ამერიკის შტატ პენსილვანიაში პოლიციელმა შემთხვევით 12 წლის გოგონას ესროლა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციელმა კლარკ სტილმა გოგონას მამას სახლიდან გასახლების შესახებ ცნობა მიუტანა. მამაკაცი პოლიციელს თოფით ხელში შეეგება, რის გამოც სამართალდამცავმა გადაწყვიტა მისთვის ცეცხლი გაეხსნა.
გასროლის მომენტში ბავშვი მამის ზურგს უკან იდგა. ტყვიამ ჯერ მამაკაცს ხელში გაუარა და შემდეგ გოგონას მოხვდა. ბავშვი მიყენებული ჭრილობისგან გარდაიცვალა, მამა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"სამწუხაროდ, პოლიციელი ისეთ სიტუაციაში ჩააყენეს, როდესაც მას მოუწია თავის დაცვა. სამწუხაროდ, პატარა გოგონა შემთხვევით გასროლის დროს მამის უკან აღმოჩნდა", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.
ორშაბათ დილით პოლიციელი სტარკ სტილი 57 წლის მამაკაცთან მივიდა სახლში, რომელსაც საიჯარო ვალი 1.78 ათასი დოლარი ჰქონდა გადასახდელი. მამაკაცისთვის ცნობილი იყო მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ და ის პოლიციის წარმომადგენელს იარაღით ხელში შეხვდა. ჯერჯერობით უცნობია, წაუყენებენ თუ არა ბრალს პოლიციელს მკვლელობისთვის.
მომზადებულია nbcnews.com-ს მიხედვით.