პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ შეიცვალა ივანიშვილმა დამოკიდებულება ნარმანიას მიმართ - ჯოკია ბოდოკია მიზეზებზე საუბრობს
რატომ შეიცვალა ივანიშვილმა დამოკიდებულება ნარმანიას მიმართ - ჯოკია ბოდოკია მიზეზებზე საუბრობს

და­ვით ნარ­მა­ნი­ა­სა და ალექ­სან­დრე მარ­გიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მას შემ­დეგ გა­ნე­წყო, რაც "პა­ნო­რა­მა თბი­ლისს" მე­რი­ა­შიც პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა, - ამის შე­სა­ხებ მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის აპა­რა­ტის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა, ჯო­კია ბო­დო­კი­ამ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­მარ­თულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ მას იმ­ჟა­მინ­დე­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე­ე­ბი ირაკ­ლი შო­თა­ძე და გი­ორ­გი გო­გა­ძე მარ­გიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბებს სთხოვ­დნენ.

ბო­დო­კია აცხა­დებს, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა პირ­და­პირ მარ­გიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა მო­ი­თხო­ვა, რად­გან "პა­ნო­რა­მა თბი­ლის­ზე" უარ­ყო­ფი­თი დას­კვნის ერთ-ერთი ავ­ტო­რი სწო­რედ მარ­გიშ­ვი­ლი იყო.

"რა­ტომ შე­იც­ვა­ლა ივა­ნიშ­ვილ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სულ რამ­დე­ნი­მე თვე­ში ნარ­მა­ნი­ას მი­მართ - ივა­ნიშ­ვი­ლი ნარ­მა­ნი­ას სა­კუ­თარ მე­ო­რე შეც­დო­მას უწო­დებს, მას შემ­დეგ რაც პრო­ექტ "პა­ნო­რა­მა თბი­ლი­სის" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, უკვე მე­რი­ა­შიც პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა. ამის შემ­დეგ, ივა­ნიშ­ვილ­მა ნარ­მა­ნი­ას მარ­გიშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მოს­თხო­ვა, - ეგ ლო­ტოს კოჭი მანდ აღარ და­ვი­ნა­ხოო. ნარ­მა­ნია ამა­შიც შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გა ივა­ნიშ­ვილს. ამის შემ­დეგ, ივა­ნიშ­ვილს თა­მაშ­ში შეჰ­ყავს მისი ერ­თგუ­ლი ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი. კერ­ძოდ, შს სა­მი­ნის­ტრო გო­მე­ლა­უ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე ირაკ­ლი შო­თა­ძე. მათ და­ე­ვა­ლათ მარ­გიშ­ვი­ლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა. და­ი­წყო ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლის გეგი ნი­ჟა­რა­ძის და­ბა­რე­ბა კვი­რა­ში 3-4-ჯერ ე.წ. მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში. რამ­დენ­ჯერ­მე იგი მეც მი­ვიყ­ვა­ნე იქ. გა­აქ­ტი­ურ­და აგენ­ტუ­რუ­ლი მუ­შა­ო­ბა, მათ შო­რის ჩემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ამ საქ­მე­ში აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ღე­ბუ­ლობ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი მალ­ხაზ მჭედ­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც იმ­ჟა­მინ­დე­ლი სუს-ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მი­რი­ან მჭედ­ლიშ­ვი­ლის ძმაც არის", - გა­ნა­ცხა­და ჯო­კია ბო­დო­კი­ამ.

მან ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ მას ღიად სთხოვ­დნენ ჩვე­ნე­ბებს ალექ­სან­დრე მარ­გიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, შუ­ა­მა­ვა­ლი კი იყო ბო­დო­კი­ას იმ­დრო­ინ­დე­ლი ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი ყავ­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მას გა­დას­ცემ­და ირაკ­ლი შო­თა­ძის და მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის კი­დევ ერთი მო­ად­გი­ლის, გი­ორ­გი გო­გა­ძის და­ნა­ბა­რებს.

"ხელი უნდა და­მე­დო ალექ­სან­დრე მარ­გიშ­ვი­ლის­თვის, ვი­თომ მისი მი­თი­თე­ბით ვმოქ­მე­დებ­დი. მთა­ვა­ზობ­დნენ საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბას და 5 ათა­სი­ან ჯა­რი­მას. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე ახა­ლი პი­რო­ბა გად­მომ­ცა ად­ვო­კატ­მა, რამე ხომ არ ვი­ცო­დი მარ­გიშ­ვილ­ზე ამ საქ­მის გარ­და. ვუ­თხა­რი, რომ მარ­გიშ­ვილ­ზე არა­ფე­რი ვი­ცო­დი და რაღა უნ­დო­დათ, ის ხომ მოხ­სნეს და მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლი იყო. ად­ვო­კატ­მა მი­თხრა, ის მო­ი­თხოვს, რომ და­ი­ჭი­რო­ნო. ვინ ის, კაცი შუ­შის სა­სახ­ლი­დან­თქო? - ვკი­თხე და ხმა­მა­ღა­ლი ხმით გა­და­ფა­რა ჩემი ხმა და მი­თხრა, კედ­ლებს აქაც ყუ­რე­ბი აქ­ვსო", - გა­ნა­ცხა­და ჯო­კია ბო­დო­კი­ამ, რომ­ლის თქმი­თაც ნარ­მა­ნია-მარ­გიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, ივა­ნიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით, სუს-ის მუ­შა­ო­ბის ერთ-ერთი სა­მიზ­ნე თა­ვა­დაც გახ­და.

2015 წლის 4 ნო­ემ­ბერს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ქრთა­მის მო­თხოვ­ნი­სა და მი­ღე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი ჯო­კია ბო­დო­კია დამ­ნა­შა­ვედ სცნო. სა­სა­მარ­თლომ მას სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 11 წლით გა­ნუ­სა­ზღვრა.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

რატომ შეიცვალა ივანიშვილმა დამოკიდებულება ნარმანიას მიმართ - ჯოკია ბოდოკია მიზეზებზე საუბრობს

რატომ შეიცვალა ივანიშვილმა დამოკიდებულება ნარმანიას მიმართ - ჯოკია ბოდოკია მიზეზებზე საუბრობს

დავით ნარმანიასა და ალექსანდრე მარგიშვილის წინააღმდეგ, ბიძინა ივანიშვილი მას შემდეგ განეწყო, რაც "პანორამა თბილისს" მერიაშიც პრობლემები შეექმნა, - ამის შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილმა უფროსმა, ჯოკია ბოდოკიამ სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მას იმჟამინდელი მთავარი პროკურორის მოადგილეები ირაკლი შოთაძე და გიორგი გოგაძე მარგიშვილის წინააღმდეგ ჩვენებებს სთხოვდნენ.

ბოდოკია აცხადებს, რომ ივანიშვილმა პირდაპირ მარგიშვილის დაკავება მოითხოვა, რადგან "პანორამა თბილისზე" უარყოფითი დასკვნის ერთ-ერთი ავტორი სწორედ მარგიშვილი იყო.

"რატომ შეიცვალა ივანიშვილმა დამოკიდებულება სულ რამდენიმე თვეში ნარმანიას მიმართ - ივანიშვილი ნარმანიას საკუთარ მეორე შეცდომას უწოდებს, მას შემდეგ რაც პროექტ "პანორამა თბილისის" განხორციელებას, უკვე მერიაშიც პრობლემა შეექმნა. ამის შემდეგ, ივანიშვილმა ნარმანიას მარგიშვილის გათავისუფლება მოსთხოვა, - ეგ ლოტოს კოჭი მანდ აღარ დავინახოო. ნარმანია ამაშიც შეეწინააღმდეგა ივანიშვილს. ამის შემდეგ, ივანიშვილს თამაშში შეჰყავს მისი ერთგული ძალოვანი სტრუქტურები. კერძოდ, შს სამინისტრო გომელაურის ხელმძღვანელობით და მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე. მათ დაევალათ მარგიშვილის პასუხისგებაში მიცემა. დაიწყო ჩემი ხელმძღვანელის გეგი ნიჟარაძის დაბარება კვირაში 3-4-ჯერ ე.წ. მოდულის შენობაში. რამდენჯერმე იგი მეც მივიყვანე იქ. გააქტიურდა აგენტურული მუშაობა, მათ შორის ჩემთან მიმართებაში. ამ საქმეში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა "ქართული ოცნებიდან" საკრებულოს დეპუტატი მალხაზ მჭედლიშვილი, რომელიც იმჟამინდელი სუს-ის ხელმძღვანელის, მირიან მჭედლიშვილის ძმაც არის", - განაცხადა ჯოკია ბოდოკიამ.

მან ისიც აღნიშნა, რომ მას ღიად სთხოვდნენ ჩვენებებს ალექსანდრე მარგიშვილის წინააღმდეგ, შუამავალი კი იყო ბოდოკიას იმდროინდელი ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი, რომელიც მას გადასცემდა ირაკლი შოთაძის და მთავარი პროკურორის კიდევ ერთი მოადგილის, გიორგი გოგაძის დანაბარებს.

"ხელი უნდა დამედო ალექსანდრე მარგიშვილისთვის, ვითომ მისი მითითებით ვმოქმედებდი. მთავაზობდნენ საპროცესო გარიგებას და 5 ათასიან ჯარიმას. თუმცა რამდენიმე ახალი პირობა გადმომცა ადვოკატმა, რამე ხომ არ ვიცოდი მარგიშვილზე ამ საქმის გარდა. ვუთხარი, რომ მარგიშვილზე არაფერი ვიცოდი და რაღა უნდოდათ, ის ხომ მოხსნეს და მიზანი მიღწეული იყო. ადვოკატმა მითხრა, ის მოითხოვს, რომ დაიჭირონო. ვინ ის, კაცი შუშის სასახლიდანთქო? - ვკითხე და ხმამაღალი ხმით გადაფარა ჩემი ხმა და მითხრა, კედლებს აქაც ყურები აქვსო", - განაცხადა ჯოკია ბოდოკიამ, რომლის თქმითაც ნარმანია-მარგიშვილის წინააღმდეგ, ივანიშვილის დავალებით, სუს-ის მუშაობის ერთ-ერთი სამიზნე თავადაც გახდა.

2015 წლის 4 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის მოთხოვნისა და მიღების ფაქტზე ბრალდებული ჯოკია ბოდოკია დამნაშავედ სცნო. სასამართლომ მას სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განუსაზღვრა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."