Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღირდა იმისთვის ცხოვრება, რომ ზაზა გამეჩინა" - ქალბატონი, რომელმაც ფაჩულიას კარიერაში გადამწყვეტი როლი ითამაშა
"ღირდა იმისთვის ცხოვრება, რომ ზაზა გამეჩინა" - ქალბატონი, რომელმაც ფაჩულიას კარიერაში გადამწყვეტი როლი ითამაშა

ეს ინ­ტერ­ვიუ რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჟურ­ნალ "გზის­თვის" ჩა­ი­წე­რა, რო­მე­ლიც არც ახლა კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას.

ჩემი რეს­პონ­დენ­ტი მი­ზან­და­სა­ხუ­ლი, შრო­მის­მოყ­ვა­რე და საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცხოვ­რე­ბამ არა­ერ­თი გან­საც­დე­ლი მო­უვ­ლი­ნა, დღეს თავს უბედ­ნი­ე­რეს ქალ­ბა­ტო­ნად მი­იჩ­ნევს. ამ­ბობს, რომ იუ­მო­რის გრძნო­ბამ იხ­სნა და გა­და­არ­ჩი­ნა. ეს გრძნო­ბა მარ­თლაც, არ ღა­ლა­ტობს - ამა­ში მას­თან სა­უბ­რი­სას მეც დავ­რწმუნ­დი...

ჩემი თა­ნა­მო­სა­უბ­რე ანაკ­ლი­ა­ში და­ი­ბა­და და სე­ნაკ­ში, პე­და­გო­გე­ბის ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს სამ­კურ­ნა­ლო ფი­ზკულ­ტუ­რის ფა­კულ­ტე­ტი... იმის გამო, რომ მა­ღა­ლი (182 სმ) იყო, ერთი პე­რი­ო­დი, კა­ლათ­ბურთს თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­შიც" თა­მა­შობ­და. მაგ­რამ ახლა ამ­ბობს, რომ დიდი კა­ლათ­ბურ­თე­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა. "შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ კა­ლათ­ბურ­თის­თვის ცოტა ნა­ზიც გახ­ლდით, რად­გა­ნაც ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი არ ვყო­ფილ­ვარ. ბიჭს არ ექ­ნე­ბა სხე­ულ­ზე იმ­დე­ნი ნა­ი­ა­რე­ვი, რამ­დე­ნიც მე მაქვს, სულ მო­ე­დან­ზე "ვეგ­დე..." - ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა კო­დუა, რო­მე­ლიც დღეს უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლის - ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას დე­დაა. "ზაზა რა­ღა­ცებ­ში მგავს. ბავ­შვო­ბა­ში ისიც ხში­რად ეცე­მო­და... ახ­ლაც, მო­ე­დან­ზე რამ­დენ­ჯე­რაც და­ე­ცე­მა, ვი­ტყვი, - დე­დას ჰგავს-მეთ­ქი, რად­გა­ნაც მამა ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ჰყავ­და, ისიც სპორ­ტსმე­ნი იყო.

- ზა­ზა­სა­ვით მა­ღა­ლი იყო?

- კი, მაგ­რამ ზა­ზამ ყვე­ლას გვა­ჯო­ბა - სი­მაღ­ლე­ში 210 სმ-ია. რა­საც არ მინ­დო­და, რომ ზაზა გაჰ­ყო­ლო­და, ეს კა­ლათ­ბურ­თი გახ­ლდათ. ბავ­შვო­ბა­ში, კა­ლათ­ბურ­თის გარ­და, სპორ­ტის თით­ქმის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბა­ზე დამ­ყავ­და. ამას­თან, ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე, გი­ტა­რა­ზე, უცხო ენებ­ზე, ცეკ­ვა­ზეც ვა­ტა­რებ­დი, მაგ­რამ ცეკ­ვი­დან გა­მოგ­ვიშ­ვეს - ისე­თი მა­ღა­ლი იყო, რომ შე­სა­ფე­რი­სი მე­წყვი­ლე ვერ უშო­ვეს (იღი­მე­ბა). სა­ბო­ლო­ოდ კი იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, მა­ინც კა­ლათ­ბურთზე შე­მეყ­ვა­ნა...

- საკ­მა­ოდ ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნი ბრძან­დე­ბით. რო­გორც ჩანს, ზაზა ად­რე­ულ ასაკ­ში შე­გე­ძი­ნათ, არა?

- 22 წლის ვი­ყა­ვი, დედა რომ გავ­ხდი; სხვა­თა შო­რის, ზაზა ათ­თვი­ა­ნი და­ი­ბა­და - "გა­დამ­წი­ფე­ბუ­ლი" და "ბე­ბე­რი" იყო (იცი­ნის)... არ მიყ­ვარს, შვი­ლებს რომ აქე­ბენ, მაგ­რამ მარ­თლა ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი ბავ­შვი გახ­ლდათ, ამა­ვე დროს, კარ­გი აღ­საზ­რდე­ლიც...

- რო­დის მიხ­ვდით, რომ ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი გა­მო­ვი­დო­და?

- თა­ვი­დან­ვე ვი­ცო­დი, რომ კა­ლათ­ბურთს გაჰ­ყვე­ბო­და, რად­გა­ნაც კარ­გად სწავ­ლობ­და: კა­ლათ­ბურ­თი რომ ითა­მა­შო, ჭკუაა სა­ჭი­რო, თუ ჭკვი­ა­ნი არ ხარ და სწო­რად არ აზ­როვ­ნებ, ვერ ითა­მა­შებ. ეს კარ­გად ვი­ცო­დი, რად­გა­ნაც თა­ვად კა­ლათ­ბურ­თე­ლი გახ­ლდით და სა­კა­ლათ­ბურ­თო "სამ­ზა­რე­უ­ლო" ჩემ­თვის ნაც­ნო­ბი იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ ვი­ყა­ვი დიდი სპორ­ტსმე­ნი, კარ­გად ვაზ­როვ­ნებ­დი - მო­ე­დან­საც ვხე­დავ­დი და ვხე­დავ­დი ჩემს შვილ­შიც იმას - თუ კა­ლათ­ბურთზე შე­ვიყ­ვან­დი, აუ­ცი­ლებ­ლად კარ­გი მო­თა­მა­შე გა­მო­ვი­დო­და, რის­თვი­საც ზაზა მე­ნა­ნე­ბო­და.

- რა­ტომ?

- იმი­ტომ, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი სპორ­ტი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ხარ­ბი­ე­ლო არ არის. სპორ­ტსმე­ნე­ბი უზარ­მა­ზარ ენერ­გი­ას ხარ­ჯა­ვენ... არა­ერ­თი ტრავ­მა აქვს მი­ღე­ბუ­ლი, დას­ვე­ნე­ბა მის­თვის არ არის და გარ­თო­ბა. სპორ­ტის გამო უამ­რა­ვი შე­ზღუდ­ვა აქვს.

ხუმ­რო­ბა ხომ არ არის ამ­ხე­ლა დატ­ვირ­თვა?! თან, ფე­რად­კა­ნი­ა­ნებ­თან "ჭი­და­ო­ბა" არ არის ად­ვი­ლი. ისი­ნი ძა­ლი­ან ძლი­ე­რე­ბი არი­ან, ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქვთ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სპორ­ტის­თვის არი­ან გა­ჩე­ნი­ლე­ბი. თეთრკა­ნი­ა­ნებს მათ­თან შე­და­რე­ბით, ყო­ველ­თვის უჭირთ. ევ­რო­პუ­ლი კა­ლათ­ბურ­თი სრუ­ლი­ად სხვა რამ არის, მას­ში ტვი­ნი უფრო მე­ტად არის ჩარ­თუ­ლი, ხოლო ფი­ზი­კუ­რი ძალა მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. ფე­რად­კა­ნი­ა­ნებ­თან კი - პი­რი­ქი­თაა. სა­ო­ცა­რი ენერ­გია სჭირ­დე­ბა ადა­მი­ანს, რომ მათ გა­უ­თა­ნაბრდეს და შე­ე­ჭი­დოს. ის კი არა, კუნ­თე­ბის წყო­ბაც კი სხვა­ნა­ი­რი აქვთ. სე­ზო­ნის წინ, დიდ­ხანს არ ვარ­ჯი­შო­ბენ, ფორ­მა­ში მო­სას­ვლე­ლად, ერთი კვი­რაც ჰყოფ­ნით...

- რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, ზაზა ძა­ლი­ან ად­ვი­ლი აღ­საზ­რდე­ლი იყო...

- კი, მაგ­რამ ძალ­ზე თა­ვი­სე­ბუ­რი ბავ­შვი გახ­ლდათ. ერთხელ, ბაღ­ში, ჩიტი და­ხა­ტა, რო­მელ­საც ოთხი ფეხი მი­უ­ხა­ტა. მას­წავ­ლე­ბე­ლი, მე, მა­მა­მი­სი - ყვე­ლა­ნი ვუხ­სნი­დით, რომ ჩიტს ოთხი ფეხი არა აქვს, ის კი და­ჟი­ნე­ბით ამ­ბობ­და, - ეს ამე­რი­კუ­ლი ჩი­ტი­აო! - ასე­თი წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­და, ვე­რაფ­რით გა­და­ვათ­ქმე­ვი­ნეთ... ყო­ველ­თვის თა­ვი­სე­ბუ­რი ხედ­ვა ჰქონ­და. ბავ­შვო­ბი­დან მი­ზან­და­სა­ხუ­ლი იყო...

სა­ერ­თოდ, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ძლი­ე­რი ოჯა­ხი­დან ვი­ყა­ვი და ამის წყა­ლო­ბით, არა­ფე­რი გვაკ­ლდა, მაგ­რამ 90-იან წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­თი რთუ­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო, რო­გორც ყვე­ლას, ჩვენც გაგ­ვი­ჭირ­და. ყვე­ლა­ფე­რი გავ­ყი­დე იმის­თვის, რომ ზა­ზას დე­მი­რე­ლის კო­ლე­ჯში ეს­წავ­ლა. გა­და­სა­რე­ვად სწავ­ლობ­და, ყვე­ლა ტურ­ში (მა­თე­მა­ტი­კა­ში, ფი­ზი­კა­ში...) იმარ­ჯვებ­და და სი­გე­ლებს იღებ­და. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ბავ­შვი იყო, ყვე­ლა­ფერს თვი­თონ აკე­თებ­და. ერთხელ შევ­ნიშ­ნე, რომ რა­ღა­ცას თა­ვის­თვის ბუტ­ბუ­ტებ­და.

რას ლა­პა­რა­კობ-მეთ­ქი? - ვკი­თხე. - იცი, რა?.. მე კარ­გად უნდა ვი­ცხოვ­როო, - მი­თხრა. - რო­გორ-მეთ­ქი? - ვკი­თხე. - ბევ­რი უნდა ვიშ­რო­მო და ვის­წავ­ლოო. - რას ნიშ­ნავს კარ­გად ცხოვ­რე­ბა-მეთ­ქი? - უნდა მქონ­დეს დიდი სახ­ლიო, - და წარ­მო­სახ­ვა­ში თა­ვი­სე­ბუ­რი გეგ­მა ჰქონ­და. მე­ო­რე დღეს­ვე კა­ლათ­ბურთზე შე­ვიყ­ვა­ნე. თუკი ზაზა მო­მა­ვალ­ში და­ძა­ბულ შრო­მას აპი­რებს, სხვა რა გზა მაქვს-მეთ­ქი?! თან, ვა­ტყობ­დი, რომ მო­ზღვა­ვე­ბუ­ლი ენერ­გი­აც ჰქონ­და. იმ დრო­ი­სათ­ვის მე­უღ­ლე ავად მყავ­და და ოჯახ­ში მხო­ლოდ მე ვმუ­შა­ობ­დი.

- მე­უღ­ლე რო­დის გარ­და­გეც­ვა­ლათ?

- ზაზა 12 წლის იყო, მამა რომ გარ­და­ეც­ვა­ლა... 11 წლის ასაკ­ში კი კა­ლათ­ბურთზე, ზურა სამ­ხა­რა­ძეს­თან მი­ვიყ­ვა­ნე... ვერ ვი­ტყვი, რომ ზაზა ნა­ცე­მი არ მყავს, ერთხელ ტყუ­ი­ლის გამო ისე ვცე­მე, რომ დედა-შვი­ლი 2 კვი­რა სა­წოლ­ში ვი­წე­ქით, სი­ცხე გვქონ­და. მას მერე დას­ჯის ასე­თი მკაც­რი მე­თო­დი მის მი­მართ აღარ გა­მო­მი­ყე­ნე­ბია; მხო­ლოდ ასე ვსჯი­დი ხოლ­მე - ვე­უბ­ნე­ბო­დი, - თუ კო­ლე­ჯში და­ბალ ნი­შანს მი­ი­ღებ, ვარ­ჯიშ­ზე არ წახ­ვალ-მეთ­ქი. მარ­თლაც, მის მიერ მი­ღე­ბუ­ლი და­ბა­ლი ნი­შა­ნი არ მახ­სოვს... ახლა რომ ამ­ბო­ბენ, ბავ­შვე­ბის­თვის სა­ვარ­ჯი­შო პი­რო­ბე­ბი არ არი­სო, ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი. პი­რო­ბე­ბი, როცა ზა­ზამ და­ი­წყო ვარ­ჯი­ში, არც მა­შინ იყო. დარ­ბაზ­ში ისე­თი გამ­ყინ­ვა­რე­ბა მახ­სოვს, ბავ­შვე­ბი ხელ­თათ­მა­ნე­ბით ვარ­ჯი­შობ­დნენ. დი­დუ­ბის დარ­ბაზს მი­ნე­ბი არ ჰქონ­და და მათ ორ­პირ ქარ­ში უწევ­დათ ვარ­ჯი­ში... მოკ­ლედ, თუ გინ­და, გა­ჭირ­ვე­ბა­შიც მი­აღ­წევ შენ­სას და ყვე­ლა­ნა­ირ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას დას­ძლევ.

- დე­მი­რე­ლის კო­ლე­ჯის შემ­დეგ სწავ­ლა სად გა­ნაგ­რძო?

- თურ­ქეთ­ში წა­ვე­დით, სა­დაც "სეიმ პარ­სის" კო­ლე­ჯში სწავ­ლობ­და. იქ მა­თე­მა­ტი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბულ ჯგუფ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და სპორ­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, იმ დატ­ვირ­თვას ვე­ღარ გა­უძ­ლო, რად­გა­ნაც 15 წლი­სა უკვე ევ­რო­პის ტურ­ნი­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზეც თა­მა­შობ­და და სულ უცხო­ეთ­ში უწევ­და ყოფ­ნა. ამის გამო ბევ­რი გაც­დე­ნა ჰქონ­და. ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ტუ­რიზ­მის ფა­კულ­ტეტ­ზეც კი ჩა­ა­ბა­რა, მაგ­რამ ვერც აქ შეძ­ლო სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა. ლექ­ცი­ებს ვერ ეს­წრე­ბო­და.

- ნი­ჭი­ე­რი იყო, კარ­გად სწავ­ლობ­დაო... რო­გორ გგო­ნი­ათ - სხვა სფე­როს რომ გაჰ­ყო­ლო­და, მი­აღ­წევ­და ისეთ წარ­მა­ტე­ბას, რო­გორ­საც კა­ლათ­ბურთში მი­აღ­წია?

- მისი ცხოვ­რე­ბის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მხა­რის­თვის, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ისე ჯობ­და, რო­გორც მოხ­და, მაგ­რამ ზა­ზას ახ­ლაც სულ იმას ვუ­ჩი­ჩი­ნებ, რომ რა­მე­ნა­ი­რად სწავ­ლა­საც მოჰ­კი­დოს ხელი. გულს არ მტკენს და ამის­თვის დრო რო­გორც კი გა­მო­უჩ­ნდე­ბა, სწავ­ლობს, ძი­რი­თა­დად - იტერ­ნე­ტით; რა­ღაც სერ­ტი­ფი­კა­ტებს იღებს, და­დის რა­ღაც კლა­სებ­ში, მაგ­რამ ბო­ლომ­დე ჯერ­ჯე­რო­ბით ვერც ერთი ვერ მი­იყ­ვა­ნა. ფლობს: რუ­სულს, ინ­გლი­სურს, თურ­ქულს, ცოტა იტა­ლი­ურ­სა და ეს­პა­ნურს. ბოლო დროს ბიზ­ნე­სი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და ამ სფე­რო­ში დედა-შვილს ერ­თგვა­რი შე­ჯიბ­რე­ბაც გვაქვს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი: მე ხომ აქ მის ბიზ­ნესს ვმარ­თავ - "ვა­მუ­შა­ვებ" სას­ტუმ­როს, რო­მელ­საც "ზიფი" - ჩემი შვი­ლის სა­ხე­ლი­სა და გვა­რის ინი­ცი­ა­ლე­ბი და­ვარ­ქვი.

- თა­ვად თუ გაქვთ ბიზ­ნეს­ში გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი?

- არა, მაგ­რამ და­მი­ჯე­რეთ, ყვე­ლაფ­რის სწავ­ლა შე­იძ­ლე­ბა. სხვა­თა შო­რის, თურ­ქეთ­ში რომ წა­ვე­დით, იქ თურ­ქუ­ლი ვის­წავ­ლე, ამე­რი­კა­ში - ინ­გლი­სუ­რი. მაგ­რამ ზა­ზას თან­დას­წრე­ბით ინ­გლი­სუ­რად ვერ ვსა­უბ­რობ: ის ჩემს ინ­გლი­სურ­ზე კი არ იცი­ნის, არა­მედ ხარ­ხა­რებს... დამ­ცი­ნის. არა­და, ამე­რი­კე­ლებს ყვე­ლა­ფერს გა­და­სა­რე­ვად ვა­გე­ბი­ნებ...

- ზაზა 2 წლის წინ და­ო­ჯახ­და. რას გვე­ტყვით ამა­ზე?

- ამ ფაქ­ტით უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი ვარ. სა­ო­ცა­რი ცოლ-შვი­ლი ჰყავს. ჩემს რძალ­ზე ბევ­რი ლა­პა­რა­კი მე­რი­დე­ბა, მაგ­რამ მა­ინც ვი­ტყვი: მე არ გა­მი­ჩე­ნია და გა­მიზ­რდია, მაგ­რამ მად­ლო­ბა მის მშობ­ლებს, რომ ასე­თი გა­მი­ზარ­დეს! მე და ჩემი თიკა (ალა­ვი­ძე) და­ქა­ლე­ბი­ვით ვართ. ზა­ზას წა­მოს­ცდე­ბა ხოლ­მე, - ვერ გა­ვი­გე, თი­კაა შენი შვი­ლი თუ - მეო. მაგ­რამ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, არ მიყ­ვარ­დეს რძა­ლი, რო­მელ­მაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მა­ჩუ­ქა, ჩემს შვილს უვ­ლის?!. ისე, არ მე­გო­ნა, თუ ზაზა ასე­თი კარ­გი ქმა­რი იქ­ნე­ბო­და. მაგ­რამ ეტყო­ბა, თი­კაა ძა­ლი­ან კარ­გი...

- რო­გორ ფიქ­რობთ - რაში მდგო­მა­რე­ობს ზა­ზას წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო?

- მას­ზე უკე­თე­სი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ბევ­რს აქვს, მაგ­რამ მის­ნა­ი­რი შრო­მის­მოყ­ვა­რე ცოტა თუ მე­გუ­ლე­ბა. ამას­თან, აქვს ჭკუა...

- ადრე ზაზა იყო "მა­რი­ნას შვი­ლი", ახლა თქვენ გახ­დით "ზა­ზას დედა". რო­გო­რი გრძნო­ბაა ეს?

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი. სწო­რედ ამით ვარ ამა­ყი და ბედ­ნი­ე­რი, რომ ზა­ზას დედა ვარ. დე­დის­თვის ამა­ზე ძვირ­ფა­სი არა­ფე­რია! თუნ­დაც იმის­თვის ღირ­და ცხოვ­რე­ბა, რომ ზაზა გა­მე­ჩი­ნა! რა საკ­ვირ­ვე­ლია, ღვთი­სა და ნი­ჭი­ე­რე­ბის წყა­ლო­ბით მი­აღ­წია ამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბას, მაგ­რამ (არ მიყ­ვარს ამა­ზე ლა­პა­რა­კი) ძა­ლი­ან დიდი შრო­მა მაქვს ჩა­დე­ბუ­ლი ამ ყვე­ლა­ფერ­ში. ზა­ზას­თან ერ­თად, მეც იმ ცივ დარ­ბაზ­ში ვი­ჯე­ქი და ვი­ყი­ნე­ბო­დი ხოლ­მე, რომ მე­ნა­ხა, რა შეც­დო­მას და­უშ­ვებ­და და შემ­დეგ, სახ­ლში გა­მერ­ჩია მის­თვის თა­მა­ში...

ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო, იმ ტრა­გე­დი­ე­ბის შემ­დეგ, რაც თავს გა­დამ­ხდა, ზა­ზას­თან ერ­თად, თურ­ქეთ­ში გამ­გზავ­რე­ბა. ენა არ ვი­ცო­დი, არა­ვის ვიც­ნობ­დი; ზაზა კვი­რა­ო­ბით წა­სუ­ლი იყო; რომ დაბ­რუნ­დე­ბო­და, გა­დარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი მის მოვ­ლა­ზე: წვე­ნი დრო­ზე და­მე­წუ­რა, ცხე­ლი სა­დი­ლი მი­მე­წო­დე­ბი­ნა... და ვი­ყა­ვით უცხო ქვე­ყა­ნა­ში დედა-შვი­ლი მარ­ტო...

- მა­ინც თუ იფიქ­რებ­დით, რომ ასეთ გუნდში ითა­მა­შებ­და და ამე­რი­კა­ში ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი იქ­ნე­ბო­და?

- კი, ამის იმე­დით ვი­ყა­ვი. ზაზა ისე­თი ტი­პია, ყვე­ლა­ფერს გა­და­გა­ტა­ნი­ნებს... სტამ­ბოლ­ში, ჩემს და­ბა­დე­ბის დღეს, სრუ­ლი­ად მარ­ტო შევ­ხვდი. კარ­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლად ზარი გა­ის­მა. გა­მიკ­ვირ­და, რად­გა­ნაც არა­ვის ვე­ლო­დი, ნაც­ნო­ბი, ამ­ხა­ნა­გი და მე­ზო­ბე­ლი იქ არ მყავ­და. ვი­ფიქ­რე, ვი­ღა­ცას შე­ე­შა­ლა-მეთ­ქი და კარი არ გა­ვა­ღე. ზარი არ გა­ჩერ­და. მი­ვე­დი კარ­თან და ვხე­დავ უზარ­მა­ზარ თა­ი­გულს, რო­მე­ლიც ხელ­ში ვი­ღაც პა­ტა­რა თურქ მა­მა­კაცს უჭი­რავს: თურ­მე ის ყვა­ვი­ლე­ბი ჩემ­თვის ზა­ზას გა­მო­უგ­ზავ­ნია... ამ ამ­ბის გამო ერთი კვი­რა ცუ­დად ვი­ყა­ვი; რომ ვიხ­სე­ნებ, ახ­ლაც მე­ტი­რე­ბა: ბავ­შვმა პირ­ვე­ლად აიღო ხელ­ფა­სი და ასე­თი სა­ჩუ­ქა­რი მო­მი­ძღვნა. იმ თა­ი­გულს მა­შინ სუ­რა­თი გა­და­ვუ­ღე, რომ სა­მახ­სოვ­როდ დამ­რჩე­ნო­და.

- ტრა­გე­დი­ე­ბი მაქვს გა­და­ტა­ნი­ლიო, - ბრძა­ნეთ, რას გუ­ლის­ხმობ­დით?

- ცხოვ­რე­ბა­ში ბევრ მძი­მე დღეს შევ­სწრე­ბი­ვარ. იმ არე­უ­ლო­ბის წლებ­ში სე­ნაკ­ში ძმა და­მიხვრი­ტეს, ექი­მი გახ­ლდათ და ერთი თვის და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო მა­შინ. მის სიკ­ვდილს მა­მა­ჩე­მი გა­დაჰ­ყვა. სულ მალე ქმა­რი და­მე­ღუ­პა. ერ­თდრო­უ­ლად ოჯა­ხი­დან 3 მთა­სა­ვით ვაჟ­კა­ცი, უძ­ვირ­ფა­სე­სი ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გე!.. მაგ­რამ ვცდი­ლობ­დი, ეს ტკი­ვი­ლი ჩემს შვილს არ ეგ­რძნო და მას არ შე­ხე­ბო­და. არა­და, ძნე­ლია ბი­ჭის აღ­ზრდა მარ­ტო ქა­ლის­თვის; თან, ამ­ხე­ლა ბი­ჭი­სა, რო­მელ­საც უზარ­მა­ზა­რი ენერ­გია აქვს. მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის­გან იუ­მორ­მა მიხ­სნა და გა­და­მარ­ჩი­ნა, ამი­ტომ ყვე­ლას ვურ­ჩევ, რომ ხში­რად გა­ი­ღი­მონ. სხვა­თა შო­რის, ზა­ზას მა­ტე­რი­ა­ლუ­რად რომ არ უჭირს, დღეს ესეც დიდი ტვირ­თია ჩემ­თვის, რად­გა­ნაც ირ­გვლივ უამ­რა­ვი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლია. ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ, კარ­გად იყ­ვნენ, რომ მეც კარ­გად ვიყო; მათი შემ­ხედ­ვა­რე, ცუ­დად ვხდე­ბი. ყვე­ლას ხომ ვერ და­ეხ­მა­რე­ბი? თვე­ში 400 მო­ხუცს ვკვე­ბავ, კი­დევ არის რა­ღაც წვრილ-წვრი­ლი ქველ­მოქ­მე­დე­ბა, მაგ­რამ ძნე­ლია, რომ ყვე­ლას ვერ ვეხ­მა­რე­ბი და ამას ძა­ლი­ან გან­ვიც­დი...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

"ღირდა იმისთვის ცხოვრება, რომ ზაზა გამეჩინა" - ქალბატონი, რომელმაც ფაჩულიას კარიერაში გადამწყვეტი როლი ითამაშა

"ღირდა იმისთვის ცხოვრება, რომ ზაზა გამეჩინა" - ქალბატონი, რომელმაც ფაჩულიას კარიერაში გადამწყვეტი როლი ითამაშა

ეს ინტერვიუ რამდენიმე წლის წინ ჟურნალ "გზისთვის" ჩაიწერა, რომელიც არც ახლა კარგავს აქტუალობას.

ჩემი რესპონდენტი მიზანდასახული, შრომისმოყვარე და საკმაოდ აქტიური ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებამ არაერთი განსაცდელი მოუვლინა, დღეს თავს უბედნიერეს ქალბატონად მიიჩნევს. ამბობს, რომ იუმორის გრძნობამ იხსნა და გადაარჩინა. ეს გრძნობა მართლაც, არ ღალატობს - ამაში მასთან საუბრისას მეც დავრწმუნდი...

ჩემი თანამოსაუბრე ანაკლიაში დაიბადა და სენაკში, პედაგოგების ოჯახში გაიზარდა. დამთავრებული აქვს სამკურნალო ფიზკულტურის ფაკულტეტი... იმის გამო, რომ მაღალი (182 სმ) იყო, ერთი პერიოდი, კალათბურთს თბილისის "დინამოშიც" თამაშობდა. მაგრამ ახლა ამბობს, რომ დიდი კალათბურთელი არასდროს ყოფილა. "შეიძლება ითქვას, რომ კალათბურთისთვის ცოტა ნაზიც გახლდით, რადგანაც ფიზიკურად ძლიერი არ ვყოფილვარ. ბიჭს არ ექნება სხეულზე იმდენი ნაიარევი, რამდენიც მე მაქვს, სულ მოედანზე "ვეგდე..." - ამბობს ქალბატონი მარინა კოდუა, რომელიც დღეს უკვე წარმატებული კალათბურთელის - ზაზა ფაჩულიას დედაა. "ზაზა რაღაცებში მგავს. ბავშვობაში ისიც ხშირად ეცემოდა... ახლაც, მოედანზე რამდენჯერაც დაეცემა, ვიტყვი, - დედას ჰგავს-მეთქი, რადგანაც მამა ფიზიკურად ძალიან ძლიერი ჰყავდა, ისიც სპორტსმენი იყო.

- ზაზასავით მაღალი იყო?

- კი, მაგრამ ზაზამ ყველას გვაჯობა - სიმაღლეში 210 სმ-ია. რასაც არ მინდოდა, რომ ზაზა გაჰყოლოდა, ეს კალათბურთი გახლდათ. ბავშვობაში, კალათბურთის გარდა, სპორტის თითქმის ყველა სახეობაზე დამყავდა. ამასთან, ფორტეპიანოზე, გიტარაზე, უცხო ენებზე, ცეკვაზეც ვატარებდი, მაგრამ ცეკვიდან გამოგვიშვეს - ისეთი მაღალი იყო, რომ შესაფერისი მეწყვილე ვერ უშოვეს (იღიმება). საბოლოოდ კი იძულებული გავხდი, მაინც კალათბურთზე შემეყვანა...

- საკმაოდ ახალგაზრდა ქალბატონი ბრძანდებით. როგორც ჩანს, ზაზა ადრეულ ასაკში შეგეძინათ, არა?

- 22 წლის ვიყავი, დედა რომ გავხდი; სხვათა შორის, ზაზა ათთვიანი დაიბადა - "გადამწიფებული" და "ბებერი" იყო (იცინის)... არ მიყვარს, შვილებს რომ აქებენ, მაგრამ მართლა ძალიან ჭკვიანი ბავშვი გახლდათ, ამავე დროს, კარგი აღსაზრდელიც...

- როდის მიხვდით, რომ ის პროფესიონალი კალათბურთელი გამოვიდოდა?

- თავიდანვე ვიცოდი, რომ კალათბურთს გაჰყვებოდა, რადგანაც კარგად სწავლობდა: კალათბურთი რომ ითამაშო, ჭკუაა საჭირო, თუ ჭკვიანი არ ხარ და სწორად არ აზროვნებ, ვერ ითამაშებ. ეს კარგად ვიცოდი, რადგანაც თავად კალათბურთელი გახლდით და საკალათბურთო "სამზარეულო" ჩემთვის ნაცნობი იყო. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავი დიდი სპორტსმენი, კარგად ვაზროვნებდი - მოედანსაც ვხედავდი და ვხედავდი ჩემს შვილშიც იმას - თუ კალათბურთზე შევიყვანდი, აუცილებლად კარგი მოთამაშე გამოვიდოდა, რისთვისაც ზაზა მენანებოდა.

- რატომ?

- იმიტომ, რომ პროფესიონალური სპორტი ჯანმრთელობისთვის სახარბიელო არ არის. სპორტსმენები უზარმაზარ ენერგიას ხარჯავენ... არაერთი ტრავმა აქვს მიღებული, დასვენება მისთვის არ არის და გართობა. სპორტის გამო უამრავი შეზღუდვა აქვს.

ხუმრობა ხომ არ არის ამხელა დატვირთვა?! თან, ფერადკანიანებთან "ჭიდაობა" არ არის ადვილი. ისინი ძალიან ძლიერები არიან, ფიზიკური მონაცემებიც განსხვავებული აქვთ, შეიძლება ითქვას, რომ სპორტისთვის არიან გაჩენილები. თეთრკანიანებს მათთან შედარებით, ყოველთვის უჭირთ. ევროპული კალათბურთი სრულიად სხვა რამ არის, მასში ტვინი უფრო მეტად არის ჩართული, ხოლო ფიზიკური ძალა მეორეხარისხოვანია. ფერადკანიანებთან კი - პირიქითაა. საოცარი ენერგია სჭირდება ადამიანს, რომ მათ გაუთანაბრდეს და შეეჭიდოს. ის კი არა, კუნთების წყობაც კი სხვანაირი აქვთ. სეზონის წინ, დიდხანს არ ვარჯიშობენ, ფორმაში მოსასვლელად, ერთი კვირაც ჰყოფნით...

- როგორც აღნიშნეთ, ზაზა ძალიან ადვილი აღსაზრდელი იყო...

- კი, მაგრამ ძალზე თავისებური ბავშვი გახლდათ. ერთხელ, ბაღში, ჩიტი დახატა, რომელსაც ოთხი ფეხი მიუხატა. მასწავლებელი, მე, მამამისი - ყველანი ვუხსნიდით, რომ ჩიტს ოთხი ფეხი არა აქვს, ის კი დაჟინებით ამბობდა, - ეს ამერიკული ჩიტიაო! - ასეთი წარმოდგენა ჰქონდა, ვერაფრით გადავათქმევინეთ... ყოველთვის თავისებური ხედვა ჰქონდა. ბავშვობიდან მიზანდასახული იყო...

საერთოდ, მატერიალურად ძლიერი ოჯახიდან ვიყავი და ამის წყალობით, არაფერი გვაკლდა, მაგრამ 90-იან წლებში საქართველოში ისეთი რთული ცხოვრება დაიწყო, როგორც ყველას, ჩვენც გაგვიჭირდა. ყველაფერი გავყიდე იმისთვის, რომ ზაზას დემირელის კოლეჯში ესწავლა. გადასარევად სწავლობდა, ყველა ტურში (მათემატიკაში, ფიზიკაში...) იმარჯვებდა და სიგელებს იღებდა. დამოუკიდებელი ბავშვი იყო, ყველაფერს თვითონ აკეთებდა. ერთხელ შევნიშნე, რომ რაღაცას თავისთვის ბუტბუტებდა.

რას ლაპარაკობ-მეთქი? - ვკითხე. - იცი, რა?.. მე კარგად უნდა ვიცხოვროო, - მითხრა. - როგორ-მეთქი? - ვკითხე. - ბევრი უნდა ვიშრომო და ვისწავლოო. - რას ნიშნავს კარგად ცხოვრება-მეთქი? - უნდა მქონდეს დიდი სახლიო, - და წარმოსახვაში თავისებური გეგმა ჰქონდა. მეორე დღესვე კალათბურთზე შევიყვანე. თუკი ზაზა მომავალში დაძაბულ შრომას აპირებს, სხვა რა გზა მაქვს-მეთქი?! თან, ვატყობდი, რომ მოზღვავებული ენერგიაც ჰქონდა. იმ დროისათვის მეუღლე ავად მყავდა და ოჯახში მხოლოდ მე ვმუშაობდი.

- მეუღლე როდის გარდაგეცვალათ?

- ზაზა 12 წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა... 11 წლის ასაკში კი კალათბურთზე, ზურა სამხარაძესთან მივიყვანე... ვერ ვიტყვი, რომ ზაზა ნაცემი არ მყავს, ერთხელ ტყუილის გამო ისე ვცემე, რომ დედა-შვილი 2 კვირა საწოლში ვიწექით, სიცხე გვქონდა. მას მერე დასჯის ასეთი მკაცრი მეთოდი მის მიმართ აღარ გამომიყენებია; მხოლოდ ასე ვსჯიდი ხოლმე - ვეუბნებოდი, - თუ კოლეჯში დაბალ ნიშანს მიიღებ, ვარჯიშზე არ წახვალ-მეთქი. მართლაც, მის მიერ მიღებული დაბალი ნიშანი არ მახსოვს... ახლა რომ ამბობენ, ბავშვებისთვის სავარჯიშო პირობები არ არისო, ვერ დავეთანხმები. პირობები, როცა ზაზამ დაიწყო ვარჯიში, არც მაშინ იყო. დარბაზში ისეთი გამყინვარება მახსოვს, ბავშვები ხელთათმანებით ვარჯიშობდნენ. დიდუბის დარბაზს მინები არ ჰქონდა და მათ ორპირ ქარში უწევდათ ვარჯიში... მოკლედ, თუ გინდა, გაჭირვებაშიც მიაღწევ შენსას და ყველანაირ წინააღმდეგობას დასძლევ.

- დემირელის კოლეჯის შემდეგ სწავლა სად განაგრძო?

- თურქეთში წავედით, სადაც "სეიმ პარსის" კოლეჯში სწავლობდა. იქ მათემატიკის გაძლიერებულ ჯგუფში გადაიყვანეს და სპორტის პარალელურად, იმ დატვირთვას ვეღარ გაუძლო, რადგანაც 15 წლისა უკვე ევროპის ტურნირებში მონაწილეობდა, ევროპის ჩემპიონატზეც თამაშობდა და სულ უცხოეთში უწევდა ყოფნა. ამის გამო ბევრი გაცდენა ჰქონდა. ჩვენს უნივერსიტეტში, ტურიზმის ფაკულტეტზეც კი ჩააბარა, მაგრამ ვერც აქ შეძლო სწავლის გაგრძელება. ლექციებს ვერ ესწრებოდა.

- ნიჭიერი იყო, კარგად სწავლობდაო... როგორ გგონიათ - სხვა სფეროს რომ გაჰყოლოდა, მიაღწევდა ისეთ წარმატებას, როგორსაც კალათბურთში მიაღწია?

- მისი ცხოვრების მატერიალური მხარისთვის, რასაკვირველია, ისე ჯობდა, როგორც მოხდა, მაგრამ ზაზას ახლაც სულ იმას ვუჩიჩინებ, რომ რამენაირად სწავლასაც მოჰკიდოს ხელი. გულს არ მტკენს და ამისთვის დრო როგორც კი გამოუჩნდება, სწავლობს, ძირითადად - იტერნეტით; რაღაც სერტიფიკატებს იღებს, დადის რაღაც კლასებში, მაგრამ ბოლომდე ჯერჯერობით ვერც ერთი ვერ მიიყვანა. ფლობს: რუსულს, ინგლისურს, თურქულს, ცოტა იტალიურსა და ესპანურს. ბოლო დროს ბიზნესითაა დაინტერესებული და ამ სფეროში დედა-შვილს ერთგვარი შეჯიბრებაც გვაქვს გამოცხადებული: მე ხომ აქ მის ბიზნესს ვმართავ - "ვამუშავებ" სასტუმროს, რომელსაც "ზიფი" - ჩემი შვილის სახელისა და გვარის ინიციალები დავარქვი.

- თავად თუ გაქვთ ბიზნესში განათლება მიღებული?

- არა, მაგრამ დამიჯერეთ, ყველაფრის სწავლა შეიძლება. სხვათა შორის, თურქეთში რომ წავედით, იქ თურქული ვისწავლე, ამერიკაში - ინგლისური. მაგრამ ზაზას თანდასწრებით ინგლისურად ვერ ვსაუბრობ: ის ჩემს ინგლისურზე კი არ იცინის, არამედ ხარხარებს... დამცინის. არადა, ამერიკელებს ყველაფერს გადასარევად ვაგებინებ...

- ზაზა 2 წლის წინ დაოჯახდა. რას გვეტყვით ამაზე?

- ამ ფაქტით უბედნიერესი ადამიანი ვარ. საოცარი ცოლ-შვილი ჰყავს. ჩემს რძალზე ბევრი ლაპარაკი მერიდება, მაგრამ მაინც ვიტყვი: მე არ გამიჩენია და გამიზრდია, მაგრამ მადლობა მის მშობლებს, რომ ასეთი გამიზარდეს! მე და ჩემი თიკა (ალავიძე) დაქალებივით ვართ. ზაზას წამოსცდება ხოლმე, - ვერ გავიგე, თიკაა შენი შვილი თუ - მეო. მაგრამ როგორ შეიძლება, არ მიყვარდეს რძალი, რომელმაც არაჩვეულებრივი შვილიშვილები მაჩუქა, ჩემს შვილს უვლის?!. ისე, არ მეგონა, თუ ზაზა ასეთი კარგი ქმარი იქნებოდა. მაგრამ ეტყობა, თიკაა ძალიან კარგი...

- როგორ ფიქრობთ - რაში მდგომარეობს ზაზას წარმატების საიდუმლო?

- მასზე უკეთესი ფიზიკური მონაცემები ბევრს აქვს, მაგრამ მისნაირი შრომისმოყვარე ცოტა თუ მეგულება. ამასთან, აქვს ჭკუა...

- ადრე ზაზა იყო "მარინას შვილი", ახლა თქვენ გახდით "ზაზას დედა". როგორი გრძნობაა ეს?

- არაჩვეულებრივი. სწორედ ამით ვარ ამაყი და ბედნიერი, რომ ზაზას დედა ვარ. დედისთვის ამაზე ძვირფასი არაფერია! თუნდაც იმისთვის ღირდა ცხოვრება, რომ ზაზა გამეჩინა! რა საკვირველია, ღვთისა და ნიჭიერების წყალობით მიაღწია ამხელა წარმატებას, მაგრამ (არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი) ძალიან დიდი შრომა მაქვს ჩადებული ამ ყველაფერში. ზაზასთან ერთად, მეც იმ ცივ დარბაზში ვიჯექი და ვიყინებოდი ხოლმე, რომ მენახა, რა შეცდომას დაუშვებდა და შემდეგ, სახლში გამერჩია მისთვის თამაში...

ჩემთვის ძალიან ძნელი იყო, იმ ტრაგედიების შემდეგ, რაც თავს გადამხდა, ზაზასთან ერთად, თურქეთში გამგზავრება. ენა არ ვიცოდი, არავის ვიცნობდი; ზაზა კვირაობით წასული იყო; რომ დაბრუნდებოდა, გადართული ვიყავი მის მოვლაზე: წვენი დროზე დამეწურა, ცხელი სადილი მიმეწოდებინა... და ვიყავით უცხო ქვეყანაში დედა-შვილი მარტო...

- მაინც თუ იფიქრებდით, რომ ასეთ გუნდში ითამაშებდა და ამერიკაში ასეთი წარმატებული ქართველი იქნებოდა?

- კი, ამის იმედით ვიყავი. ზაზა ისეთი ტიპია, ყველაფერს გადაგატანინებს... სტამბოლში, ჩემს დაბადების დღეს, სრულიად მარტო შევხვდი. კარზე მოულოდნელად ზარი გაისმა. გამიკვირდა, რადგანაც არავის ველოდი, ნაცნობი, ამხანაგი და მეზობელი იქ არ მყავდა. ვიფიქრე, ვიღაცას შეეშალა-მეთქი და კარი არ გავაღე. ზარი არ გაჩერდა. მივედი კართან და ვხედავ უზარმაზარ თაიგულს, რომელიც ხელში ვიღაც პატარა თურქ მამაკაცს უჭირავს: თურმე ის ყვავილები ჩემთვის ზაზას გამოუგზავნია... ამ ამბის გამო ერთი კვირა ცუდად ვიყავი; რომ ვიხსენებ, ახლაც მეტირება: ბავშვმა პირველად აიღო ხელფასი და ასეთი საჩუქარი მომიძღვნა. იმ თაიგულს მაშინ სურათი გადავუღე, რომ სამახსოვროდ დამრჩენოდა.

- ტრაგედიები მაქვს გადატანილიო, - ბრძანეთ, რას გულისხმობდით?

- ცხოვრებაში ბევრ მძიმე დღეს შევსწრებივარ. იმ არეულობის წლებში სენაკში ძმა დამიხვრიტეს, ექიმი გახლდათ და ერთი თვის დაოჯახებული იყო მაშინ. მის სიკვდილს მამაჩემი გადაჰყვა. სულ მალე ქმარი დამეღუპა. ერთდროულად ოჯახიდან 3 მთასავით ვაჟკაცი, უძვირფასესი ადამიანი დავკარგე!.. მაგრამ ვცდილობდი, ეს ტკივილი ჩემს შვილს არ ეგრძნო და მას არ შეხებოდა. არადა, ძნელია ბიჭის აღზრდა მარტო ქალისთვის; თან, ამხელა ბიჭისა, რომელსაც უზარმაზარი ენერგია აქვს. მაგრამ ყველაფრისგან იუმორმა მიხსნა და გადამარჩინა, ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ ხშირად გაიღიმონ. სხვათა შორის, ზაზას მატერიალურად რომ არ უჭირს, დღეს ესეც დიდი ტვირთია ჩემთვის, რადგანაც ირგვლივ უამრავი გაჭირვებულია. ყველას ვუსურვებ, კარგად იყვნენ, რომ მეც კარგად ვიყო; მათი შემხედვარე, ცუდად ვხდები. ყველას ხომ ვერ დაეხმარები? თვეში 400 მოხუცს ვკვებავ, კიდევ არის რაღაც წვრილ-წვრილი ქველმოქმედება, მაგრამ ძნელია, რომ ყველას ვერ ვეხმარები და ამას ძალიან განვიცდი...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე

"შინ მარტო არ ვვარჯიშობ: მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად ვხალისობ" - როგორ ერთობა ზაზა ფაჩულიას ოჯახი კორონავირუსის იზოლაციის დროს

რამდენით გაძვირდა ბოსტნეული, ხილი, შაქარი, ზეთი და ცხიმი - "საქსტატის" ინფორმაცია