საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიკიპედია" იუბილარია - საინტერესო და უცნობი ფაქტები ქართული ონლაინ-ენციკლოპედიის შესახებ
"ვიკიპედია" იუბილარია - საინტერესო და უცნობი ფაქტები ქართული ონლაინ-ენციკლოპედიის შესახებ

"ვი­კი­პე­დია", რომ­ლის გა­რე­შეც თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, 2001 წლის 15 იან­ვარს შე­იქ­მნა. "ვი­კი­პე­დია" ინ­ფორ­მა­ცი­ის უშ­რე­ტი წყა­როა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ის ქარ­თულ ენა­ზეც არ­სე­ბობს. რო­გორ შე­იქ­მნა ქარ­თუ­ლი "ვი­კი­პე­დია", რო­მე­ლი იყო პირ­ვე­ლი სტა­ტია და რო­გორ ვი­თარ­დე­ბა ონ­ლა­ინ-ენ­ციკ­ლო­პე­დია? - ამ სა­კი­თხებ­ზე სა­უ­ბა­რი ქარ­თუ­ლი "ვი­კი­პე­დი­ის" ერთ-ერთ ად­მი­ნის­ტრა­ტორს მი­ხე­ილ ჭა­ბუ­კაშ­ვილს ვთხო­ვეთ:

- ქარ­თუ­ლი "ვი­კი­პე­დია" 2004 წლის ნო­ემ­ბერ­ში შე­იქ­მნა. იყო ასე­თი პი­როვ­ნე­ბა ავ­თან­დილ აბუ­ლა­ძე, რო­მე­ლიც ეს­პე­რან­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტი გახ­ლდათ... 2001 წელს როცა შე­იქ­მნა ინ­გლი­სუ­რი "ვი­კი­პე­დია", ამას მოჰ­ყვა "ვი­კი­პე­დი­ე­ბის" ბუმი, შე­იქ­მნა ფრან­გუ­ლად, ეს­პა­ნუ­რად, გერ­მა­ნუ­ლად და სხვა. ეს­პე­რან­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა გა­ა­კე­თეს "ვი­კი­პე­დია" ეს­პე­რან­ტო­ზეც. ავ­თან­დილ აბუ­ლა­ძე ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი ამ საქ­მე­ში, 2000-მდე სტა­ტი­აც კი გა­ა­კე­თა ეს­პე­რან­ტო­ზე. მას შემ­დეგ, რაც კარ­გად ის­წა­ვა­ლა ზო­გა­დად "ვი­კი­პე­დი­ის" ტექ­ნი­კა, გა­და­წყვი­ტა ქარ­თუ­ლა­დაც გა­ე­კე­თე­ბი­ნა ანა­ლო­გი­უ­რი. ფონდ "ვი­კი­მე­დი­ას", რო­მე­ლიც მარ­თავს "ვი­კი­პე­დი­ას", აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბა - "ვიკი-ინ­კუ­ბა­ტო­რი", სა­დაც ხდე­ბა მსურ­ვე­ლის მიერ ახალ ენა­ზე "ვი­კი­პე­დი­ის" გა­კე­თე­ბა. ფონ­დი მათ გა­მო­უ­ყოფს სპე­ცი­ა­ლურ დო­მენს და მო­ხა­ლი­სე­ე­ბი იწყე­ბენ მუ­შა­ო­ბას საც­დელ გა­რე­მო­ში, ამ პე­რი­ოდ­ში მი­დის დაკ­ვირ­ვე­ბა, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­ერ­თი­ან­დე­ბა და რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რია ამ ენა­ზე "ვი­კი­პე­დია". თუ ფონ­დი და­ი­ნა­ხავს, რომ ეს ინ­კუ­ბა­ტო­რი აქ­ტი­უ­რია, იმარ­თე­ბა კენ­ჭისყრა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ "ვი­კი­მე­დი­ე­ლე­ბი" და ამ კენ­ჭისყ­რის სა­ფუძ­ველ­ზე წყდე­ბა, უნდა იყოს თუ არა ამა თუ იმ ენა­ზე "ვი­კი­პე­დია". სწო­რედ ეს სა­ფე­ხუ­რე­ბი გა­ი­ა­რა ქარ­თულ­მა "ვი­კი­პე­დი­ა­მაც".

- რა იყო პირ­ვე­ლი სტა­ტია ქარ­თულ "ვი­კი­პე­დი­ა­ში"?

- ქარ­თულ "ვი­კი­პე­დი­ა­ში" პირ­ვე­ლი სტა­ტია იყო - ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე, რო­მე­ლიც სულ რა­ღაც ორი წი­ნა­და­დე­ბი­სა­გან შედ­გე­ბო­და. შემ­დეგ ავ­თან­დილ აბუ­ლა­ძის ძა­ლის­ხმე­ვით ძა­ლი­ან გა­აქ­ტი­ურ­და ქარ­თუ­ლი "ვი­კი­პე­დია", მაგ­რამ პრო­ექ­ტის და­წყე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 1 წე­ლი­წად­ში ბა­ტო­ნი ავ­თან­დი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ჩვენ, ვი­კი­პე­დი­ე­ლებ­მა მას სტა­ტია მი­ვუ­ძღვე­ნით, რად­გან ვთვლით, რომ ის ამას ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებ­და.

- რამ­დე­ნი სტა­ტი­აა ქარ­თულ "ვი­კი­პე­დი­ა­ში"?

- და­ახ­ლო­ე­ბით 102 500 სტა­ტი­აა. 100 000-იან ზღვარს მი­ვაღ­წი­ეთ ოქ­ტომ­ბერ­ში. ეს მარ­თლაც ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტი იყო, რად­გან როცა 100 000-იან ზღვარს აბი­ჯებ, ეს არის "ვი­კი­პე­დი­ის" უკვე ახა­ლი კა­ტე­გო­რია და ის უკვე აღიქ­მე­ბა სე­რი­ო­ზულ "ვი­კი­პე­დი­ად". შე­და­რე­ბის­თვის გე­ტყვით, რომ ქარ­თუ­ლი საბ­ჭო­თა ენ­ციკ­ლო­პე­დია, რო­მე­ლიც ბევ­რად უფრო აკა­დე­მი­უ­რია და ჩვენ ნამ­დვი­ლად არ ვცდი­ლობთ მას­თან შე­და­რე­ბას, მხო­ლოდ 70 000 ათა­სამ­დე სტა­ტი­ას მო­ი­ცავს.

- აქვს თუ არა ყვე­ლას რე­დაქ­ტი­რე­ბის უფ­ლე­ბა და თავ­დაც­ვის რა მე­ქა­ნიზ­მი არ­სე­ბობს?

- კი, რა თქმა უნდა. ხდე­ბა სტა­ტი­ის გა­და­მოწ­მე­ბა, რე­დაქ­ტი­რე­ბა და სხვა. არი­ან რე­დაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა, ად­მი­ნის­ტრა­ტორ­ზე უფრო აქ­ტი­უ­რე­ბი იყ­ვნენ. თუ მომ­ხმა­რე­ბე­ლი რა­ი­მე ცვლი­ლე­ბას შე­ი­ტანს სტა­ტი­ა­ში, ამას ვხე­დავთ, და თუ დას­ტუ­რი არ მი­ვე­ცით, ისე რე­დაქ­ტი­რე­ბა არ ხდე­ბა. არი­ან ვან­და­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, ქარ­თულ ვი­კი­პე­დი­ა­ში დღე­ში ასო­ბით ვან­და­ლიზ­მის ფაქ­ტი ფიქ­სირ­დე­ბა, აფუ­ჭე­ბენ სტა­ტი­ებს, სვა­მენ უცენ­ზუ­რო სი­ტყვებს და ა. შ. ასეთ აიპი მი­სა­მარ­თებს გარ­კვე­უ­ლი ვა­დით ვბლო­კავთ. "ვი­კი­პე­დი­ას" აქვს შე­მოწ­მე­ბის ფუნ­ქცია, თუ სტა­ტი­ას სან­დო, ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი წყა­რო აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი, მა­შინ ამ სტა­ტი­ის გაშ­ვე­ბა პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს. ადრე შე­მოწ­მე­ბის სტა­ტუ­სი არ იყო ხელ­მი­საწ­ვდო­მი და 3-4 წე­ლია ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და. ნელ-ნელა მივ­ყვე­ბით და ეტა­პოვ­რი­ვად ვა­მოწ­მებთ კი­დეც, თუ სტა­ტი­ას არ აქვს წყა­რო, ის ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­უქ­მდე­ბა. თუ სტა­ტი­ას არ აქვს წყა­რო, მაგ­რამ ისე­თი ინ­ფორ­მა­ცი­აა, რო­მე­ლიც საქ­ვეყ­ნო­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი, მა­შინ სტა­ტი­ის და­სა­წყის­ში­ვე ჩა­ვუს­ვამთ შე­სა­ბა­მის ნი­შანს და ამას ენ­დო­ბა თუ არა მომ­ხმა­რე­ბე­ლი, ეს მისი გა­და­სა­წყვე­ტია.

- გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ყვე­ლას აქვს რე­დაქ­ტი­რე­ბის უფ­ლე­ბა, ალ­ბათ იქ­ნე­ბა კუ­რი­ო­ზუ­ლი მო­მენ­ტე­ბიც...

- კი, საკ­მა­ოდ ბევ­რი კუ­რი­ო­ზია. მა­გა­ლი­თად, რე­დაქ­ტი­რე­ბი­სას წე­რენ - ხე­ლე­ბი ამიჭ­რელ­და და რა წა­ვის­ვა?! ადრე გვწერ­დნენ - ბა­ტო­ნო გიგი, ჩვენს უბან­ში გაზი არაა და რა ვქნათ?! ხში­რად ხდე­ბა, რომ კო­მერ­ცი­ულ კომ­პა­ნი­ებს უნ­დათ სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ იყოს სტა­ტია. ფირ­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სა­კუ­თა­რი სა­ი­ტი­დან, პირ­და­პირ იღებს ინ­ფორ­მა­ცი­ას და და­კო­პი­რე­ბულს დებს "ვი­კი­პე­დი­ა­ზე", რო­მელ­საც ად­მი­ნის­ტრა­ტო­რე­ბი რო­გორც წესი ვშლით, რად­გან ეს არაა ენ­ციკ­ლო­პე­დი­უ­რი სტა­ტი­ე­ბი. ადრე მოხ­და მსგავ­სი ტი­პის სტა­ტი­ის და­დე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ­მა ერთ-ერ­თმა ად­მინ­მა წაშ­ლა, რა­საც ავ­ტო­რის გუ­ლის­წყრო­მა მოჰ­ყვა, რა­ტომ წა­მი­შა­ლე ამ სტა­ტი­ით დი­რექ­ტო­რის "შებ­მას" ვა­პი­რებ­დიო.

- თქვენ არ გაქვთ ანა­ზღა­უ­რე­ბა და მუ­შა­ობთ ენ­თუ­ზი­აზმზე...

- ჩვენ­თვის "ვი­კი­პე­დია" ნარ­კო­ტი­კი­ვი­თაა. გვი­ხა­რია, რო­დე­საც ჩვე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა ხოლ­მე. ათა­სო­ბით სა­ა­თი მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი "ვი­კი­პე­დი­ა­ში", რა­საც არ უნდა ვა­კე­თებ­დე, "ვი­კი­პე­დი­ის" პულსზე მა­ინც ხელი მი­დევს, რომ ვინ­მემ რამე არ გა­ა­ფუ­ჭოს, არ და­ა­ზი­ა­ნოს. ჩემ­თვის შვი­ლო­ბი­ლი­ვი­თაა. "ვი­კი­პე­დი­ას" "ვი­კი­ნარ­კო­ტიკს" ვე­ძა­ხით. ანა­ზა­ღა­უ­რე­ბა მსოფ­ლი­ოს არ­ცერ­თი ქვეყ­ნის "ვი­კი­პე­დი­ის" ად­მი­ნის­ტრა­ტო­რებს თუ რე­დაქ­ტო­რებს არ აქვთ. პი­რა­დად მე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გე­ბე­ლი არა­სო­დეს არ მი­ნა­ხავს. უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­კი­პე­დი­ის პრინ­ცი­პის არ­ცოდ­ნა ან ცუ­დად ცოდ­ნაა. რას არ ვა­კე­თებთ, რომ ეს აღ­მოვ­ფხვრათ, მაგ­რამ ჩვე­ნი ძა­ლე­ბით ვე­რა­ფერს მი­ვაღ­წი­ეთ ამ მხრივ. თა­მა­მად ვი­ტყვი, ქარ­თველ ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რე­ბელ­თა 80%-მა არ იცის რე­ა­ლუ­რად რა არის ვი­კი­პე­დია, რომ მას­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ფულს არა­ვინ იღებს და თა­ვა­დაც შე­უძ­ლია მისი გამ­დიდ­რე­ბა.

- თუ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ სა­ხელ­მწი­ფომ რა­ი­მე ჯგუ­ფი და­ი­ქი­რა­ვოს, გა­და­უ­ხა­დოს გარ­კვე­უ­ლი თან­ხა და სა­ნაც­ვლოდ მათ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სტა­ტი­ე­ბი და­წე­რონ?

- და­ახ­ლო­ე­ბით 1 წლის წინ, ქარ­თულ-სომ­ხურ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ "ვი­კი­პე­დი­ებს" შო­რის სომ­ხუ­რი "ვი­კი­პე­დია" იყო ბოლო ად­გილ­ზე. სომ­ხებ­მა წა­მო­ი­წყეს ასე­თი პრო­ექ­ტი 1 სო­მე­ხი=1 სტა­ტია. შემ­დეგ ეს პრო­ექ­ტი აი­ტა­ცა მე­დი­ამ, მთავ­რო­ბამ, ჩა­წე­რეს სა­რეკ­ლა­მო რგო­ლე­ბი, რო­მელ­შიც მი­ნის­ტრე­ბიც იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მოხ­და სას­წა­უ­ლი და ერთ წე­ლი­წად­ში სომ­ხუ­რი "ვი­კი­პე­დია" უკვე პირ­ველ ად­გილ­ზეა და რაც მთა­ვა­რია, ხა­რის­ხი არ და­ვარ­დნი­ლა. პა­ტა­რა ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ისეთ ენა­ზე სა­უბ­რო­ბენ, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მათ ქვე­ყა­ნა­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, "ვი­კი­პე­დია" არის თვით­შეგ­ნე­ბის სახე. ჩვენ ბევ­რს შევ­თა­ვა­ზეთ, რომ გარ­კვე­უ­ლი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ქარ­თუ­ლი "ვი­კი­პე­დი­ის" გან­ვი­თა­რე­ბა­ში, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც არა­ვინ ინ­ტე­რეს­დე­ბა. არის მე­ო­რე მო­მენ­ტიც, "ვი­კი­პე­დია", რომ სამ­სა­ხუ­რად იქ­ცეს, ეს თვი­თონ "ვი­კი­პე­დი­ის" პო­ლი­ტი­კას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია შემ­დე­გი რამ (რო­გორც ხდე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში): შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩა­ტარ­დეს მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პრო­ექ­ტი, ვთქვათ ქი­მი­ა­ში გა­მო­ყონ გრან­ტი, და­ი­ქი­რა­ონ რამ­დე­ნი­მე მეც­ნი­ე­რი, რო­მე­ლიც ამ დარ­გში მო­ამ­ზა­დებს სტა­ტი­ებს. ასე­თი რამე შე­საძ­ლე­ბე­ლია, ხოლო ის, რომ მუდ­მი­ვი სამ­სა­ხუ­რი ჰქონ­დეს ვინ­მეს, ეს "ვი­კი­პე­დი­ის" პო­ლი­ტი­კას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ჩვენ­თან სა­ხელ­მწი­ფო მხო­ლოდ მა­შინ ინ­ტე­რეს­დე­ბა, როცა სტა­ტია რო­მე­ლი­მე სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბას ან თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს ეხე­ბა. გვი­რე­კა­ვენ და გა­მოთ­ქვა­მენ სურ­ვილს, რომ ეს სტა­ტი­ე­ბი მა­ღა­ლი დო­ნის იყოს.

- სა­ქარ­თვე­ლოს რო­მე­ლი რე­გი­ო­ნე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბენ სტა­ტი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში?

- თბი­ლი­სის შემ­დეგ პირ­ველ ად­გილ­ზეა ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი. მინ­და გა­მოვ­ყო ჯაბა ლა­ბა­ძის შრო­მა, რო­მე­ლიც გარ­და იმი­სა, რომ 10 000-მდე სტა­ტი­ის ავ­ტო­რია, სუ­რა­მის მე­ო­რე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, იქ სა­დაც პე­და­გო­გია, დიდ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწევს "ვი­კი­პე­დი­ას", შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მთე­ლი სკო­ლა ჩარ­თუ­ლია სტა­ტი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში. სხვა­თა შო­რის, ჩემი ვიკი-მას­წავ­ლე­ბე­ლიც სწო­რედ ჯაბა იყო. ქარ­თველ­მა "ვი­კი­პე­დი­ე­ლებ­მა" შევ­ქმე­ნით ე.წ. "იუ­ზერ გრუ­პი" და ფონდმა "ვი­კი­მე­დი­ამ" გვა­ღი­ა­რა მათ ოფი­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში, გვაქვს "ვი­კი­პე­დი­ის" სა­ვაჭ­რო ნიშ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა და გვაქვს უფ­ლე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღოთ მათ მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ საგ­რან­ტო კონ­კურ­სებ­ში. ვგეგ­მავთ, რომ გა­ვა­კე­თოთ ასე­თი რამ - "ვიკი-კლუ­ბი" (რომ­ლის პრე­ცენ­დე­ტიც უკვე იყო სომ­ხეთ­ში), იმე­დია, ფონ­დი მოგ­ცემს გარ­კვე­ულ გრანტს, რის სა­ფუძ­ველ­ზეც შე­ვი­ძენთ ნო­უთ­ბუ­ქებს და გა­ვა­კე­თებთ სუ­რა­მის ვიკი-კლუბს. ვთქვათ, სუ­რა­მის სკო­ლა გა­მო­ყოფს ერთ ოთახს, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ სა­ა­თებ­ში იქ­ნე­ბა ღია და იქ მი­სულ ადა­მი­ა­ნებს ექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­ი­ა­რონ ვიკი-ტრე­ი­ნინ­გე­ბი.

- ამ ბოლო დროს ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი უჩი­ვის ვი­კი­პე­დი­ას...

- რა­ტომ­ღაც მო­დუ­რად იქცა ვი­კი­პე­დი­ის ლან­ძღვა და ეს მათი საქ­მეა. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ მათ ვინც გვლან­ძღავს, არ იცი­ან, რომ თვი­თონ­ვე შე­უძ­ლი­ათ თა­ვი­სი აღ­მო­ჩე­ნი­ლი შეც­დო­მის გა­მოს­წო­რე­ბა. ლან­ძღვას - "ქარ­თუ­ლი "ვი­კი­პე­დია" ცუ­დია", ად­რე­სა­ტი არ ჰყავს, ად­რე­სა­ტე­ბი ვართ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი, რო­მელ­საც აქვს ინ­ტერ­ნე­ტი და ერთხელ მა­ინც გა­მო­უ­ყე­ნე­ბია "ვი­კი­პე­დია".

- და ბო­ლოს, ვენ­დოთ თუ არა ვი­კი­პე­დი­ას?

- რო­გორც გა­მოც­დი­ლი ვი­კი­პე­დი­ე­ლი ერთ რა­მეს გირ­ჩევთ: და­აკ­ვირ­დით სტა­ტი­ის ვი­ზუ­ალს და თუ ის ვი­ზუ­ა­ლუ­რად მოგ­წონთ, ჩათ­ვა­ლეთ, რომ ის 100% სან­დოა, რად­გან ამ სტა­ტი­ა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბაა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის მიერ, აუ­ცი­ლებ­ლად შე­მოწ­მე­ბუ­ლია წყა­რო­ე­ბი, თუ სქო­ლი­ო­ე­ბი არის ბევ­რი, ესეც კი­დევ ერთი დას­ტუ­რია სტა­ტი­ის სან­დო­ო­ბი­სა, თუ სტა­ტია და­ბა­ლი ხა­რის­ხი­საა, ფო­ტო­ე­ბი აბდა-უბ­დაა, მას ნაკ­ლე­ბად ენ­დეთ. ვი­კი­პე­დი­ას აქვს ოფი­ცი­ა­ლუ­რად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის უარ­ყო­ფის პო­ლი­ტი­კა. ვი­კი­პე­დია არა­სო­დეს აგებს პა­სუხს მის სტა­ტი­ა­ზე, პა­სუხს აგე­ბენ ის წყა­რო­ე­ბი, რო­მელ­თა სა­ფუძ­ველ­ზეც და­ი­წე­რა სტა­ტია.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ვიკიპედია" იუბილარია - საინტერესო და უცნობი ფაქტები ქართული ონლაინ-ენციკლოპედიის შესახებ

"ვიკიპედია" იუბილარია - საინტერესო და უცნობი ფაქტები ქართული ონლაინ-ენციკლოპედიის შესახებ

"ვიკიპედია", რომლის გარეშეც თანამედროვე ინტერნეტ-სივრცე წარმოუდგენელია, 2001 წლის 15 იანვარს შეიქმნა. "ვიკიპედია" ინფორმაციის უშრეტი წყაროა. საბედნიეროდ, ის ქართულ ენაზეც არსებობს. როგორ შეიქმნა ქართული "ვიკიპედია", რომელი იყო პირველი სტატია და როგორ ვითარდება ონლაინ-ენციკლოპედია? - ამ საკითხებზე საუბარი ქართული "ვიკიპედიის" ერთ-ერთ ადმინისტრატორს მიხეილ ჭაბუკაშვილს ვთხოვეთ:

- ქართული "ვიკიპედია" 2004 წლის ნოემბერში შეიქმნა. იყო ასეთი პიროვნება ავთანდილ აბულაძე, რომელიც ესპერანტოს სპეციალისტი გახლდათ... 2001 წელს როცა შეიქმნა ინგლისური "ვიკიპედია", ამას მოჰყვა "ვიკიპედიების" ბუმი, შეიქმნა ფრანგულად, ესპანურად, გერმანულად და სხვა. ესპერანტოს სპეციალისტებმა გააკეთეს "ვიკიპედია" ესპერანტოზეც. ავთანდილ აბულაძე ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ საქმეში, 2000-მდე სტატიაც კი გააკეთა ესპერანტოზე. მას შემდეგ, რაც კარგად ისწავალა ზოგადად "ვიკიპედიის" ტექნიკა, გადაწყვიტა ქართულადაც გაეკეთებინა ანალოგიური. ფონდ "ვიკიმედიას", რომელიც მართავს "ვიკიპედიას", აქვს სპეციალური განყოფილება - "ვიკი-ინკუბატორი", სადაც ხდება მსურველის მიერ ახალ ენაზე "ვიკიპედიის" გაკეთება. ფონდი მათ გამოუყოფს სპეციალურ დომენს და მოხალისეები იწყებენ მუშაობას საცდელ გარემოში, ამ პერიოდში მიდის დაკვირვება, თუ რამდენი ადამიანი გაერთიანდება და რამდენად აქტიურია ამ ენაზე "ვიკიპედია". თუ ფონდი დაინახავს, რომ ეს ინკუბატორი აქტიურია, იმართება კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ "ვიკიმედიელები" და ამ კენჭისყრის საფუძველზე წყდება, უნდა იყოს თუ არა ამა თუ იმ ენაზე "ვიკიპედია". სწორედ ეს საფეხურები გაიარა ქართულმა "ვიკიპედიამაც".

- რა იყო პირველი სტატია ქართულ "ვიკიპედიაში"?

- ქართულ "ვიკიპედიაში" პირველი სტატია იყო - ედუარდ შევარდნაძე, რომელიც სულ რაღაც ორი წინადადებისაგან შედგებოდა. შემდეგ ავთანდილ აბულაძის ძალისხმევით ძალიან გააქტიურდა ქართული "ვიკიპედია", მაგრამ პროექტის დაწყებიდან დაახლოებით 1 წელიწადში ბატონი ავთანდილი გარდაიცვალა. ჩვენ, ვიკიპედიელებმა მას სტატია მივუძღვენით, რადგან ვთვლით, რომ ის ამას ნამდვილად იმსახურებდა.

- რამდენი სტატიაა ქართულ "ვიკიპედიაში"?

- დაახლოებით 102 500 სტატიაა. 100 000-იან ზღვარს მივაღწიეთ ოქტომბერში. ეს მართლაც ისტორიული მომენტი იყო, რადგან როცა 100 000-იან ზღვარს აბიჯებ, ეს არის "ვიკიპედიის" უკვე ახალი კატეგორია და ის უკვე აღიქმება სერიოზულ "ვიკიპედიად". შედარებისთვის გეტყვით, რომ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, რომელიც ბევრად უფრო აკადემიურია და ჩვენ ნამდვილად არ ვცდილობთ მასთან შედარებას, მხოლოდ 70 000 ათასამდე სტატიას მოიცავს.

- აქვს თუ არა ყველას რედაქტირების უფლება და თავდაცვის რა მექანიზმი არსებობს?

- კი, რა თქმა უნდა. ხდება სტატიის გადამოწმება, რედაქტირება და სხვა. არიან რედაქტორები, რომლებიც შესაძლოა, ადმინისტრატორზე უფრო აქტიურები იყვნენ. თუ მომხმარებელი რაიმე ცვლილებას შეიტანს სტატიაში, ამას ვხედავთ, და თუ დასტური არ მივეცით, ისე რედაქტირება არ ხდება. არიან ვანდალი მომხმარებლები, ქართულ ვიკიპედიაში დღეში ასობით ვანდალიზმის ფაქტი ფიქსირდება, აფუჭებენ სტატიებს, სვამენ უცენზურო სიტყვებს და ა. შ. ასეთ აიპი მისამართებს გარკვეული ვადით ვბლოკავთ. "ვიკიპედიას" აქვს შემოწმების ფუნქცია, თუ სტატიას სანდო, ავტორიტეტული წყარო აქვს მითითებული, მაშინ ამ სტატიის გაშვება პრობლემას არ წარმოადგენს. ადრე შემოწმების სტატუსი არ იყო ხელმისაწვდომი და 3-4 წელია ეს შესაძლებელი გახდა. ნელ-ნელა მივყვებით და ეტაპოვრივად ვამოწმებთ კიდეც, თუ სტატიას არ აქვს წყარო, ის ავტომატურად გაუქმდება. თუ სტატიას არ აქვს წყარო, მაგრამ ისეთი ინფორმაციაა, რომელიც საქვეყნოდაა აღიარებული, მაშინ სტატიის დასაწყისშივე ჩავუსვამთ შესაბამის ნიშანს და ამას ენდობა თუ არა მომხმარებელი, ეს მისი გადასაწყვეტია.

- გამომდინარე იქიდან, რომ ყველას აქვს რედაქტირების უფლება, ალბათ იქნება კურიოზული მომენტებიც...

- კი, საკმაოდ ბევრი კურიოზია. მაგალითად, რედაქტირებისას წერენ - ხელები ამიჭრელდა და რა წავისვა?! ადრე გვწერდნენ - ბატონო გიგი, ჩვენს უბანში გაზი არაა და რა ვქნათ?! ხშირად ხდება, რომ კომერციულ კომპანიებს უნდათ საკუთარი კომპანიის შესახებ იყოს სტატია. ფირმის წარმომადგენელი, საკუთარი საიტიდან, პირდაპირ იღებს ინფორმაციას და დაკოპირებულს დებს "ვიკიპედიაზე", რომელსაც ადმინისტრატორები როგორც წესი ვშლით, რადგან ეს არაა ენციკლოპედიური სტატიები. ადრე მოხდა მსგავსი ტიპის სტატიის დადება, რომელიც ჩვენმა ერთ-ერთმა ადმინმა წაშლა, რასაც ავტორის გულისწყრომა მოჰყვა, რატომ წამიშალე ამ სტატიით დირექტორის "შებმას" ვაპირებდიო.

- თქვენ არ გაქვთ ანაზღაურება და მუშაობთ ენთუზიაზმზე...

- ჩვენთვის "ვიკიპედია" ნარკოტიკივითაა. გვიხარია, როდესაც ჩვენი ნამუშევარი გამოქვეყნდება ხოლმე. ათასობით საათი მაქვს გატარებული "ვიკიპედიაში", რასაც არ უნდა ვაკეთებდე, "ვიკიპედიის" პულსზე მაინც ხელი მიდევს, რომ ვინმემ რამე არ გააფუჭოს, არ დააზიანოს. ჩემთვის შვილობილივითაა. "ვიკიპედიას" "ვიკინარკოტიკს" ვეძახით. ანაზაღაურება მსოფლიოს არცერთი ქვეყნის "ვიკიპედიის" ადმინისტრატორებს თუ რედაქტორებს არ აქვთ. პირადად მე მატერიალური სარგებელი არასოდეს არ მინახავს. უმთავრესი პრობლემა საქართველოში ვიკიპედიის პრინციპის არცოდნა ან ცუდად ცოდნაა. რას არ ვაკეთებთ, რომ ეს აღმოვფხვრათ, მაგრამ ჩვენი ძალებით ვერაფერს მივაღწიეთ ამ მხრივ. თამამად ვიტყვი, ქართველ ინტერნეტ-მომხმარებელთა 80%-მა არ იცის რეალურად რა არის ვიკიპედია, რომ მასზე მუშაობისას ფულს არავინ იღებს და თავადაც შეუძლია მისი გამდიდრება.

- თუ არის შესაძლებელი, რომ სახელმწიფომ რაიმე ჯგუფი დაიქირავოს, გადაუხადოს გარკვეული თანხა და სანაცვლოდ მათ კვალიფიციური სტატიები დაწერონ?

- დაახლოებით 1 წლის წინ, ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანულ "ვიკიპედიებს" შორის სომხური "ვიკიპედია" იყო ბოლო ადგილზე. სომხებმა წამოიწყეს ასეთი პროექტი 1 სომეხი=1 სტატია. შემდეგ ეს პროექტი აიტაცა მედიამ, მთავრობამ, ჩაწერეს სარეკლამო რგოლები, რომელშიც მინისტრებიც იღებდნენ მონაწილეობას. მოხდა სასწაული და ერთ წელიწადში სომხური "ვიკიპედია" უკვე პირველ ადგილზეა და რაც მთავარია, ხარისხი არ დავარდნილა. პატარა ქვეყნებში, სადაც ისეთ ენაზე საუბრობენ, რომელიც მხოლოდ მათ ქვეყანაშია გავრცელებული, "ვიკიპედია" არის თვითშეგნების სახე. ჩვენ ბევრს შევთავაზეთ, რომ გარკვეული წვლილი შეიტანოს ქართული "ვიკიპედიის" განვითარებაში, მაგრამ რატომღაც არავინ ინტერესდება. არის მეორე მომენტიც, "ვიკიპედია", რომ სამსახურად იქცეს, ეს თვითონ "ვიკიპედიის" პოლიტიკას ეწინააღმდეგება, თუმცა შესაძლებელია შემდეგი რამ (როგორც ხდება გერმანიაში): შესაძლებელია ჩატარდეს მოკლევადიანი პროექტი, ვთქვათ ქიმიაში გამოყონ გრანტი, დაიქირაონ რამდენიმე მეცნიერი, რომელიც ამ დარგში მოამზადებს სტატიებს. ასეთი რამე შესაძლებელია, ხოლო ის, რომ მუდმივი სამსახური ჰქონდეს ვინმეს, ეს "ვიკიპედიის" პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ჩვენთან სახელმწიფო მხოლოდ მაშინ ინტერესდება, როცა სტატია რომელიმე სახელმწიფო უწყებას ან თანამდებობის პირს ეხება. გვირეკავენ და გამოთქვამენ სურვილს, რომ ეს სტატიები მაღალი დონის იყოს.

- საქართველოს რომელი რეგიონები აქტიურობენ სტატიების მომზადებაში?

- თბილისის შემდეგ პირველ ადგილზეა ხაშურის მუნიციპალიტეტი. მინდა გამოვყო ჯაბა ლაბაძის შრომა, რომელიც გარდა იმისა, რომ 10 000-მდე სტატიის ავტორია, სურამის მეორე საჯარო სკოლაში, იქ სადაც პედაგოგია, დიდ პოპულარიზაციას უწევს "ვიკიპედიას", შეიძლება ითქვას, მთელი სკოლა ჩართულია სტატიების მომზადებაში. სხვათა შორის, ჩემი ვიკი-მასწავლებელიც სწორედ ჯაბა იყო. ქართველმა "ვიკიპედიელებმა" შევქმენით ე.წ. "იუზერ გრუპი" და ფონდმა "ვიკიმედიამ" გვაღიარა მათ ოფიციალურ წარმომადგენელად საქართველოში, გვაქვს "ვიკიპედიის" სავაჭრო ნიშნის გამოყენების უფლება და გვაქვს უფლება, მონაწილეობა მივიღოთ მათ მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში. ვგეგმავთ, რომ გავაკეთოთ ასეთი რამ - "ვიკი-კლუბი" (რომლის პრეცენდეტიც უკვე იყო სომხეთში), იმედია, ფონდი მოგცემს გარკვეულ გრანტს, რის საფუძველზეც შევიძენთ ნოუთბუქებს და გავაკეთებთ სურამის ვიკი-კლუბს. ვთქვათ, სურამის სკოლა გამოყოფს ერთ ოთახს, რომელიც გარკვეულ საათებში იქნება ღია და იქ მისულ ადამიანებს ექნებათ საშუალება, გაიარონ ვიკი-ტრეინინგები.

- ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ადამიანი უჩივის ვიკიპედიას...

- რატომღაც მოდურად იქცა ვიკიპედიის ლანძღვა და ეს მათი საქმეა. საინტერესო ისაა, რომ მათ ვინც გვლანძღავს, არ იციან, რომ თვითონვე შეუძლიათ თავისი აღმოჩენილი შეცდომის გამოსწორება. ლანძღვას - "ქართული "ვიკიპედია" ცუდია", ადრესატი არ ჰყავს, ადრესატები ვართ თითოეული ჩვენგანი, რომელსაც აქვს ინტერნეტი და ერთხელ მაინც გამოუყენებია "ვიკიპედია".

- და ბოლოს, ვენდოთ თუ არა ვიკიპედიას?

- როგორც გამოცდილი ვიკიპედიელი ერთ რამეს გირჩევთ: დააკვირდით სტატიის ვიზუალს და თუ ის ვიზუალურად მოგწონთ, ჩათვალეთ, რომ ის 100% სანდოა, რადგან ამ სტატიაზე სერიოზული მუშაობაა ჩატარებული სერიოზული მომხმარებლის მიერ, აუცილებლად შემოწმებულია წყაროები, თუ სქოლიოები არის ბევრი, ესეც კიდევ ერთი დასტურია სტატიის სანდოობისა, თუ სტატია დაბალი ხარისხისაა, ფოტოები აბდა-უბდაა, მას ნაკლებად ენდეთ. ვიკიპედიას აქვს ოფიციალურად პასუხისმგებლობის უარყოფის პოლიტიკა. ვიკიპედია არასოდეს აგებს პასუხს მის სტატიაზე, პასუხს აგებენ ის წყაროები, რომელთა საფუძველზეც დაიწერა სტატია.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია