პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი ლედის ზღაპრული ბაღი: "მიყვარს, როცა ველური სახე აქვს და არა გალაკულ-დაპრიალებული"
პირველი ლედის ზღაპრული ბაღი: "მიყვარს, როცა ველური სახე აქვს და არა გალაკულ-დაპრიალებული"

ბაღი და ყვა­ვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ლე­დის, მაკა ჩი­ჩუ­ას დიდი გა­ტა­ცე­ბაა. საპ­რე­ზი­დენ­ტო წყვილს აგა­რა­კი დუ­შე­თის რა­ი­ონ­ში აქვს, სა­დაც ქალ­ბა­ტო­ნი მაკა თა­ვად ზრუ­ნავს საყ­ვა­რელ ყვა­ვი­ლებ­ზე და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­თაც ხში­რად ანე­ბივ­რებს მე­გობ­რებს ბა­ღის ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბით. პოს­ტე­ბი­დან და კო­მენ­ტა­რე­ბი­დან აშ­კა­რად იგ­რძნო­ბა, რა დიდი გა­ტა­ცე­ბი­თა და მონ­დო­მე­ბით ახა­რებს პირ­ვე­ლი ლედი ულა­მა­ზეს ყვა­ვი­ლებს.

"მთლად გა­თიბ­ვის გა­რე­შე ყვა­ვი­ლებს სა­რე­ვე­ლა მო­ე­რე­ვა და და­ჩაგ­რავს, მაგ­რამ მეც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, როცა ცოტა ვე­ლუ­რი სახე აქვს ბაღს და არა გა­ლა­კუ­ლი და და­ვარ­ცხნილ-დაპ­რი­ა­ლე­ბუ­ლი", - წერს იგი ერთ-ერთ პოს­ტში. რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი მაკა გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავს, მისი ყვა­ვი­ლე­ბით გა­ტა­ცე­ბა პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რო­გო­რია პირ­ვე­ლი ლე­დის ერთი დღე

"სწო­რედ მას ვუ­მად­ლი სო­ფელ­ში, ეზო­ი­ან სახ­ლში ცხოვ­რე­ბას. მას ხში­რად ნა­ხავთ ბა­რით, ან ბალ­ახის საკ­რე­ჭი მან­ქა­ნით. მის­თვის ეს ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.­ ყო­ველ­თვის ვნატ­რობ­დი, ეზო­ი­ა­ნი სახ­ლი მქო­ნო­და, მიწა, სა­დაც ბაღს გა­ვა­შე­ნებ­დი და მცე­ნა­რე­ებს მო­ვუვ­ლი­დი. თუმ­ცა, ეს არ­ცთუ ად­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან ბაღს, ბოს­ტან­სა და ხე­ხილს სხვაგ­ვა­რი დაპ­რო­ექ­ტე­ბა სჭირ­დე­ბა. უნდა იცო­დე, სად რა ტი­პის მცე­ნა­რე დარ­გო, ბოსტნე­ულს სად და რო­გორ მი­უ­ჩი­ნო ად­გი­ლი. ყვე­ლა მცე­ნა­რეს შე­წამ­ვლა სჭირ­დე­ბა, ნი­ა­და­გის გა­ნოყი­ე­რე­ბა, გა­მარ­გვლა, გას­ხვლა... ყვე­ლა­ფერს უცებ ვერ ის­წავ­ლი, ეს დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მო­დის და რაც მეტი მცე­ნა­რე გაქვს, მით მეტი დრო და ენერ­გი­აა სა­ჭი­რო, რომ არა­ფე­რი გა­მოგრჩეს. ამ ყვე­ლა­ფერს ისიც ემა­ტე­ბა, რომ ეზო­ში ბევ­რი ცი­ცა­რი, კატა და ძაღ­ლი გვყავს. აბა, რო­გორ ავუხ­სნა მათ, რომ მცე­ნა­რე­ებ­ზე სირ­ბი­ლი არ შე­იძ­ლე­ბა? ჰოდა, ხში­რად მი­ფუ­ჭე­ბენ ნარ­გა­ვებს", - ამ­ბობს მაკა ჩი­ჩუა.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ულა­მა­ზე­სი ბა­ღის ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პირველი ლედის ზღაპრული ბაღი: "მიყვარს, როცა ველური სახე აქვს და არა გალაკულ-დაპრიალებული"

პირველი ლედის ზღაპრული ბაღი: "მიყვარს, როცა ველური სახე აქვს და არა გალაკულ-დაპრიალებული"

ბაღი და ყვავილები საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას დიდი გატაცებაა. საპრეზიდენტო წყვილს აგარაკი დუშეთის რაიონში აქვს, სადაც ქალბატონი მაკა თავად ზრუნავს საყვარელ ყვავილებზე და სოციალური ქსელითაც ხშირად ანებივრებს მეგობრებს ბაღის ულამაზესი ხედებით. პოსტებიდან და კომენტარებიდან აშკარად იგრძნობა, რა დიდი გატაცებითა და მონდომებით ახარებს პირველი ლედი ულამაზეს ყვავილებს.

"მთლად გათიბვის გარეშე ყვავილებს სარეველა მოერევა და დაჩაგრავს, მაგრამ მეც ძალიან მიყვარს, როცა ცოტა ველური სახე აქვს ბაღს და არა გალაკული და დავარცხნილ-დაპრიალებული", - წერს იგი ერთ-ერთ პოსტში. როგორც ქალბატონი მაკა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, მისი ყვავილებით გატაცება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დამსახურებაა.

ასევე წაიკითხეთ: როგორია პირველი ლედის ერთი დღე

"სწორედ მას ვუმადლი სოფელში, ეზოიან სახლში ცხოვრებას. მას ხშირად ნახავთ ბარით, ან ბალ­ახის საკრეჭი მანქანით. მისთვის ეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.­ ყოველთვის ვნატრობდი, ეზოიანი სახლი მქონოდა, მიწა, სადაც ბაღს გავაშენებდი და მცენარეებს მოვუვლიდი. თუმცა, ეს არცთუ ადვილი აღმოჩნდა, რადგან ბაღს, ბოსტანსა და ხეხილს სხვაგვარი დაპროექტება სჭირდება. უნდა იცოდე, სად რა ტიპის მცენარე დარგო, ბოსტნეულს  სად და როგორ მიუჩინო ადგილი. ყველა მცენარეს შეწამვლა სჭირდება, ნიადაგის განოყიერება, გამარგვლა, გასხვლა... ყველაფერს უცებ ვერ ისწავლი, ეს დროთა განმავლობაში მოდის და რაც მეტი მცენარე გაქვს, მით მეტი დრო და ენერგიაა საჭირო, რომ არაფერი გამოგრჩეს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ეზოში ბევრი ციცარი, კატა და ძაღლი გვყავს. აბა, როგორ ავუხსნა მათ, რომ მცენარეებზე სირბილი არ შეიძლება? ჰოდა, ხშირად მიფუჭებენ ნარგავებს", - ამბობს მაკა ჩიჩუა.

დაათვალიერეთ ულამაზესი ბაღის ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია