პოლიტიკა
სამართალი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის სააკაშვილის ფავორიტი იულია მარუშევსკაია - 26 წლის ლამაზმანის გზა youtube-დან მაღალჩინოსნობამდე
ვინ არის სააკაშვილის ფავორიტი იულია მარუშევსკაია - 26 წლის ლამაზმანის გზა youtube-დან მაღალჩინოსნობამდე

ევ­რო­მა­ი­და­ნის სახე მსოფ­ლი­ო­ში, გზა youtube-დან მა­ღალ­ჩი­ნოს­ნო­ბამ­დე, სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დის ფა­ვო­რო­ტი - ეს ოდე­სის ოლ­ქის სა­ბა­ჟოს უფ­რო­სი 26 წლის იუ­ლია მა­რუ­შევ­სკა­ი­აა.

იუ­ლია მა­რუ­შევ­სკა­ია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პირ­ვე­ლად ევ­რო­მა­ი­და­ნის დროს გა­მოჩ­ნდა. გა­მო­ჩე­ნა იმ­დე­ნად ეფექ­ტუ­რი იყო, რომ ის მსოფ­ლი­ო­ში 8 მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა გა­იც­ნო. ვი­დე­ორ­გოლ­ში მა­ი­დან­ზე მომ­ხდარ ამ­ბებ­ზე სა­უბ­რობ­და და მსოფ­ლი­ოს უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­დებ­და.

და­ი­ბა­და 1989 წლის 2 ოქ­ტომ­ბერს, ნი­კო­ლა­ე­ვის მხა­რე­ში, სო­ფელ შერ­ბა­ნი­ში. 2012 წელს და­ამ­თავ­რა კი­ე­ვის ტა­რას შევ­ჩენ­კოს სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი. სწავ­ლობ­და უკ­რა­ი­ნულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას. და­ამ­თავ­რა ას­პი­რან­ტუ­რა. გა­ი­ა­რა ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ზა­ფხუ­ლო პროგ­რა­მა. როცა სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვი­ტა პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა, სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ხელ­მწი­ფოს მო­წყო­ბის პრო­ცე­სებ­სა და კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლას და­ე­უფ­ლა.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დეო: ვინ არის ქალი, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვილს გვერ­დი­დან არ შორ­დე­ბა

ამ­ბობს, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა აწუ­ხებ­და ის უსა­მარ­თლო­ბა, რა­საც თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში ხე­დავ­და. მა­ი­დან­ზე პირ­ველ დღე­ებ­ში გა­მოჩ­ნდა და ბო­ლომ­დე იდგა. ვი­დე­ორ­გო­ლის მი­მარ­თვის ტექ­სტი, რო­მელ­მაც youtube-ზე 8 მი­ლი­ონ­ზე მეტი ნახ­ვა და­აგ­რო­ვა, თა­ვად მა­ი­და­ნის სა­ხეს ეკუთ­ვნის. წარ­მა­ტე­ბამ ახა­ლი თა­მა­მი ნა­ბი­ჯე­ბის­კენ უბიძ­გა. გა­ე­რო­ში, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გა­მოს­ვლის დროს იუ­ლი­ამ უკ­რი­ა­ნის სხვა დე­ლე­გა­ტებ­თან ერ­თად უკ­რა­ი­ნის დრო­შა აწია. აქ­ტი­ვის­ტე­ბი დარ­ბა­ზი­დან გა­ა­ძე­ვეს.

2015 წელს ოდე­სის სა­ოლ­ქო სა­ხელ­მწი­ფო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძმღვა­ნე­ლად და­ნიშ­ნეს. რამ­დე­ნი­მე თვე­ში კი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ოლ­ქის გუბრნა­ტო­რის თა­ნა­შემ­წის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გა­ა­და­ბა­რა. ის ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი და კომ­პე­ტენ­ტუ­რია - მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ სი­ტყვე­ბით წა­რუდ­გი­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ოდე­სის ოლ­ქის სა­ბა­ჟოს ახა­ლი უფ­რო­სი იუ­ლია მა­რუ­შევ­სკა­ია.

ოდე­სის ოლ­ქის სა­ბა­ჟოს უფ­რო­სი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია. ახალ­გაზ­რდა უკ­რა­ი­ნე­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სის მე­უღ­ლე ბიზ­ნეს­მე­ნი და უკ­რა­ი­ნა­ში რამ­დე­ნი­მე ტე­ლე­არ­ხის მფლო­ბე­ლი მარ­კი­ან პრო­ცი­ვია. მა­რუ­შევ­სა­კა­ის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო 3000-გრივ­ნაა, რაც ლა­რებ­ში 312 ლარს შე­ად­გენს. ამ­ბობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელ­ფა­სით ცხოვ­რე­ბა რთუ­ლია, ამი­ტომ უარს მე­უღ­ლის დახ­მა­რე­ბა­ზე ვერ ამ­ბობს.

უკ­რა­ი­ნის ყვე­ლა­ზე ახა­გაზ­რდა პო­ლი­ტი­კო­სი ქალი მიღ­წე­ულ­ზე გა­ჩე­რე­ბას არ აპი­რებს. მა­რუ­შევ­სკა­ი­ას პო­ლი­ტი­კა­ში შორ­სმი­მა­ვა­ლი გეგ­მე­ბი აქვს.

ვინ არის სააკაშვილის ფავორიტი იულია მარუშევსკაია - 26 წლის ლამაზმანის გზა youtube-დან მაღალჩინოსნობამდე

ვინ არის სააკაშვილის ფავორიტი იულია მარუშევსკაია - 26 წლის ლამაზმანის გზა youtube-დან მაღალჩინოსნობამდე

ევრომაიდანის სახე მსოფლიოში, გზა youtube-დან მაღალჩინოსნობამდე, სააკაშვილის გუნდის ფავოროტი - ეს ოდესის ოლქის საბაჟოს უფროსი 26 წლის იულია მარუშევსკაიაა.

იულია მარუშევსკაია საზოგადოებაში პირველად ევრომაიდანის დროს გამოჩნდა. გამოჩენა იმდენად ეფექტური იყო, რომ ის მსოფლიოში 8 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიცნო. ვიდეორგოლში მაიდანზე მომხდარ ამბებზე საუბრობდა და მსოფლიოს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.

დაიბადა 1989 წლის 2 ოქტომბერს, ნიკოლაევის მხარეში, სოფელ შერბანიში. 2012 წელს დაამთავრა კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი. სწავლობდა უკრაინულ ენასა და ლიტერატურას. დაამთავრა ასპირანტურა. გაიარა ჰარვარდის უნივერსიტეტის საზაფხულო პროგრამა. როცა საბოლოოდ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა, სტენფორდის უნივერსიტეტში სახელმწიფოს მოწყობის პროცესებსა და კორუფციასთან ბრძოლას დაეუფლა.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო: ვინ არის ქალი, რომელიც სააკაშვილს გვერდიდან არ შორდება

ამბობს, რომ მთელი ცხოვრება აწუხებდა ის უსამართლობა, რასაც თავის ქვეყანაში ხედავდა. მაიდანზე პირველ დღეებში გამოჩნდა და ბოლომდე იდგა. ვიდეორგოლის მიმართვის ტექსტი, რომელმაც youtube-ზე 8 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა, თავად მაიდანის სახეს ეკუთვნის. წარმატებამ ახალი თამამი ნაბიჯებისკენ უბიძგა. გაეროში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამოსვლის დროს იულიამ უკრიანის სხვა დელეგატებთან ერთად უკრაინის დროშა აწია. აქტივისტები დარბაზიდან გააძევეს.

2015 წელს ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძმღვანელად დანიშნეს. რამდენიმე თვეში კი მიხეილ სააკაშვილმა ოლქის გუბრნატორის თანაშემწის უფლებამოსილება გაადაბარა. ის ძალიან ჭკვიანი და კომპეტენტურია - მოგვიანებით ამ სიტყვებით წარუდგინა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას ოდესის ოლქის საბაჟოს ახალი უფროსი იულია მარუშევსკაია.

ოდესის ოლქის საბაჟოს უფროსი დაქორწინებულია. ახალგაზრდა უკრაინელი მაღალჩინოსის მეუღლე ბიზნესმენი და უკრაინაში რამდენიმე ტელეარხის მფლობელი მარკიან პროცივია. მარუშევსაკაის თანამდებობრივი სარგო 3000-გრივნაა, რაც ლარებში 312 ლარს შეადგენს. ამბობს, რომ აღნიშნული ხელფასით ცხოვრება რთულია, ამიტომ უარს მეუღლის დახმარებაზე ვერ ამბობს.

უკრაინის ყველაზე ახაგაზრდა პოლიტიკოსი ქალი მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს. მარუშევსკაიას პოლიტიკაში შორსმიმავალი გეგმები აქვს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."