სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქიშმიშიანი ფუნთუშით დაწყებული დიდი ბიზნესი
ქიშმიშიანი ფუნთუშით დაწყებული დიდი ბიზნესი

ამ კომ­პა­ნი­ის პრო­დუქ­ცი­ას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მო­იხ­მარს, თუმ­ცა ცო­ტამ თუ იცის, რომ კომ­პა­ნია ბა­ზარ­ზე უკვე 22 წე­ლი­წა­დია არ­სე­ბობს. კომ­პა­ნია "იფქლის" ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნე­ბელ­სა და ხელ­მძღვა­ნელს, ბა­ქარ ბა­კუ­რა­ძეს PALITRANEWS-ის გა­და­ცე­მა "ბიზ­ნეს­პერ­სო­ნამ" უმას­პინ­ძლა.

იხი­ლეთ გა­და­ცე­მის ჩა­ნა­წე­რი

- ბევ­რმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა არ იცის, რომ თქვე­ნი კომ­პა­ნია ბა­ზარ­ზე ჯერ კი­დევ 1993 წლი­დან არ­სე­ბობს და მა­მათ­ქვე­ნის მიერ არის და­არ­სე­ბუ­ლი. რო­გო­რი იყო კომ­პა­ნი­ის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ბა­ზარ­ზე?

- ეს რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო. მა­მა­ჩემ­მა ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა 90-იან წლებ­ში და­ი­წყო. "საბ­ჭო­თა კავ­ში­რის" დაშ­ლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში მთლი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კა მო­ი­შა­ლა, სა­ო­მა­რი სი­ტუ­ა­ცია იყო, ფაქ­ტობ­რი­ვად, ქვე­ყა­ნა­ში და არა­ფე­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და. თით­ქმის თა­ვი­დან იწყე­ბო­და ქვეყ­ნის შე­ნე­ბა. მა­მა­ჩე­მი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ინ­ჟი­ნე­რი იყო გა­ნათ­ლე­ბით, მუ­შა­ობ­და პრო­ფე­სი­ით და დარ­ჩა უმუ­შე­ვა­რი ამ პი­რო­ბებ­ში. შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე­ჯერ სცა­და სხვა­დას­ხვა ბიზ­ნეს­ში ფე­ხის მო­კი­დე­ბა, რო­გორც და­ქი­რა­ვე­ბულ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა, მაგ­რამ არ აე­წყო საქ­მე. შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, რა­ღა­ცა თა­ვი­სი ეცა­და. ამ ძი­ე­ბა­ში ერთ-ერთ პა­ტა­რა სა­ცხობს მი­აგ­ნო, ერთი პა­ტა­რა ღუ­მე­ლი იდგა, რო­მელ­საც ვე­ღარ ამუ­შა­ვებ­დნენ. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, მა­მამ ვა­ლით გად­მო­ი­ბა­რა წარ­მო­ე­ბა. სა­უ­ბა­რია 40 ათას დო­ლარ­ზე, რო­მე­ლიც 1993 წელს კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხა იყო.

- თქვენ თქვით, რომ თვი­თონ ეს სა­წარ­მო არ იყო რენ­ტა­ბე­ლუ­რი და მა­მას რა გა­რან­ტია ჰქონ­და, რომ აა­მუ­შა­ვებ­და და მომ­გე­ბი­ანს გახ­დი­და?

- მა­მა­ჩე­მი ძა­ლი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა. მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა შრო­მა­ში აქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. ალ­ბათ ჰქონ­და რა­ღაც ალღო ან სტი­მუ­ლი. ხე­დავ­და მო­მა­ვალს ამ საქ­მე­ში. ასე უც­ბად არ მი­უ­ღია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. გახ­სოვთ ალ­ბათ, იყო პე­რი­ო­დი, როცა პუ­რის რი­გე­ბი იყო, მი­წო­დე­ბა არ იყო იმ­დე­ნი, რაც მო­თხოვ­ნა იყო ბა­ზარ­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პო­ტენ­ცი­ა­ლი არ­სე­ბობ­და.

- პირ­ვე­ლი­ვე პრო­დუქ­ცია პური იყო?

- პირ­ვე­ლი, რისი წარ­მო­ე­ბაც ჩვენ­მა კომ­პა­ნი­ამ და­ი­წყო, ეს იყო ფუნ­თუ­შე­უ­ლი. კერ­ძოდ, მრგვა­ლი ქიშ­მი­ში­ა­ნი ფუნ­თუ­შა, რო­მე­ლიც დღე­საც ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი პრო­დუქ­ტია - პო­ზი­ცი­ე­ბი არ და­უთ­მია სხვა პრო­დუქ­ცი­ის­თვის გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ქიშმიშიანი ფუნთუშით დაწყებული დიდი ბიზნესი

ქიშმიშიანი ფუნთუშით დაწყებული დიდი ბიზნესი

ამ კომპანიის პროდუქციას უამრავი ადამიანი მოიხმარს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ კომპანია ბაზარზე უკვე 22 წელიწადია არსებობს. კომპანია "იფქლის" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, ბაქარ ბაკურაძეს PALITRANEWS-ის გადაცემა "ბიზნესპერსონამ" უმასპინძლა.

იხილეთ გადაცემის ჩანაწერი

- ბევრმა მომხმარებელმა არ იცის, რომ თქვენი კომპანია ბაზარზე ჯერ კიდევ 1993 წლიდან არსებობს და მამათქვენის მიერ არის დაარსებული. როგორი იყო კომპანიის პირველი ნაბიჯები ბაზარზე?

- ეს რთული პერიოდი იყო. მამაჩემმა ბიზნესის კეთება 90-იან წლებში დაიწყო. "საბჭოთა კავშირის" დაშლის შემდეგ საქართველოში მთლიანი ეკონომიკა მოიშალა, საომარი სიტუაცია იყო, ფაქტობრივად, ქვეყანაში და არაფერი ფუნქციონირებდა. თითქმის თავიდან იწყებოდა ქვეყნის შენება. მამაჩემი სოფლის მეურნეობის ინჟინერი იყო განათლებით, მუშაობდა პროფესიით და დარჩა უმუშევარი ამ პირობებში. შემდეგ რამდენიმეჯერ სცადა სხვადასხვა ბიზნესში ფეხის მოკიდება, როგორც დაქირავებულმა თანამშრომელმა, მაგრამ არ აეწყო საქმე. შემდეგ გადაწყვიტა, რაღაცა თავისი ეცადა. ამ ძიებაში ერთ-ერთ პატარა საცხობს მიაგნო, ერთი პატარა ღუმელი იდგა, რომელსაც ვეღარ ამუშავებდნენ. მოლაპარაკებების შედეგად, მამამ ვალით გადმოიბარა წარმოება. საუბარია 40 ათას დოლარზე, რომელიც 1993 წელს კოლოსალური თანხა იყო.

- თქვენ თქვით, რომ თვითონ ეს საწარმო არ იყო რენტაბელური და მამას რა გარანტია ჰქონდა, რომ აამუშავებდა და მომგებიანს გახდიდა?

- მამაჩემი ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასახული პიროვნებაა. მთელი თავისი ცხოვრება შრომაში აქვს გატარებული. ალბათ ჰქონდა რაღაც ალღო ან სტიმული. ხედავდა მომავალს ამ საქმეში. ასე უცბად არ მიუღია გადაწყვეტილება. გახსოვთ ალბათ, იყო პერიოდი, როცა პურის რიგები იყო, მიწოდება არ იყო იმდენი, რაც მოთხოვნა იყო ბაზარზე. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით პოტენციალი არსებობდა.

- პირველივე პროდუქცია პური იყო?

- პირველი, რისი წარმოებაც ჩვენმა კომპანიამ დაიწყო, ეს იყო ფუნთუშეული. კერძოდ, მრგვალი ქიშმიშიანი ფუნთუშა, რომელიც დღესაც ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია - პოზიციები არ დაუთმია სხვა პროდუქციისთვის განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია