არც ისე დიდი ხნის წინ, ავტორბოლები მამაკაცების დახურულ კლუბად ითვლებოდა, სადაც ქალებს საფინიშო ალმის ქნევასაც არ ანდობდნენ. თავის მხრივ, ყველაზე მოხდენილ ლამაზმანებს შოპინგი და კანის ფესტივალის წითელი ბილიკი ერჩივნათ და თითქოს ეს ორი სამყარო არ უნდა გადაკვეთილიყო, მაგრამ ყველაფერი მიედინება, ყველაფერი იცვლება -ავტოსპორტი ახლა რბოლებისადმი უზომო სიყვარულით გამსჭვალული გოგონებით არის გადატვირთული. თუმცა ყველაზე თავბრუდამხვევები სუპერმოდელებს გვანან და ჯენტლმენებს თავგზას უცებ უბნევენ. განსაკუთრებით მაშინ, როცა მამაკაცების ჟურნალების ყდას ამშვენებენ მათი ფოტოები. თუ რომელიმე მათგანს არ იცნობთ, "Autobild საქართველო" დაგეხმარებათ:
მილკა დუნო, 41 წლის, IMSA Racing Series
ვენესუელელი ლამაზმანი ყოფილი მოდელია და უკვე 100 ქულა აქვს საკუთარ მონაგარში. გარდა ამისა, ქალბატონი ოთხი უმაღლესი განათლებით არის. მილკა დიდი მიღწევებით არ გამოირჩეოდა ამერიკის თითქმის ყველა სარბოლო სერიაში, მაგრამ თაყვანისმცემლების არმია ჰყავს. თუმცა "დეიტონას 24 საათიან რბოლაში", ქალ ავტომრბოლელებს შორის წრის რეკორდი მაინც დაამყარა. ახლა მილკა ტელეწამყვანია და გადაცემას "გოგონების რბოლები" უძღვება.
ინესა ტუშკანოვა, 25 წლის, რალი
უკრაინელი ქალი ავტომრბოლელი, 14 წლიდან სამოდელო ბიზნესშია და ახლა რალისთვის განკუთვნილი Mitsubishi Lancer Evolution-ის პილოტია. გარდა ამისა, მამაკაცების უკრაინული და პოლონური ჟურნალების ვარსკვლავიც არის. ადრე რალის შტურმანი იყო, ახლა კი სპორტული ავტომობილის პილოტია. ცდილობს არც ერთი შეჯიბრება არ გამოტოვოს - მეექვსე ადგილი დაიკავა 2010 წელს უკრაინის ჩემპიონატში.
ინესას ბოლო "მიღწევაა" ფინეთის რალიზე ნამსხვრევებად ქცეული ბოლიდი, თუმცა Playboy-ს ყოფილი მოდელის ფორმებს ამ ავარიით არაფერი დამართნია.
იხილეთ ვიდეო: სექსსიმბოლო საჭესთან - 25 წლის უკრაინელი ავტომრბოლელი ინესა ტუშკანოვა
განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ სექსუალური ავტომრბოლელების ფოტოები