ქო­ვან­მა. "კა­ბე­ლე­ბის საქ­მე­ზე" მო­რი­გი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ხვალ გა­ი­მარ­თე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"დოკუმენტით დასტურდება, რომ "კაბელების" საქმეში არ არსებობს გარემოება, რომელიც თავდაცვის მაღალჩინოსნების ბრალეულობას დაადასტურებდა"

"დოკუმენტით დასტურდება, რომ "კაბელების" საქმეში არ არსებობს გარემოება, რომელიც თავდაცვის მაღალჩინოსნების ბრალეულობას დაადასტურებდა"

დოკუმენტით, რომელიც ვიცე-პოლკოვნიკმა თემურ მირიანაშვილმა წარმოადგინა, დასტურდება, რომ "კაბელების" საქმეში არ არსებობს გარემოება, რომელიც დაადასტურებდა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ბრალეულობას, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანი იმედოვნებს, რომ სასამართლო შეძლებს იყოს დამოუკიდებელი და ამ დოკუმენტს მტკიცებულებად მიიღებს.

"კაბელების საქმე, მთლიანად არის აგებული იმ მოცემულობაზე, რომ "დელტაკომმი" "სილქნეტზე" უფრო იაფად განახორციელებდა მომსახურებას. "კაბელების საქმის" მიმდინარეობისას "დელტაკომი" დაჟინებით აცხადებდა, რომ ის თავდაცვის სამინისტროს მომსახურების გაწევას უფასოდ სთავაზობდა. ყველა ექსპერტული დასკვნა, ყველა სამხილი, რომელსაც ბრალდება, ანუ პროკურატურა წარმოადგენს, ეყრდნობა მოცემულობას, რომ "დელტაკომის" სატენდერო შეთავაზებით, ეს კომპანია უფასოდ განახორციელებდა სატენდერო პირობებში მოცემულ ვალდებულებებს. თუმცა ამ დოკუმენტით, რომელიც ერთ-ერთმა მოწმემ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტმენტის ინფორმაციული სისტემების სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკმა თ. მირიანაშვილმა წარმოადგინა, ირკვევა შემდეგი: დელტაკომი არ აპირებდა უფასოდ მომსახურებას და მეტიც, რა საფასურსაც ითხოვს "დელტაკომი" 13 მილიონი ლარით უფრო მეტია, ვიდრე დღეს ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს. ამ დოკუმენტით ნათლად დგინდება - ტენდერის შედეგად, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ "სილქნეტთან" გააფორმა, 13 მილიონ ლარზე მეტი იქნა დაზოგილი. აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლო შეძლებს იყოს დამოუკიდებელი და ამ ახალ გარემოებას მიიღებს მტკიცებულებად", - განაცხადა ჩიქოვანმა. "კაბელების საქმეზე" მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ