ძველ თბილისში ხანძარი ლიკვიდირებულია - ცეცხლი ორ შენობაზე იყო მოდებული

ძველ თბილისში ხანძარი ლიკვიდირებულია - ცეცხლი ორ შენობაზე იყო მოდებული

ძველ თბილისში, აბესაძის #18/20-ში ხანძარი ლიკვიდირებულია. მეხანძრეები აბესაძის ქუჩაზე ხანძრის ბოლო კერას აქრობენ. ადგილზე მობილიზებულია რვა სახანძრო და ორი სამაშველო ბრიგადა.

როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქალაქ თბილისის მთავარი სამართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცეცხლი ორ შენობას გაუჩნდა, ერთ შენობაზე ხის აივანსა და სახურავს, ხანძარი დაახლოებით 75 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა, მეორე შენობის სხვენის სახურავს და 10-15 კვადრატულ მეტრ ფართობს მოედო. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ხანძარი აბესაძის #18/20-ში მოპირდაპირედ დასაწყობებულ პლასტმასის მილებს გაუჩნდა, საიდანაც ცეცხლი აბესაძის # 18/20-ში ხის აივანზე გადავიდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზარალდა ორი ოჯახი, შენობის პირველ სართულზე ხომასურიძეების და მეორე სართულზე ბარამიძეების ოჯახები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მანანა ბარამიძემ განუცხადა, სახლში დასთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა. როგორც დაზარალებული აცხადებს, ცეცხლის შედეგად მისი ბინის ნაწილი დაიწვა. ადგილზე თბილისის საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი იმყოფებოდა. როგორც ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დაზარალებულ ოჯახებს მათი თანხმობის შემთხვევაში ქირით გაიყვანენ. მისივე თქმით, შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მის აღდგენას დრო დასჭირდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია