საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, თამაზ მეჭიაურის ფრაზები საზოგადოებისთვის უკვე კარგადაა ცნობილი. ამჯერად მან "ოცნების" გუშინდელი კორპორატიული ვახშამი "მასტროსთან" შეაფასა...
"ჩვენი შეგროვილი თანხით გადავიხადეთ სუფრა. მოვიპატიჟეთ ძველი და ახალი პრემიერები. და აი, მუსიკოსები და ხელოვნების მუშაკები რაში გჭირდებათო რომ გვეუბნებიან, შაბაში არ დაგვჭირვებია გუშინ. ამაშიც ფული არ დაგვიხარჯავს არც საკუთარი და არც ბიუჯეტის... თამადაც უფასო გვყავდა",-დასძინა მეჭიაურმა.
ასევე წაიკითხეთ: "ჯერ ბატონი ბიძინა ვადღეგრძელე, მერე - ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი" - რას ყვება "ქართული ოცნების" ქეიფის დეტალებზე სუფრის თამადა