სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქუჩის ბავშვებს" სახელმწიფო დაიცავს - რას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი
"ქუჩის ბავშვებს" სახელმწიფო დაიცავს - რას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი

ქუ­ჩა­ში მყო­ფი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბებს სა­ხელ­მწი­ფო და­ი­ცავს. შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტი იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ მო­ამ­ზა­და და ის მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე დამ­ტკიც­და. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, კა­ნონპ­რო­ექ­ტით შე­მო­დის სტა­ტუ­სი "მი­უ­სა­ფა­რი ბავ­შვი", რო­მელ­ზეც მთე­ლი რიგი სა­ჯა­რო სერ­ვი­სი იქ­ნე­ბა მიბ­მუ­ლი.

"ჩვე­ნი ყვე­ლას - სა­ხელ­მწი­ფოს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ტკი­ვი­ლია ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შვე­ბი. ყვე­ლა ბავ­შვს აქვს გან­ვი­თა­რე­ბის უფ­ლე­ბა, ამი­ტო­მაც პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და კო­ლე­გა სა­მი­ნის­ტრო­ებ­თან ერ­თად შე­ვი­მუ­შა­ვეთ ცვლი­ლე­ბე­ბის პა­კე­ტი, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბამ დღეს ერ­თხმად და­ამ­ტკი­ცა და რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა ქუ­ჩა­ში მყო­ფი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შვე­ბის უკე­თე­სად დაც­ვას. პირ­ვე­ლი ცვლი­ლე­ბის მი­ხედ­ვით სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში შე­მო­ვა ახა­ლი ცნე­ბა - "მი­უ­სა­ფა­რი ბავ­შვი", ამ სტა­ტუს­ზე კი მიბ­მუ­ლი იქ­ნე­ბა მთე­ლი რიგი სა­ჯა­რო სერ­ვი­სე­ბი­სა. მა­გა­ლი­თად, დღეს თქვენ იცით, რომ ამ­გვა­რი ბავ­შვე­ბი ვერ იღე­ბენ სა­ბუ­თებს, ვერ ხდე­ბა მათი იდენ­ტი­ფი­კა­ცია თუ სა­ი­დან მო­დი­ან, ვინ არი­ან, რო­მე­ლი ქვეყ­ნი­დან შე­მო­ვიდ­ნენ და არი­ან თუ არა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და აქ და­ბა­დე­ბულ­ნი, იმი­ტომ რომ მათ იდენ­ტი­ფიც­კა­ცი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი სრულ­წლო­ვა­ნი პი­რე­ბი ჩვენ არ მოგ­ვმარ­თა­ვენ და რე­ა­ლუ­რად ეს ბავ­შვე­ბი რჩე­ბი­ან იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის პრო­ცე­სის მიღ­მა. ამ რე­ფორ­მის შე­დე­გად ჩვენ მივ­ცემთ მზრუნ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებს ანუ სა­ხელ­მწი­ფოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­სად­მი მო­მარ­თვის უფ­ლე­ბას და ეს სა­კი­თხი აღარ იქ­ნე­ბა მშო­ბელ­ზე ან სხვა კა­ნო­ნი­ერ წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კა­ნონპ­რო­ექ­ტით ასე­ვე ფარ­თოვ­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა. "სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკს ამ რე­ფორ­მით მი­ე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა უგულ­ვე­ბელ­ყო­ფის ან ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვა­ში უკი­დუ­რე­სი ზო­მის სა­ხით და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბავ­შვის აგ­რე­სო­რის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის გა­სა­ჩივ­რე­ბაც, რა თქმა უნდა,შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­სა­მარ­თლოს ორი ინ­სტან­ცი­ის წი­ნა­შე, მაგ­რამ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში შევა მყი­სი­ე­რად და გან­ცალ­კე­ვე­ბა მოხ­დე­ბა მა­შინ­ვე. ჩვენ გვინ­და, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მუ­შაო გან­ვი­თარ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ის უკე­თე­სად მო­ემ­სა­ხუ­როს ქუ­ჩა­ში მყო­ფი ბავ­შვის უფ­ლე­ბებს, რო­მელ­თა სა­ბო­ლოო მო­მა­ვა­ლი, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ქუ­ჩას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ქუჩის ბავშვებს" სახელმწიფო დაიცავს - რას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი

"ქუჩის ბავშვებს" სახელმწიფო დაიცავს - რას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი

ქუჩაში მყოფი და მომუშავე ბავშვების უფლებებს სახელმწიფო დაიცავს. შესაბამისი კანონპროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და ის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა. როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა, კანონპროექტით შემოდის სტატუსი "მიუსაფარი ბავშვი", რომელზეც მთელი რიგი საჯარო სერვისი იქნება მიბმული.

"ჩვენი ყველას - სახელმწიფოს და საზოგადოების ტკივილია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები. ყველა ბავშვს აქვს განვითარების უფლება, ამიტომაც პარტნიორ ორგანიზაციებსა და კოლეგა სამინისტროებთან ერთად შევიმუშავეთ ცვლილებების პაკეტი, რომელიც მთავრობამ დღეს ერთხმად დაამტკიცა და რომელიც ემსახურება ქუჩაში მყოფი და მომუშავე ბავშვების უკეთესად დაცვას. პირველი ცვლილების მიხედვით საქართველოს კანონში შემოვა ახალი ცნება - "მიუსაფარი ბავშვი", ამ სტატუსზე კი მიბმული იქნება მთელი რიგი საჯარო სერვისებისა. მაგალითად, დღეს თქვენ იცით, რომ ამგვარი ბავშვები ვერ იღებენ საბუთებს, ვერ ხდება მათი იდენტიფიკაცია თუ საიდან მოდიან, ვინ არიან, რომელი ქვეყნიდან შემოვიდნენ და არიან თუ არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და აქ დაბადებულნი, იმიტომ რომ მათ იდენტიფიცკაციაზე პასუხისმგებელი სრულწლოვანი პირები ჩვენ არ მოგვმართავენ და რეალურად ეს ბავშვები რჩებიან იდენტიფიკაციის პროცესის მიღმა. ამ რეფორმის შედეგად ჩვენ მივცემთ მზრუნველობის ორგანოებს ანუ სახელმწიფოს იუსტიციის სამინისტროსადმი მომართვის უფლებას და ეს საკითხი აღარ იქნება მშობელზე ან სხვა კანონიერ წარმომადგენელზე დამოკიდებული", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, კანონპროექტით ასევე ფართოვდება სოციალური მუშაკის უფლებამოსილება. "სოციალურ მუშაკს ამ რეფორმით მიეცემა საშუალება უგულვებელყოფის ან ძალადობის შემთხვევაში უკიდურესი ზომის სახით დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის აგრესორისგან განცალკევების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც, რა თქმა უნდა,შესაძლებელი იქნება სასამართლოს ორი ინსტანციის წინაშე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა მყისიერად და განცალკევება მოხდება მაშინვე. ჩვენ გვინდა, რომ სოციალური სამუშაო განვითარდეს საქართველოში და ის უკეთესად მოემსახუროს ქუჩაში მყოფი ბავშვის უფლებებს, რომელთა საბოლოო მომავალი, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ქუჩასთან დაკავშირებული", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია