საზოგადოება
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსოფლიო ჩემპიონი თავის საქმეში" - ჯარჯი ზვიადაური პუტინის ფოტოს გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს
"მსოფლიო ჩემპიონი თავის საქმეში" - ჯარჯი ზვიადაური პუტინის ფოტოს გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს

ძი­უ­დო­ის­ტი ილი­ას ილი­ა­დი­სი, იგი­ვე ჯარ­ჯი ზვი­ა­და­უ­რი, "ინ­სტაგ­რამ­ში" გან­თავ­სე­ბუ­ლი ფო­ტოს გამო კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ა­ტა­რეს. ფო­ტო­ზე, რომ­ლის გა­მოც ილი­ა­დის­მა ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის გუ­ლის­წყრო­მა და­იმ­სა­ხუ­რა, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი და რუსი ძი­უ­დო­ის­ტე­ბი არი­ან აღ­ბეჭ­დილ­ნი. თუმ­ცა, კრი­ტი­კის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ის წარ­წე­რა გახ­და, რო­მე­ლიც ილი­ა­დის­მა ფო­ტოს და­ურ­თო: "4 მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი: 3 ძი­უ­დო­ში, 1 - თა­ვის საქ­მე­ში".

ქარ­თვე­ლი გა­მომ­წე­რე­ბი ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონს კო­მენ­ტა­რებ­ში აკ­რი­ტი­კე­ბენ: "რო­მელ საქ­მე­ში აფხა­ზე­თის, ოსე­თის თუ უკ­რა­ი­ნის და­ბომბვა­ში?"; "პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი არ გინ­და ჯარ­ჯი!", "ჯარ­ჯი, არ მგო­ნია ეს ადა­მი­ა­ნი ქარ­თვე­ლე­ბის­გან შე­ქე­ბის ღირ­სი იყოს"; "პუ­ტინ *უილო! იმე­დია ეს ჯარ­ჯის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­სტაგ­რა­მი არაა!". თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, გვერ­დი ოფი­ცი­ა­ლუ­რია, რად­გან მას­ზე ილი­ა­დი­სი მისი ვარ­ჯი­ში­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს ათავ­სებს.

შე­გახ­სე­ნებთ, ილი­ა­დი­სი (ჯარ­ჯი ზვი­ა­და­უ­რი) ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტია, რო­მე­ლიც წლე­ბია სა­ბერ­ძნე­თის სა­ხე­ლით გა­მო­დის. ილი­ა­დი­სი ოლიმ­პი­უ­რი, მსოფ­ლი­ოს 3-გზის და ევ­რო­პის 2-გზის ჩემ­პი­ო­ნი, მსოფ­ლი­ოს 2-გზის ვერ­ცხლის და ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი­ო­რი, ასე­ვე ოლიმ­პი­უ­რი ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი­ო­რია. ჯარ­ჯი ზვი­ა­და­უ­რი ძი­უ­დო­ის­ტი­სა და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის, ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ბი­ძაშ­ვი­ლია.

"მსოფლიო ჩემპიონი თავის საქმეში" - ჯარჯი ზვიადაური პუტინის ფოტოს გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს

"მსოფლიო ჩემპიონი თავის საქმეში" - ჯარჯი ზვიადაური პუტინის ფოტოს გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს

ძიუდოისტი ილიას ილიადისი, იგივე ჯარჯი ზვიადაური, "ინსტაგრამში" განთავსებული ფოტოს გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. ფოტოზე, რომლის გამოც ილიადისმა ქართველი გულშემატკივრების გულისწყრომა დაიმსახურა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსი ძიუდოისტები არიან აღბეჭდილნი. თუმცა, კრიტიკის მთავარი მიზეზი ის წარწერა გახდა, რომელიც ილიადისმა ფოტოს დაურთო: "4 მსოფლიო ჩემპიონი: 3 ძიუდოში, 1 - თავის საქმეში".

ქართველი გამომწერები ოლიმპიურ ჩემპიონს კომენტარებში აკრიტიკებენ: "რომელ საქმეში აფხაზეთის, ოსეთის თუ უკრაინის დაბომბვაში?"; "პოლიტიკური განცხადებები არ გინდა ჯარჯი!", "ჯარჯი, არ მგონია ეს ადამიანი ქართველებისგან შექების ღირსი იყოს"; "პუტინ *უილო! იმედია ეს ჯარჯის ოფიციალური ინსტაგრამი არაა!". თუმცა, სავარაუდოდ, გვერდი ოფიციალურია, რადგან მასზე ილიადისი მისი ვარჯიშისა და ოჯახის წევრების ამსახველ ფოტოებს ათავსებს.

შეგახსენებთ, ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური) ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც წლებია საბერძნეთის სახელით გამოდის. ილიადისი ოლიმპიური, მსოფლიოს 3-გზის და ევროპის 2-გზის ჩემპიონი, მსოფლიოს 2-გზის ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი, ასევე ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორია. ჯარჯი ზვიადაური ძიუდოისტისა და პარლამენტის წევრის, ზურაბ ზვიადაურის ბიძაშვილია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს