პოლიტიკა
სპორტი
კონფლიქტები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
Faceამბები
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენით მოიმატა ფასებმა თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის ზრდის შემდეგ
რამდენით მოიმატა ფასებმა თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის ზრდის შემდეგ

აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვე­თის ზრდის გამო თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ცი­ა­ზე ფა­სე­ბი 28-დან 35 თეთ­რამ­დე უკვე გა­ი­ზარ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია, 2016 წლის 1-ელი იან­ვრი­დან სა­გა­და­სა­ხა­დო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ამოქ­მედ­და, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ცი­ა­ზე აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვე­თი ფიქ­სი­რე­ბუ­ლი 20 თეთ­რით და ღი­რე­ბუ­ლე­ბის 5%-ით გა­ი­ზარ­და.

აქ­ცი­ზის ზრდა სხვა­დას­ხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბის სი­გა­რეტ­ზე სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად აი­სა­ხა, კერ­ძოდ, თუ სი­გა­რე­ტის კო­ლო­ფის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1.5 ლარს შე­ად­გენ­და, მის­თვის აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვე­თი 28 თეთ­რით გა­ი­ზარ­და, 2-ლა­რი­ა­ნი სი­გა­რე­ტის შემ­თხვე­ვა­ში - 30 თეთ­რით, 2.5 ლა­რი­ა­ნი სი­გა­რე­ტის შემ­თხვე­ვა­ში - 33 თეთ­რით და 3 ლა­რი­ა­ნი სი­გა­რე­ტის შემ­თხვე­ვა­ში - 35 თეთ­რით. ამას­თან, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ზო­გი­ერ­თი სა­ცა­ლო გა­ყიდ­ვის პუნ­ქტის მიერ თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ცი­ა­ზე ფა­სე­ბის მკვეთ­რი ზრდა, აქ­ციზს არ უკავ­შირ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა სი­გა­რეტ­სა და ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლებ­ზე აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვე­თის გაზ­რდას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, სა­გა­და­სა­ხა­დო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი მე­სა­მე მოს­მე­ნით 11 დე­კემ­ბერს და­ამ­ტკი­ცა. ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, აქ­ცი­ზის ფიქ­სი­რე­ბუ­ლი გა­ნაკ­ვე­თი 2016 წლის 1-ლი იან­ვრი­დან გა­ი­ზარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი მთავ­რო­ბამ თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გამ­კაც­რე­ბით, ამ მხრივ ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბი­თა და ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლებ­ზე აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვე­თის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის მიზ­ნე­ბით ახ­სნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

რამდენით მოიმატა ფასებმა თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის ზრდის შემდეგ

რამდენით მოიმატა ფასებმა თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის ზრდის შემდეგ

აქციზის განაკვეთის ზრდის გამო თამბაქოს პროდუქციაზე ფასები 28-დან 35 თეთრამდე უკვე გაიზარდა. როგორც ცნობილია, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის განაკვეთი ფიქსირებული 20 თეთრით და ღირებულების 5%-ით გაიზარდა.

აქციზის ზრდა სხვადასხვა ღირებულების სიგარეტზე სხვადასხვანაირად აისახა, კერძოდ, თუ სიგარეტის კოლოფის ღირებულება 1.5 ლარს შეადგენდა, მისთვის აქციზის განაკვეთი 28 თეთრით გაიზარდა, 2-ლარიანი სიგარეტის შემთხვევაში - 30 თეთრით, 2.5 ლარიანი სიგარეტის შემთხვევაში - 33 თეთრით და 3 ლარიანი სიგარეტის შემთხვევაში - 35 თეთრით. ამასთან, ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ზოგიერთი საცალო გაყიდვის პუნქტის მიერ თამბაქოს პროდუქციაზე ფასების მკვეთრი ზრდა, აქციზს არ უკავშირდება.

საქართველოს პარლამენტმა სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებული, საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები მესამე მოსმენით 11 დეკემბერს დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, აქციზის ფიქსირებული განაკვეთი 2016 წლის 1-ლი იანვრიდან გაიზარდა.

აღნიშნული ცვლილებები მთავრობამ თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრებით, ამ მხრივ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებითა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაციის მიზნებით ახსნა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია