სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქავთარაძის ქუჩაზე პროკურორ ვახტანგ ქირიას ახლობლები იმყოფებიან
ქავთარაძის ქუჩაზე პროკურორ ვახტანგ ქირიას ახლობლები იმყოფებიან

ქავ­თა­რა­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ვახ­ტანგ ქი­რი­ას ახ­ლობ­ლე­ბი არი­ან შეკ­რე­ბი­ლე­ბი. მათ იმ კორ­პუს­თან მის­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ეძ­ლე­ვათ, სა­დაც ცხე­და­რი იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი ლენ­ტე­ბი­თაა შე­მო­ღო­ბი­ლი, ად­გილ­ზე პო­ლი­ცია და ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან. ასე­ვე ად­გილ­ზე იყ­ვნენ შს მი­ნის­ტი გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი და მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ირაკ­ლი შო­თა­ძე, თუმ­ცა მათ მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ. ვახ­ტანგ ქი­რი­ას შვი­ლი აცხა­დებს, რომ არა­ფე­რი ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობს და მომ­ხად­რის შე­სა­ხებ მე­დის­გან შე­ი­ტყო. სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რი ვახ­ტანგ ქი­რია, სა­ვა­რა­უ­დოდ, მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დოდ, პრო­კუ­რო­რის ცხე­და­რი ქავ­თა­რა­ძის ქუ­ჩა­ზე 35-ე სკო­ლას­თან მდე­ბა­რე კორ­პუ­სის პირ­ველ სარ­თულ­ზე აღ­მო­ჩი­ნეს. ად­გილ­ზე ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ჯერ კონ­კრე­ტულ გან­ცხა­დე­ბას არ აკე­თე­ბენ. სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის უფ­როს პრო­კუ­რორს ვახ­ტანგ ქი­რი­ას რამ­დე­ნი­მე დღეა ვერ პო­უ­ლო­ბენ. ქი­რია სახ­ლი­დან გა­ვი­და და აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. მისი ტე­ლე­ფო­ნი კი რუს­თავ­ში, ქუ­ჩა­ში იპო­ვეს, მაგ­რამ თა­ვად არ­სად ჩანს. ასე­ვე ვერ აგ­ნე­ბენ ქი­რი­ას ავ­ტო­მო­ბილს. "კუ­რი­ე­რის" ცნო­ბით, ქი­რი­ას ოჯა­ხი კო­მენ­ტარს არ აკე­თებს და შე­საძ­ლო ვერ­სი­ებ­ზე არ სა­უბ­რობს.

"რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რო­რის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ერთ-ერთ ვერ­სი­ად მისი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა. კერ­ძოდ, ქი­რია ზუგ­დი­დის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მუ­შა­ობ­და და მას ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბი ება­რა. ასე­ვე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოთხი დღის წინ მას უც­ნობ­მა პი­რებ­მა და­უ­რე­კეს, იგი სახ­ლი­დან გა­ვი­და, მან მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს მხო­ლოდ ერთხელ უპა­სუ­ხა, ხოლო შინ აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნა­თია სუ­ხი­აშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გუ­შინ გა­ნუ­ცხა­და, რომ სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი პრო­კუ­რო­რი ვახ­ტანგ ქი­რია თით­ქმის ორი დღეა არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა სამ­სა­ხურ­ში და არც ოჯახ­თან კონ­ტაქ­ტზე გა­სუ­ლა. მი­სი­ვე თქმით, ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნის მიზ­ნით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ქავთარაძის ქუჩაზე პროკურორ ვახტანგ ქირიას ახლობლები იმყოფებიან

ქავთარაძის ქუჩაზე პროკურორ ვახტანგ ქირიას ახლობლები იმყოფებიან

ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, ვახტანგ ქირიას ახლობლები არიან შეკრებილები. მათ იმ კორპუსთან მისვლის საშუალება არ ეძლევათ, სადაც ცხედარი იქნა აღმოჩენილი. შემთხვევის ადგილი ლენტებითაა შემოღობილი, ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. ასევე ადგილზე იყვნენ შს მინისტი გიორგი მღებრიშვილი და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, თუმცა მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ვახტანგ ქირიას შვილი აცხადებს, რომ არაფერი ინფორმაციას არ ფლობს და მომხადრის შესახებ მედისგან შეიტყო. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია, სავარაუდოდ, მოკლული იპოვეს.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, პროკურორის ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე 35-ე სკოლასთან მდებარე კორპუსის პირველ სართულზე აღმოჩინეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სამართალდამცველები ჯერ კონკრეტულ განცხადებას არ აკეთებენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას რამდენიმე დღეა ვერ პოულობენ. ქირია სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ტელეფონი კი რუსთავში, ქუჩაში იპოვეს, მაგრამ თავად არსად ჩანს. ასევე ვერ აგნებენ ქირიას ავტომობილს. "კურიერის" ცნობით, ქირიას ოჯახი კომენტარს არ აკეთებს და შესაძლო ვერსიებზე არ საუბრობს.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, პროკურორის გაუჩინარების ერთ-ერთ ვერსიად მისი სამსახურეობრივი საქმიანობა განიხილება. კერძოდ, ქირია ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში მუშაობდა და მას ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულები ებარა. ასევე ტელეკომპანიის ინფორმაციით, ოთხი დღის წინ მას უცნობმა პირებმა დაურეკეს, იგი სახლიდან გავიდა, მან მობილურ ტელეფონს მხოლოდ ერთხელ უპასუხა, ხოლო შინ აღარ დაბრუნებულა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" გუშინ განუცხადა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირია თითქმის ორი დღეა არ გამოცხადებულა სამსახურში და არც ოჯახთან კონტაქტზე გასულა. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მოქმედებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია