მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი ზუგდიდში გადაასვენეს
პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი ზუგდიდში გადაასვენეს

პრო­კუ­რორ ვახ­ტანგ ქი­რი­ას ცხე­და­რი ზუგ­დიდ­ში გა­და­ას­ვე­ნეს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის უფ­რო­სი პრო­კუ­რო­რის, ვახ­ტანგ ქი­რი­ას ცხე­და­რი ზუგ­დიდ­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში გა­და­ას­ვე­ნეს. მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა მის­მა ძმამ, ელ­დარ ქი­რი­ამ, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რობს და გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის მო­ლო­დინ­შია.

"ზუს­ტად ვე­რა­ფერს გე­ტყვით, გა­მო­ძე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და მო­ტი­ვიც მა­შინ გა­მო­იკ­ვე­თე­ბა და სხვა დე­ტა­ლე­ბიც", - აღ­ნიშ­ნა მან.

ამას­თან, გარ­დაც­ვლი­ლის ძმამ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებს სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის­თვის და მისი ძმის ცხედ­რის პოვ­ნის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ასე­ვე სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ კობა ქან­თა­რი­ამ, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ ქი­რი­ას მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი სა­ვა­რა­უ­დოდ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი არ ყო­ფი­ლა. "სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­ტი­ვი არ იყო სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი, რო­გორც ეს ახ­ლობ­ლე­ბის­გან გა­ვი­გე, თუმ­ცა და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს", - აღ­ნიშ­ნა ქან­თა­რი­ამ.

შს სა­მი­ნის­ტრომ ვახ­ტანგ ქი­რი­ას საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 108-ე, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო. სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რი ვახ­ტანგ ქი­რია გუ­შინ მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. პრო­კუ­რო­რის ცხე­და­რი ქავ­თა­რა­ძის ქუ­ჩა­ზე #35-ე სკო­ლას­თან მდე­ბა­რე კორ­პუ­სის პირ­ველ სარ­თულ­ზე აღ­მო­ჩი­ნეს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ირაკ­ლი შო­თა­ძე და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ად­გილ­ზე ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქი­რი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლია "სა­ქარ­თვე­ლოს ხმის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვა, რო­მელ­მაც ასე­ვე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავი მო­იკ­ლა. მისი ცხე­და­რი პრო­ზექ­ტუ­რა­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი და ექ­სპერ­ტი­ზა უტარ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა კუ­ჭა­ვას მე­უღ­ლეს, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის და­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა. ასე­ვე, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქავ­თა­რა­ძის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბუ­ლი სახ­ლი, სა­დაც პრო­კუ­რო­რის ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ჰქონ­და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი ზუგდიდში გადაასვენეს

პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი ზუგდიდში გადაასვენეს

პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი ზუგდიდში გადაასვენეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის, ვახტანგ ქირიას ცხედარი ზუგდიდში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა მისმა ძმამ, ელდარ ქირიამ, რომელიც მკვლელობის დეტალებზე არ საუბრობს და გამოძიების შედეგების მოლოდინშია.

"ზუსტად ვერაფერს გეტყვით, გამოძება მიმდინარეობს და მოტივიც მაშინ გამოიკვეთება და სხვა დეტალებიც", - აღნიშნა მან.

ამასთან, გარდაცვლილის ძმამ საგამოძიებო უწყებებს სწრაფი რეაგირებისთვის და მისი ძმის ცხედრის პოვნისთვის მადლობა გადაუხადა.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ქირიას მკვლელობის მოტივი სავარაუდოდ, სამსახურებრივი არ ყოფილა. "სავარაუდოდ, მოტივი არ იყო სამსახურებრივი, როგორც ეს ახლობლებისგან გავიგე, თუმცა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს", - აღნიშნა ქანთარიამ.

შს სამინისტრომ ვახტანგ ქირიას საქმეზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია გუშინ მოკლული იპოვეს. პროკურორის ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე #35-ე სკოლასთან მდებარე კორპუსის პირველ სართულზე აღმოჩინეს. შემთხვევის ადგილზე მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმყოფებოდნენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქირიას მკვლელობაში ეჭვმიტანილია "საქართველოს ხმის" დამფუძნებელი ბიძინა კუჭავა, რომელმაც ასევე გავრცელებული ინფორმაციით, თავი მოიკლა. მისი ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება. რაც შეეხება კუჭავას მეუღლეს, არსებული ინფორმაციით, ის დაკითხვაზე იმყოფება. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე არსებული სახლი, სადაც პროკურორის ცხედარი აღმოაჩინეს, ბიძინა კუჭავას ჰქონდა დაქირავებული.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია