ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები საგურამოში, გურამიშვილების მარანში ყოფილ და მოქმედ პრემიერ-მინისტრებთან ერთად იმყოფებოდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლეებთან ერთად, მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. უმრავლესობიდან კი, გურამიშვილების მარანში მხოლოდ ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები იყვნენ. როგორც ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, შეხვედრა ფრაქცია "ქართული ოცნების" ინიციატივით დაიგეგმა.
"ჩვენ დღეს ძველით ახალ წელს აღვნიშნავთ. არანაირი პოლიტიკური საკითხები შეხვედრაზე არ განიხილება", - განუცხადა გედევან ფოფხაძემ "Palitranews"-ს. შეხვედრაზე არ იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.