საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თედო ჯაფარიძე - "გაზპორმთან" დაკავშირებით პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს თემა კარგად გაპიარებული არ იყო
თედო ჯაფარიძე - "გაზპორმთან" დაკავშირებით პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს თემა კარგად გაპიარებული არ იყო

"გა­ზპ­რომ­თან" და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მა უფრო იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც წმინ­და კო­მერ­ცი­ულ სა­კი­თხებს ეხე­ბო­და, კარ­გად "გა­პი­ა­რე­ბუ­ლი" არ იყო, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე თედო ჯა­ფა­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

ჯა­ფა­რი­ძე კახა კა­ლა­ძის უწყე­ბას ურ­ჩევს, პი­არ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს, "რად­გან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა აჩენს ეჭ­ვებს, თით­ქოს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის უკან კი­დევ სხვა რა­ღაც ხდე­ბა", რაც დე­პუ­ტა­ტის თქმით, სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე არ არის.

"გა­ზპ­რომ­თან" მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბებს საკ­მა­ოდ ნორ­მა­ლუ­რად ვუ­ყუ­რებ. უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი ვი­ყა­ვი და "გა­ზპ­რომ­თან" კო­მერ­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სულ გვქონ­და. ჩვენ ყო­ველ­თვის ვყი­დუ­ლობ­დით მის­გან გაზს გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში. ერ­თა­დერ­თი რჩე­ვა ჩემი მხრი­დან კახი კა­ლა­ძის უწყე­ბის მი­მართ არის ის, რომ ჰქონ­დეთ უფრო კარ­გი კო­მუ­ნი­კა­ცია, პი­ა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია სრულ­ყო­ფი­ლად, რად­გან რაც იმა­ლე­ბა, და აქ და­მა­ლუ­ლი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა, ქმნის ჭო­რებს, ეჭ­ვებს, მო­საზ­რე­ბებს, რომ გარ­და იმი­სა, რომ საქ­მე გა­ზის მი­წო­დე­ბას ეხე­ბა, კი­დევ სხვა რა­ღაც ხდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და თედო ჯა­ფა­რი­ძემ.

თედო ჯაფარიძე - "გაზპორმთან" დაკავშირებით პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს თემა კარგად გაპიარებული არ იყო

თედო ჯაფარიძე - "გაზპორმთან" დაკავშირებით პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს თემა კარგად გაპიარებული არ იყო

"გაზპრომთან" დაკავშირებით პრობლემა უფრო იმაში მდგომარეობს, რომ მოლაპარაკებები, რომლებიც წმინდა კომერციულ საკითხებს ეხებოდა, კარგად "გაპიარებული" არ იყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ განუცხადა.

ჯაფარიძე კახა კალაძის უწყებას ურჩევს, პიართან დაკავშირებულ საკითხებს მეტი ყურადღება მიაქციოს, "რადგან კომუნიკაციის ნაკლებობა აჩენს ეჭვებს, თითქოს მოლაპარაკებების უკან კიდევ სხვა რაღაც ხდება", რაც დეპუტატის თქმით, სინამდვილეში ასე არ არის.

"გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებებს საკმაოდ ნორმალურად ვუყურებ. უშიშროების საბჭოს მდივანი ვიყავი და "გაზპრომთან" კომერციული ურთიერთობები სულ გვქონდა. ჩვენ ყოველთვის ვყიდულობდით მისგან გაზს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ერთადერთი რჩევა ჩემი მხრიდან კახი კალაძის უწყების მიმართ არის ის, რომ ჰქონდეთ უფრო კარგი კომუნიკაცია, პიარი საზოგადოებასთან და მიაწოდოს ინფორმაცია სრულყოფილად, რადგან რაც იმალება, და აქ დამალული არაფერი ყოფილა, ქმნის ჭორებს, ეჭვებს, მოსაზრებებს, რომ გარდა იმისა, რომ საქმე გაზის მიწოდებას ეხება, კიდევ სხვა რაღაც ხდება", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."