პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ საქართველო "გაზპრომის" წინადადებებს დათანხმდება, ეს არ იქნება შეცდომა, ეს იქნება დანაშაული"
"თუ საქართველო "გაზპრომის" წინადადებებს დათანხმდება, ეს არ იქნება შეცდომა, ეს იქნება დანაშაული"

თსუ-ს რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ლადო პა­პა­ვა მი­იჩ­ნევს, რომ თუ სა­ქარ­თვე­ლო "გა­ზპ­რო­მის" წი­ნა­და­დე­ბებს და­თან­ხმდე­ბა, ეს არ იქ­ნე­ბა შეც­დო­მა, ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მა და და­ნა­შა­უ­ლი. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ლადო პა­პა­ვამ გა­ნა­ცხა­და, თუ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის წი­ნა­და­დე­ბას და­თან­ხმდა, გა­მო­ვა, რომ ჩვენ ჩვე­ნი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბა­ლან­სი­დან დავ­კარ­გავთ გა­ზის 12%-ს ნა­ტუ­რა­ში, ხოლო მის სა­ნაც­ვლოდ მი­ღე­ბუ­ლი ფული არ გვე­ყო­ფა იმის­თვის, რომ ჩვენ­თვის სამ­ყო­ფი გაზი ვი­ყი­დოთ.

"ჯერ კი­დევ შე­ვარ­დნა­ძის მთავ­რო­ბის დროს მო­ხერ­ხდა "გა­ზპ­რომ­თან" უნი­კა­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბის და­დე­ბა. შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მა­გის­ტრა­ლუ­რი გაზ­სა­დე­ნით, რომ­ლი­თაც სომ­ხე­თი რუ­სე­თი­დან გაზს იღებ­და, სა­ქარ­თვე­ლო ტრან­ზი­ტის სა­ფა­სურს გა­ტა­რე­ბუ­ლი გა­ზის 10%-ის ნა­ტუ­რით იღებ­და ანუ, სა­ქარ­თვე­ლო გა­ზის ტრან­ზი­ტში ფულს კი არა, ტრან­ზი­ტის სა­ფა­სუ­რის შე­სა­ბა­მის გაზს იღებ­და. ეს გახ­ლდათ უნი­კა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ენერ­გე­ტი­კა­ში, რო­გორც ეკო­ნო­მი­კის ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში ფა­სე­ბი ცვა­ლე­ბა­დია. ფასი ხან მაღ­ლა იწევს, ხა­ნაც მცირ­დე­ბა. გა­ტა­რე­ბუ­ლი გა­ზის 10% დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზის მოხ­მა­რე­ბის ჯა­მუ­რი ოდე­ნო­ბის 12%-ს შე­ად­გენს. ჩვენ თუ გა­ზის სა­ხით ამ ოდე­ნო­ბის გაზს არ მი­ვი­ღებთ, ამ ოდე­ნო­ბის გაზი ფუ­ლით გვექ­ნე­ბა სა­ყი­დე­ლი. სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ რუ­სეთს, რა თქმა უნდა, ურ­ჩევ­ნია სა­ქარ­თვე­ლოს­თან გა­დახ­და ჰქონ­დეს არა ნა­ტუ­რით, არა­მედ ფუ­ლით. გე­ტყვით რა­ტო­მაც. დღე­სა­ვით ნა­თე­ლია რას­თან გვაქვს საქ­მე - რო­გორც გი­თხა­რით, ჯერ ერთი ფასი ცვა­ლე­ბა­დია, მაგ­რამ მთა­ვა­რი ისაა, რომ 2015 წელს სომ­ხე­თი შე­უ­ერ­თდა ევ­რა­ზი­ულ კავ­შირს, ხოლო ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის უმ­თავ­რე­სი გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი ბერ­კე­ტი არის ენერ­გე­ტი­კა და ენერ­გე­ტი­კულ წყა­რო­ებ­ზე ფა­სე­ბი, რო­მელ­საც რუ­სე­თი აწე­სებს. და­ვუშ­ვათ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და­თან­ხმდა რუ­სულ წი­ნა­და­დე­ბას და რუ­სეთ­მა გა­დაგ­ვი­ხა­და არა გა­ტა­რე­ბუ­ლი გა­ზის 10% ნა­ტუ­რით ანუ გა­ზით, არა­მედ მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბით ანუ ფუ­ლით. ჩვენ­თვის გად­მო­სა­ცე­მი ფუ­ლის ოდე­ნო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმა­ზე, თუ გა­ზის რა ფას­ზე შე­თახმდე­ბი­ან მოს­კო­ვი და ერე­ვა­ნი. მაგ­რამ, სა­ქარ­თვე­ლო არ არის ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის წევ­რი და ღმერ­თმა და­ი­ფა­როს მისი წევ­რი გახ­დეს. ეს მოს­კოვს უტო­ვებს ბერ­კეტს ჩვენ გვი­თხრას - მე ერე­ვანს გა­ზის და­ბალ ფასს იმი­ტომ ვთა­ვა­ზობ, რომ სომ­ხე­თი ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის წევ­რია. ამ ფა­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვენ­თვის ტრან­ზი­ტის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი თან­ხა და­ბა­ლი იქ­ნე­ბა. თუ ჩვენ რუ­სე­თის­გან გა­დავ­წყვეტთ გა­ზის შე­ძე­ნას, იგი ჩვენ­თვის გა­ზის სა­ფა­სურს გაზ­რდის, ვი­ნა­ი­დან ჩვენ ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის წევ­რე­ბი არა ვართ. გა­მო­ვა, რომ ჩვენ ჩვე­ნი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბა­ლან­სი­დან დავ­კარ­გავთ გა­ზის 12%-ს ნა­ტუ­რა­ში, ხოლო მის სა­ნაც­ვლოდ მი­ღე­ბუ­ლი ფული არ გვე­ყო­ფა იმის­თვის, რომ ჩვენ­თვის სამ­ყო­ფი გაზი ვი­ყი­დოთ", - გა­ნა­ცხა­და პა­პა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, ჩვენ თუ ტრან­ზი­ტის სა­ფა­სუ­რის ფუ­ლით მი­ღე­ბას დავ­თან­ხმდით, მოხ­მა­რე­ბუ­ლი გა­ზის 12% სა­ყი­დე­ლი გვექ­ნე­ბა და მა­შინ ჩნდე­ბა კი­თხვა, ვის­გან უნდა ვი­ყი­დოთ.

"გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას გაზ­სა­დე­ნი სჭირ­დე­ბა, მას ტან­კით ვე­რა­ვინ მო­ი­ტანს. ჩვენ ჩვენ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი გა­ზის ოდე­ნო­ბა იმ გა­ზის მი­ლი­დან უნდა მი­ვი­ღოთ, რაც დღეს არ­სე­ბობს. გარ­და ამი­სა, "გა­ზპ­რომ­თან" გა­უ­გე­ბა­რი თა­მა­შე­ბით ჩვენ შე­საძ­ლოა გა­ვა­ნა­წყე­ნოთ ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი ასეთ შემ­თხვე­ვა­ში აზერ­ბა­ი­ჯან­მა ჩვენ შე­და­რე­ბით და­ბალ ფას­ში აღარ მოგ­ვცეს მისი გაზი. შე­საძ­ლოა ისე გა­მო­ვი­დეს, რომ იმ ფუ­ლით რა­საც "გა­ზპ­რო­მი" გვთა­ვა­ზობს, ვერც აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი და ვერც რუ­სუ­ლი გაზი ვერ ვი­ყი­დოთ. თუ ჩვენ თავი რუ­სე­თის ამ­გვა­რი ზე­წო­ლის ქვეშ მო­ვიხ­ვედ­რეთ, შემ­დეგ მოგ­ვი­წევს ხე­ლე­ბის გაშ­ლა და თქმა - თავს ზე­ვით ძალა არაა და შე­ვი­დეთ ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში თუ არა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში გაზი საგ­რძნობ­ლად გაგ­ვიძ­ვირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პა­პა­ვამ.

წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ ვრცლად

"თუ საქართველო "გაზპრომის" წინადადებებს დათანხმდება, ეს არ იქნება შეცდომა, ეს იქნება დანაშაული"

"თუ საქართველო "გაზპრომის" წინადადებებს დათანხმდება, ეს არ იქნება შეცდომა, ეს იქნება დანაშაული"

თსუ-ს რექტორი, პროფესორი ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ თუ საქართველო "გაზპრომის" წინადადებებს დათანხმდება, ეს არ იქნება შეცდომა, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა და დანაშაული. როგორც "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ლადო პაპავამ განაცხადა, თუ საქართველო რუსეთის წინადადებას დათანხმდა, გამოვა, რომ ჩვენ ჩვენი ენერგეტიკული ბალანსიდან დავკარგავთ გაზის 12%-ს ნატურაში, ხოლო მის სანაცვლოდ მიღებული ფული არ გვეყოფა იმისთვის, რომ ჩვენთვის სამყოფი გაზი ვიყიდოთ.

"ჯერ კიდევ შევარდნაძის მთავრობის დროს მოხერხდა "გაზპრომთან" უნიკალური შეთანხმების დადება. შეთანხმების შესაბამისად, მაგისტრალური გაზსადენით, რომლითაც სომხეთი რუსეთიდან გაზს იღებდა, საქართველო ტრანზიტის საფასურს გატარებული გაზის 10%-ის ნატურით იღებდა ანუ, საქართველო გაზის ტრანზიტში ფულს კი არა, ტრანზიტის საფასურის შესაბამის გაზს იღებდა. ეს გახლდათ უნიკალური გადაწყვეტილება. ენერგეტიკაში, როგორც ეკონომიკის ნებისმიერ სფეროში ფასები ცვალებადია. ფასი ხან მაღლა იწევს, ხანაც მცირდება. გატარებული გაზის 10% დღევანდელი საქართველოს გაზის მოხმარების ჯამური ოდენობის 12%-ს შეადგენს. ჩვენ თუ გაზის სახით ამ ოდენობის გაზს არ მივიღებთ, ამ ოდენობის გაზი ფულით გვექნება საყიდელი. საუბარია იმაზე, რომ რუსეთს, რა თქმა უნდა, ურჩევნია საქართველოსთან გადახდა ჰქონდეს არა ნატურით, არამედ ფულით. გეტყვით რატომაც. დღესავით ნათელია რასთან გვაქვს საქმე - როგორც გითხარით, ჯერ ერთი ფასი ცვალებადია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ 2015 წელს სომხეთი შეუერთდა ევრაზიულ კავშირს, ხოლო ევრაზიული კავშირის უმთავრესი გამაერთიანებელი ბერკეტი არის ენერგეტიკა და ენერგეტიკულ წყაროებზე ფასები, რომელსაც რუსეთი აწესებს. დავუშვათ, საქართველოს მთავრობა დათანხმდა რუსულ წინადადებას და რუსეთმა გადაგვიხადა არა გატარებული გაზის 10% ნატურით ანუ გაზით, არამედ მისი ღირებულებით ანუ ფულით. ჩვენთვის გადმოსაცემი ფულის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ გაზის რა ფასზე შეთახმდებიან მოსკოვი და ერევანი. მაგრამ, საქართველო არ არის ევრაზიული კავშირის წევრი და ღმერთმა დაიფაროს მისი წევრი გახდეს. ეს მოსკოვს უტოვებს ბერკეტს ჩვენ გვითხრას - მე ერევანს გაზის დაბალ ფასს იმიტომ ვთავაზობ, რომ სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრია. ამ ფასიდან გამომდინარე ჩვენთვის ტრანზიტისთვის განკუთვნილი თანხა დაბალი იქნება. თუ ჩვენ რუსეთისგან გადავწყვეტთ გაზის შეძენას, იგი ჩვენთვის გაზის საფასურს გაზრდის, ვინაიდან ჩვენ ევრაზიული კავშირის წევრები არა ვართ. გამოვა, რომ ჩვენ ჩვენი ენერგეტიკული ბალანსიდან დავკარგავთ გაზის 12%-ს ნატურაში, ხოლო მის სანაცვლოდ მიღებული ფული არ გვეყოფა იმისთვის, რომ ჩვენთვის სამყოფი გაზი ვიყიდოთ", - განაცხადა პაპავამ.

მისივე თქმით, ჩვენ თუ ტრანზიტის საფასურის ფულით მიღებას დავთანხმდით, მოხმარებული გაზის 12% საყიდელი გვექნება და მაშინ ჩნდება კითხვა, ვისგან უნდა ვიყიდოთ.

"გაზის ტრანსპორტირებას გაზსადენი სჭირდება, მას ტანკით ვერავინ მოიტანს. ჩვენ ჩვენთვის აუცილებელი გაზის ოდენობა იმ გაზის მილიდან უნდა მივიღოთ, რაც დღეს არსებობს. გარდა ამისა, "გაზპრომთან" გაუგებარი თამაშებით ჩვენ შესაძლოა გავანაწყენოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი. არაა გამორიცხული ასეთ შემთხვევაში აზერბაიჯანმა ჩვენ შედარებით დაბალ ფასში აღარ მოგვცეს მისი გაზი. შესაძლოა ისე გამოვიდეს, რომ იმ ფულით რასაც "გაზპრომი" გვთავაზობს, ვერც აზერბაიჯანული და ვერც რუსული გაზი ვერ ვიყიდოთ. თუ ჩვენ თავი რუსეთის ამგვარი ზეწოლის ქვეშ მოვიხვედრეთ, შემდეგ მოგვიწევს ხელების გაშლა და თქმა - თავს ზევით ძალა არაა და შევიდეთ ევრაზიულ კავშირში თუ არა, წინააღმდეგ შემთხვევაში გაზი საგრძნობლად გაგვიძვირდება", - განაცხადა პაპავამ.

წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."