მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დადასტურდა, რომ გარდაცვლილი პროკურორი ვახტანგ ქირიაა
დადასტურდა, რომ გარდაცვლილი პროკურორი ვახტანგ ქირიაა

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე, გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვი­ლი ადას­ტუ­რებს, რომ ვაჟა-ფშა­ვე­ლას მე-7 კვარ­ტალ­ში, 24-ე კორ­პუს­ში, აღ­მო­ჩე­ნი­ლი მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი ვახ­ტანგ ქი­რი­აა. ამის შე­სა­ხებ გა­ბი­ტაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. კი­თხვა­ზე, არის თუ არა ის მოკ­ლუ­ლი, გა­ბი­ტაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, მოკ­ლუ­ლია, თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, გან­ცხა­დე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­რცელ­დე­ბა. ად­გილ­ზე ამ დრომ­დე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის უფ­როს პრო­კუ­რორს ვახ­ტანგ ქი­რი­ას რამ­დე­ნი­მე დღეა ვერ პო­უ­ლო­ბენ. ქი­რია სახ­ლი­დან გა­ვი­და და აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. მისი ტე­ლე­ფო­ნი კი რუს­თავ­ში, ქუ­ჩა­ში იპო­ვეს, მაგ­რამ თა­ვად არ­სად ჩანს. ასე­ვე ვერ აგ­ნე­ბენ ქი­რი­ას ავ­ტო­მო­ბილს. პრო­კუ­რო­რის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ერთ-ერთ ვერ­სი­ად მისი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა. კერ­ძოდ, ქი­რია ზუგ­დი­დის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მუ­შა­ობ­და და მას ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბი ება­რა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოთხი დღის წინ მას უც­ნობ­მა პი­რებ­მა და­უ­რე­კეს, იგი სახ­ლი­დან გა­ვი­და, მან მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს მხო­ლოდ ერთხელ უპა­სუ­ხა, ხოლო შინ აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნა­თია სუ­ხი­აშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გუ­შინ გა­ნუ­ცხა­და, რომ სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი პრო­კუ­რო­რი ვახ­ტანგ ქი­რია თით­ქმის ორი დღეა არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა სამ­სა­ხურ­ში და არც ოჯახ­თან კონ­ტაქ­ტზე გა­სუ­ლა. მი­სი­ვე თქმით, მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნის მიზ­ნით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

დადასტურდა, რომ გარდაცვლილი პროკურორი ვახტანგ ქირიაა

დადასტურდა, რომ გარდაცვლილი პროკურორი ვახტანგ ქირიაა

მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი ადასტურებს, რომ ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, 24-ე კორპუსში, აღმოჩენილი მამაკაცის ცხედარი ვახტანგ ქირიაა. ამის შესახებ გაბიტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. კითხვაზე, არის თუ არა ის მოკლული, გაბიტაშვილი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, მოკლულია, თუმცა, მისივე თქმით, განცხადება მოგვიანებით გავრცელდება. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას რამდენიმე დღეა ვერ პოულობენ. ქირია სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ტელეფონი კი რუსთავში, ქუჩაში იპოვეს, მაგრამ თავად არსად ჩანს. ასევე ვერ აგნებენ ქირიას ავტომობილს. პროკურორის გაუჩინარების ერთ-ერთ ვერსიად მისი სამსახურეობრივი საქმიანობა განიხილება. კერძოდ, ქირია ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში მუშაობდა და მას ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულები ებარა. გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი დღის წინ მას უცნობმა პირებმა დაურეკეს, იგი სახლიდან გავიდა, მან მობილურ ტელეფონს მხოლოდ ერთხელ უპასუხა, ხოლო შინ აღარ დაბრუნებულა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" გუშინ განუცხადა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირია თითქმის ორი დღეა არ გამოცხადებულა სამსახურში და არც ოჯახთან კონტაქტზე გასულა. მისივე თქმით, მიმდინარეობს აქტიური მოქმედებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია