ძნელია, 2 მეტრი და 11 სანტიმეტრი სიმაღლის ზაზა ფაჩულიას ცეკვაში ვინმემ პარტნიორობა გაუწიოს, თუნდაც ქორეოგრაფთა ცნობილი ოჯახის წევრმა ნინო სუხიშვილმა. ფოტოები, რომელზეც "სუხიშვილების" ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი ცეკვავენ, სოციალურ ქსელში გავრცელდა.
და რა თქმა უნდა, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ 18 იანვრამდე საჭიროა ქართველ ცენტრს ხმა მისცეთ, რათა "ყველა ვარსკვლავის" მატჩში ითამაშოს!