პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩემით განვაგრძობ "ჩემი თავის დამუშავებას" - ბარბარა სამხარაძის პირველი ინტერვიუ გამარჯვების შემდეგ
ჩემით განვაგრძობ "ჩემი თავის დამუშავებას" - ბარბარა სამხარაძის პირველი ინტერვიუ გამარჯვების შემდეგ

ამას ახა­ლი წლის ჯა­დოს­ნუ­რი ღამე ჰქვია და ეს არ მომ­ხდა­რა არც ზღა­პარ­ში, არც სიზ­მარ­ში - 15 წლის ლა­გო­დე­ხე­ლი ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა ნი­ჭი­ე­რად აღი­ა­რა და ამ ტი­ტულ­თან ერ­თად, სა­ო­ცა­რი პრი­ზე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა - სა­მო­თა­ხი­ა­ნი ბინა თბი­ლის­ში (მშე­ნე­ბა­რე კორ­პუს­ში), 5.000-ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რი ტექ­ნი­კის შე­სა­ძე­ნად, უახ­ლე­სი სმარტტე­ლე­ვი­ზო­რი, 5.000-ლა­რი­ა­ნი ბა­რა­თი ბი­ნის ავე­ჯით გა­სა­წყო­ბად. "მი­ცუ­ბი­შის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი და ორ­კა­ცი­ა­ნი საგ­ზუ­რი პრა­ღა­ში ელ­ტონ ჯო­ნის კონ­ცერ­ტზე...

იხი­ლეთ ვი­დეო ფი­ნა­ლი­დან

ბარ­ბა­რამ კონ­კურ­სის მსვლე­ლო­ბის მან­ძილ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე მომ­ცა ინ­ტერ­ვიუ, მაგ­რამ ასე­თი ემო­ცი­ე­ბის ფონ­ზე ჯერ არ ჩა­მი­წე­რია, - უზო­მოდ გა­ხა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ამ მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის­გან ცოტა დაღ­ლი­ლიც. ფაქ­ტია, რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში სა­ო­ცა­რი რამ მოხ­და, ამის გა­აზ­რე­ბას მარ­თლა დრო სჭირ­დე­ბა.

- ისე­თი ემო­ცია მაქვს, ვამ­ბობ, არ შე­მარ­გეს გა­მარ­ჯვე­ბა-მეთ­ქი (იცი­ნის)... ახლა მო­ვე­დი "რუს­თა­ვი 2"-ის დი­ლის გა­და­ცე­მი­დან. იქ რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, დი­ლის 5 სა­ათ­ზე და­ვი­ძი­ნე და 8-ზე გა­ვიღ­ვი­ძე.

- ე.ი. გა­მო­ძი­ნე­ბაც ვერ მო­ას­წა­რი.

- კი და თან, ემო­ცი­ე­ბის­გან ძა­ლი­ან გა­დატ­ვირ­თუ­ლი ვარ.

- ამ ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ ადე­ქი და კარ­გად გა­მო­ი­ძი­ნე, ტე­ლე­ფონ­ზე აღა­რა­ვის უპა­სუ­ხო.

- რა და­მა­ძი­ნებს? მი­თხრეს, რომ მან­ქა­ნის გა­და­სა­ფორ­მებ­ლად ვარ წა­სას­ვლე­ლი, მოკ­ლედ, ცუდ დღე­ში ვარ (იცი­ნის).

- ტრაქ­ტორს კი მარ­თავ, მან­ქა­ნის სა­ჭეს­თან თუ მჯდარ­ხარ?

- ტრაქ­ტო­რის მარ­თვა მა­მამ მას­წავ­ლა, პა­ტა­რა­ო­ბა­ში ბა­ბუ­ას­თან რომ დავ­დი­ო­დით, იქ იყო ტრაქ­ტორ­ზე დაჯ­დო­მის სა­შუ­ა­ლე­ბა და მა­მას სულ ვეხ­ვე­წე­ბო­დი, პე­დალ­ზე ფეხი და­მა­ჭე­რი­ნე-მეთ­ქი. მან­ქა­ნის მარ­თვა ჯერ არ ვიცი.

- ერთ ღა­მე­ში შენს ცხოვ­რე­ბა­ში სას­წა­უ­ლი მოხ­და... დიდი კონ­კუ­რენ­ცია კი იყო, მაგ­რამ ცო­ტა­თი მა­ინც არ უშ­ვებ­დი იმას, რომ პრო­ექტს მო­ი­გებ­დი? გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი ხომ გქონ­და?

- ალ­ბათ, იქ კონ­კურ­სან­ტე­ბი­დან არა­ვინ იდგა უი­მე­დოდ. სა­ერ­თოდ, ყვე­ლა ფი­ნა­ლისტს გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი ყო­ველ­თვის აქვს, მაგ­რამ მე სრუ­ლი­ად უი­მე­დოდ ვი­ყა­ვი, განა ხალ­ხის იმე­დი არ მქონ­და, - არ მინ­დო­და, რომ ზედ­მე­ტად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რომ ვერ გა­მე­მარ­ჯვა, მერე იმედ­გაც­რუ­ე­ბის­გან დეპ­რე­სი­ა­ში არ ჩავ­ვარ­დნი­ლი­ყა­ვი, სე­რი­ო­ზუ­ლი სტრე­სი არ მი­მე­ღო.

- გა­მარ­ჯვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ ძნე­ლია პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე, გა­აგ­რძე­ლებ თუ არა სიმ­ღე­რას, აიყ­ვან თუ არა ვო­კა­ლის პე­და­გოგს, მაგ­რამ ჩემი აზ­რით, ამა­ზე უკვე ნა­ფიქ­რი გექ­ნე­ბა.

- ჯერ არა­ფე­რი ვიცი, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ მა­ინც ჩე­მით გან­ვაგ­რძობ მუ­შა­ო­ბას, ანუ "ჩემი თა­ვის და­მუ­შა­ვე­ბას". მას­წავ­ლე­ბელ­თან მხო­ლოდ იმი­ტომ მი­ვალ, რომ ჩემი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი შე­მი­მოწ­მოს.

- რას გე­უბ­ნე­ბი­ან ოჯა­ხის წევ­რე­ბი?

- რა უნდა თქვან? უსი­ტყვოდ არი­ან უზარ­მა­ზარ ემო­ცი­ებ­ში.

- უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გულ­წრფე­ლად გა­ი­ზი­ა­რა შენი სი­ხა­რუ­ლი, მარ­თლა ხალ­ხის რჩე­უ­ლი ხარ...

- კი, სამ­წუ­ხა­როდ, "ფე­ის­ბუ­ქით" თი­თო­ე­ულს ჯერ ვერ ვპა­სუ­ხობ, მაგ­რამ პი­რო­ბას ვდებ, რომ და­ვის­ვე­ნებ, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებ და ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუხს გავ­ცემ.

ფაქ­ტია, რომ ხალ­ხის­გან დიდი მხარ­და­ჭე­რა ვიგ­რძე­ნი და ყვე­ლას მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. არ ვიცი, ამ ინ­ტერ­ვი­უს რამ­დე­ნი წა­ი­კი­თხავს, მაგ­რამ გუ­ლით ვამ­ბობ, დიდი მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც ერთხელ მა­ინც და­რე­კა და მა­თაც, ვინც ვერ და­რე­კა და თქვა, რომ ეს გოგო გა­მარ­ჯვე­ბას იმ­სა­ხუ­რებს. ასე­ვე მად­ლო­ბა ყვე­ლა კონ­კურ­სანტს, რად­გა­ნაც ისი­ნი არ კარ­გავ­დნენ იმედს, რომ მე გა­ვი­მარ­ჯვებ­დი, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ამის­კენ, მერე თა­ვი­ანთ გულ­შე­მატ­კივ­რებს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, ბარ­ბა­რას და­უ­ჭი­რეთ მხა­რიო...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

ჩემით განვაგრძობ "ჩემი თავის დამუშავებას" - ბარბარა სამხარაძის პირველი ინტერვიუ გამარჯვების შემდეგ

ჩემით განვაგრძობ "ჩემი თავის დამუშავებას" - ბარბარა სამხარაძის პირველი ინტერვიუ გამარჯვების შემდეგ

ამას ახალი წლის ჯადოსნური ღამე ჰქვია და ეს არ მომხდარა არც ზღაპარში, არც სიზმარში - 15 წლის ლაგოდეხელი ბარბარა სამხარაძე საქართველოში უამრავმა ადამიანმა ნიჭიერად აღიარა და ამ ტიტულთან ერთად, საოცარი პრიზებით დააჯილდოვა - სამოთახიანი ბინა თბილისში (მშენებარე კორპუსში), 5.000-ლარიანი ვაუჩერი ტექნიკის შესაძენად, უახლესი სმარტტელევიზორი, 5.000-ლარიანი ბარათი ბინის ავეჯით გასაწყობად. "მიცუბიშის" მარკის ავტომობილი და ორკაციანი საგზური პრაღაში ელტონ ჯონის კონცერტზე...

იხილეთ ვიდეო ფინალიდან

ბარბარამ კონკურსის მსვლელობის მანძილზე რამდენჯერმე მომცა ინტერვიუ, მაგრამ ასეთი ემოციების ფონზე ჯერ არ ჩამიწერია, - უზომოდ გახარებული, მაგრამ ამ მოულოდნელობისგან ცოტა დაღლილიც. ფაქტია, რომ მის ცხოვრებაში საოცარი რამ მოხდა, ამის გააზრებას მართლა დრო სჭირდება.

- ისეთი ემოცია მაქვს, ვამბობ, არ შემარგეს გამარჯვება-მეთქი (იცინის)... ახლა მოვედი "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემიდან. იქ რომ წავსულიყავი, დილის 5 საათზე დავიძინე და 8-ზე გავიღვიძე.

- ე.ი. გამოძინებაც ვერ მოასწარი.

- კი და თან, ემოციებისგან ძალიან გადატვირთული ვარ.

- ამ ინტერვიუს შემდეგ ადექი და კარგად გამოიძინე, ტელეფონზე აღარავის უპასუხო.

- რა დამაძინებს? მითხრეს, რომ მანქანის გადასაფორმებლად ვარ წასასვლელი, მოკლედ, ცუდ დღეში ვარ (იცინის).

- ტრაქტორს კი მართავ, მანქანის საჭესთან თუ მჯდარხარ?

- ტრაქტორის მართვა მამამ მასწავლა, პატარაობაში ბაბუასთან რომ დავდიოდით, იქ იყო ტრაქტორზე დაჯდომის საშუალება და მამას სულ ვეხვეწებოდი, პედალზე ფეხი დამაჭერინე-მეთქი. მანქანის მართვა ჯერ არ ვიცი.

- ერთ ღამეში შენს ცხოვრებაში სასწაული მოხდა... დიდი კონკურენცია კი იყო, მაგრამ ცოტათი მაინც არ უშვებდი იმას, რომ პროექტს მოიგებდი? გამარჯვების იმედი ხომ გქონდა?

- ალბათ, იქ კონკურსანტებიდან არავინ იდგა უიმედოდ. საერთოდ, ყველა ფინალისტს გამარჯვების იმედი ყოველთვის აქვს, მაგრამ მე სრულიად უიმედოდ ვიყავი, განა ხალხის იმედი არ მქონდა, - არ მინდოდა, რომ ზედმეტად თავდაჯერებული ვყოფილიყავი, რომ ვერ გამემარჯვა, მერე იმედგაცრუებისგან დეპრესიაში არ ჩავვარდნილიყავი, სერიოზული სტრესი არ მიმეღო.

- გამარჯვებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ძნელია პასუხი კითხვაზე, გააგრძელებ თუ არა სიმღერას, აიყვან თუ არა ვოკალის პედაგოგს, მაგრამ ჩემი აზრით, ამაზე უკვე ნაფიქრი გექნება.

- ჯერ არაფერი ვიცი, მაგრამ მიმაჩნია, რომ მაინც ჩემით განვაგრძობ მუშაობას, ანუ "ჩემი თავის დამუშავებას". მასწავლებელთან მხოლოდ იმიტომ მივალ, რომ ჩემი დამოუკიდებელი ნამუშევარი შემიმოწმოს.

- რას გეუბნებიან ოჯახის წევრები?

- რა უნდა თქვან? უსიტყვოდ არიან უზარმაზარ ემოციებში.

- უამრავმა ადამიანმა გულწრფელად გაიზიარა შენი სიხარული, მართლა ხალხის რჩეული ხარ...

- კი, სამწუხაროდ, "ფეისბუქით" თითოეულს ჯერ ვერ ვპასუხობ, მაგრამ პირობას ვდებ, რომ დავისვენებ, ყველაფერს გავაანალიზებ და ყველა კითხვაზე პასუხს გავცემ.

ფაქტია, რომ ხალხისგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი და ყველას მინდა, მადლობა გადავუხადო. არ ვიცი, ამ ინტერვიუს რამდენი წაიკითხავს, მაგრამ გულით ვამბობ, დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც ერთხელ მაინც დარეკა და მათაც, ვინც ვერ დარეკა და თქვა, რომ ეს გოგო გამარჯვებას იმსახურებს. ასევე მადლობა ყველა კონკურსანტს, რადგანაც ისინი არ კარგავდნენ იმედს, რომ მე გავიმარჯვებდი, მოტივირებულები იყვნენ ამისკენ, მერე თავიანთ გულშემატკივრებს ეუბნებოდნენ, ბარბარას დაუჭირეთ მხარიო...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"მე თვითონ ჩამოვწერე ჩემი თავი წლების წინ" - რას საქმიანობს ერთ დროს პოპულარული მომღერალი ბესო კალანდაძე და რას ჰყვება ოჯახზე

2 ნოემბერს Summer Set-ის მასშტაბური ჰელოუნი გაიმართება

"ვარ ტიპაჟი, რომელსაც დემნა გვასალია ხედავს" - რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ ქართველები პარიზიდან, Balenciaga-ს ჩვენებიდან