10 იანვარს გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული სალომე ტატიშვილი სამედიცინო ცენტრ "იუნონას" გენერალური დირექტორის მერაბ ტატიშვილის ქალიშვილი და აკადემიკოს დავით ტატიშვილის ძმისშვილი იყო. "იუნონას" ფეისბუქის გვერდზე ემოციური პოსტი და ფოტოები განთავსდა, რომლითაც სამძიმარს უცხადებენ ტატიშვილების ოჯახს:
"სამედიცინო ცენტრი იუნონა ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა კლინიკის დირექტორის, ბ-ნ მერაბ ტატიშვილის 12 წლის ქალიშვილი სალომე ტატიშვილი:
მე არ მოვმკვდარვარ, გარდავიცვალე,
უსასრულობის შევცურე ზღვაში,
მე მხოლოდ ბინა გამოვიცვალე -
დედამიწიდან გავფრინდი ცაში…
მე არ მოვმკვდარვარ, გარდავიცვალე,
ვიცი, დავწყვიტე უამრავს გული,
მაგრამ მე მხოლოდ სახე ვიცვალე,
თქვენში ჩავტოვე მე ჩემი სული…
მე არ მოვმკვდარვარ, გარდავიცვალე
და სანამ ვცოცხლობ, არ დავდუმდები!
მივდივარ, მაგრამ აუცილებლად,
აუცილებლად დაგიბრუნდებით!"