რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მეორე კანდიდატად ილია ზედგინიძე წარადგინეს

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მეორე კანდიდატად ილია ზედგინიძე წარადგინეს

დღეს, 14 იანვარს საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილმა წევრმა, სარაგბო კლუბმა "ფირალებმა" სრკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ილია ზედგინიძე წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ სრკ-ის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება საერთო კრებაზე, რომელიც ჩატარდება 24 იანვარს, 13:00 საათზე თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში".

საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურების წარდგენის ბოლო ვადაა 18 იანვრის 13:00 საათი. ამ ეტაპზე წარდგენილია ორი კანდიდატი: გოჩა სვანიძე და ილია ზედგინიძე.

sportall.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია