ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე საველე წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ ოსური სააგენტო "რესი" ე.წ. სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, სწავლებაში 2 000-ზე მეტი სამხედრო და დაახლოებით 500 სამხედრო ტექნიკაა ჩართული.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სამხედრო წვრთნა ჯარისკაცების მზადყოფნის შემოწმების და მათი მომზადების დონის ამაღლების მიზნით ტარდება.