პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელმა თავი მოიკლა
გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელმა თავი მოიკლა

სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის უფ­რო­სი პრო­კუ­რო­რის სა­ვა­რა­უ­დო მკვლელ­მა თავი მო­იკ­ლა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" ავ­რცე­ლებს. "მო­ამ­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 50 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კაც­მა, რო­მე­ლიც ვახ­ტანგ ქი­რი­ას ნა­თე­სა­ვი იყო, სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით მას შემ­დეგ და­ას­რუ­ლა, რაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მის კვალ­ზე გა­ვიდ­ნენ.

ამას­თან, "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბინა, რო­მელ­შიც წუ­ხელ ქი­რი­ას გვა­მი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, სწო­რედ მკვლე­ლის და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი იყო. პრო­კუ­რო­რის სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლის მიერ თვით­მკვლე­ლო­ბის და სხვა დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი უწყე­ბე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ სა­უბ­რო­ბენ.

იხი­ლეთ ვი­დეო

სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რი ვახ­ტანგ ქი­რია გუ­შინ მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. პრო­კუ­რო­რის ცხე­და­რი ქავ­თა­რა­ძის ქუ­ჩა­ზე #35-ე სკო­ლას­თან მდე­ბა­რე კორ­პუ­სის პირ­ველ სარ­თულ­ზე აღ­მო­ჩი­ნეს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ირაკ­ლი შო­თა­ძე და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ად­გილ­ზე ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ.

ვახ­ტანგ ქი­რი­ას შვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მე­დის­გან შე­ი­ტყო. ვაჟა-ფშა­ვე­ლას მე-7 კვარტლის 24-ე კორ­პუ­სის მცხოვ­რებ­ლე­ბი კი პი­რად სა­უბ­რებ­ში ამ­ბობ­დნენ, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე დღეა მათ ბი­ნებს ამოწ­მებ­დნენ.

ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე, გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ ვაჟა-ფშა­ვე­ლას მე-7 კვარ­ტალ­ში, 24-ე კორ­პუს­ში, აღ­მო­ჩე­ნი­ლი მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი ვახ­ტანგ ქი­რი­აა. კი­თხვა­ზე, არის თუ არა ის მოკ­ლუ­ლი, გა­ბი­ტაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, მოკ­ლუ­ლია, თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­რცელ­დე­ბა.

სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის უფ­როს პრო­კუ­რორს ვახ­ტანგ ქი­რი­ას რამ­დე­ნი­მე დღე ვერ პო­უ­ლობ­დნენ. ქი­რია სახ­ლი­დან გა­ვი­და და აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. მისი ტე­ლე­ფო­ნი კი რუს­თავ­ში, ქუ­ჩა­ში იპო­ვეს, მაგ­რამ თა­ვად არ­სად ჩან­და. ასე­ვე ვერ აგ­ნე­ბენ ქი­რი­ას ავ­ტო­მო­ბილს.

პრო­კუ­რო­რის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ვერ­სი­ებ­ზე სა­უბ­რობ­და "რუს­თა­ვი 2". ერთ-ერთ ვერ­სი­ად მისი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ხელ­დე­ბო­და. კერ­ძოდ, ქი­რია ზუგ­დი­დის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მუ­შა­ობ­და და მას ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბი ება­რა. ასე­ვე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ მას უც­ნობ­მა პი­რებ­მა და­უ­რე­კეს, იგი სახ­ლი­დან გა­ვი­და, მან მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს მხო­ლოდ ერთხელ უპა­სუ­ხა, ხოლო შინ აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ბინა, სა­დაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, პრო­კუ­რორ ვახ­ტანგ ქი­რი­ას ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს ქი­რავ­დე­ბო­და

პრო­კუ­რო­რი ვახ­ტანგ ქი­რია სა­ვა­რა­უ­დოდ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით არის მოკ­ლუ­ლი

გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელმა თავი მოიკლა

გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელმა თავი მოიკლა

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის სავარაუდო მკვლელმა თავი მოიკლა, - ამის შესახებ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. "მოამბის" ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის მამაკაცმა, რომელიც ვახტანგ ქირიას ნათესავი იყო, სიცოცხლე თვითმკვლელობით მას შემდეგ დაასრულა, რაც სამართალდამცველები მის კვალზე გავიდნენ.

ამასთან, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ბინა, რომელშიც წუხელ ქირიას გვამი აღმოაჩინეს, სწორედ მკვლელის დაქირავებული იყო. პროკურორის სავარაუდო მკვლელის მიერ თვითმკვლელობის და სხვა დეტალების შესახებ ოფიციალური უწყებები ჯერჯერობით არ საუბრობენ.

იხილეთ ვიდეო

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია გუშინ მოკლული იპოვეს. პროკურორის ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე #35-ე სკოლასთან მდებარე კორპუსის პირველ სართულზე აღმოჩინეს. შემთხვევის ადგილზე მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმყოფებოდნენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

ვახტანგ ქირიას შვილმა განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ მედისგან შეიტყო. ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტლის 24-ე კორპუსის მცხოვრებლები კი პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ სამართალდამცველები რამდენიმე დღეა მათ ბინებს ამოწმებდნენ.

ადგილზე იმყოფებოდა მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი, რომელმაც დაადასტურა, რომ ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, 24-ე კორპუსში, აღმოჩენილი მამაკაცის ცხედარი ვახტანგ ქირიაა. კითხვაზე, არის თუ არა ის მოკლული, გაბიტაშვილმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, მოკლულია, თუმცა, მისივე თქმით, ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გავრცელდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას რამდენიმე დღე ვერ პოულობდნენ. ქირია სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ტელეფონი კი რუსთავში, ქუჩაში იპოვეს, მაგრამ თავად არსად ჩანდა. ასევე ვერ აგნებენ ქირიას ავტომობილს.

პროკურორის გაუჩინარების ვერსიებზე საუბრობდა "რუსთავი 2". ერთ-ერთ ვერსიად მისი სამსახურეობრივი საქმიანობა სახელდებოდა. კერძოდ, ქირია ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში მუშაობდა და მას ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულები ებარა. ასევე ტელეკომპანიის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მას უცნობმა პირებმა დაურეკეს, იგი სახლიდან გავიდა, მან მობილურ ტელეფონს მხოლოდ ერთხელ უპასუხა, ხოლო შინ აღარ დაბრუნებულა.

"ინტერპრესნიუსი"

ბინა, სადაც, სავარაუდოდ, პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოაჩინეს ქირავდებოდა

პროკურორი ვახტანგ ქირია სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია